
ქ-ნ: ანიჩქა.... კარგით რააა

კაით რააა

მე პირადად.... ბიძინასთან მაქვს რამოდენიმე კითხვა... რის შემდეგადაც გადავწყვეთ ღირს თუ არა მისი ეს განცხადება მივიღო როგორც საქართველოს ხსნიე გზა:
1. ბ-ნ: ბიძინა..... ძალიან კარგია რაც ქველმოქმედება და მზრუნველობა გამოიჩინეთ ბევრი ქართველის მიმართ, მაგრამ იქნებ გვითხრათ რატომ დუმდით ამ 7 წლის მანძილზე, როცა სააკაშვილი და მისი ბანდა ძარცვავდა, კლავდა ქართველობას და მის ადათს, რასაც დღემდე წარმატებით აგრძელებენ... რატომ დახურეთ მე-9 არხი, მაშინ როცა ის ყველაზე მეტად ჭირდებოდა ქვეყანას... რატომ აფინანსებდით ნაცმოძრაობის სხვადასხვა აქციებს.... რატომ ერთხელ მაინც არ გააკრიტიკეთ ბელადი და მისი ხროვა...
2. ბ-ნ: ბიძინა...ჩემნაირების გულის მოსაგებად აუცილებლად დაგჭირდებათ საფუძვლიანი გარანტია მიცეთ ქართველ ხალხს, რომ არ გახდებით მორიგი: გრეჩიხა.... თარგამაძე.... გუბაზი.... ალასანია.... და სხვა მავანი, რომლებიც ჟოპოს აბრევიატურას ამოფარებულნი რეალურად ბელადის მარიონეტები არიან, რომელთაც ხალხი გამოყავთ ქუჩაში რათა დასავლეთს დაათვლევინონ თუ რა საცოდავი ოდენობა მომხრეები ყავს ქართულ "ოპოზიციას" და რა დიადია და საყვარელი ერის ბელადი

3. და ბოლოს დაგვიდეთ თქვენი წინა საარჩევნო პლატფორმა.... ანუ როგორ აპირებთ ნაცების მიერ დაგროვილი 7 მილიარდი საგარეო ვალის გასტუმრებას, პრაქტიკულად მითვისებული ბიზნესების კვლალ განსაზოგადოებას, მოკლული და ბუტაფორიას დამსგავსებული ეკონომიკის აღდგენას.... გამქრალი სასამართლო და მედია სისტემის აღდგენას... განადგურებული განათლების, კულტურისა და სპორტის აღდგენას.... დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.... და რაც მთავარია გაუბედურებული, შიმშილის ზღვარზე მისული....გათითოკაცებული და საბალახოთ გაყრილი ქართველობის სახეზე ღიმილის და გულებში იმედის დაბრუნებას!!!
როცა ამას მოვისმენ თქვენგან.....და დავრწმუნდები რომ თქვენი ზრახვები მართლა გულიდან მოდის და ხალხის კეთილდღეობისთვისაა გამიზნული, მიგიღებთ როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს.....
არ მინდა ეს ყველაფერი ემსახურებოდეს იმედგაცრუებული ერის კიდევ ერთხელ მოტყუილებას.... ტყუილი იმედის ჩასახვას... ხალხის დაბოლებას.... რომელიც 2012 წლის არჩევნებზე დასრულდება ნაცების 60% გამარჯვებით ...თქვენი პარტიის მიერ 35%-ით პარლამენტში უმცირესობის ჩამოყალიბებით....მიშას სამუდამოდ გაპრემიერებით და ქვეყნის დაქცევის გაგრძელებით......
იქნებ გაგვცეთ პასუხი.... იმ ქართველებს, ვინც ემოციებს არასდროს აჰყოლია და მხოლოდ ფაქტებისა და განვლილი გზის დაკვირვება-შესწავლით ვაფასებდით და ვაფასებთ მოვლენებს..... გნებათ ჩამთვალეთ ე.წ. ობივატელად... მაგრამ ჩემნაირი ბევრია, მითუმეტეს უცხოეთში....
P.ს. რომელი ტელევიზიით აპირებთ ხალხს გააცნოთ ეს ყველაფერი..... ბადრის "იმედი" ქონდა და ამით აიძულა მიშა გადამდგარიყო.... თქვენ რა გექნებათ? .....
This post has been edited by maxo999 on 8 Oct 2011, 03:32