#61311235 · 4 Jun 2024, 10:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
aneri
QUOTE | ეხ ეს რა ჭირი მოათრიეთ ლაშა ალო რამდენი იბრძოდა რუსი ხიხოს მოთრევისთვის
|
ეს თქვენ მოათრიეთ თქვენი ბესპრედელით, გაუმაძღრობით, გვამების ჯიხურებზე შემოწყობით, სასამართლოს გაუქმებით, ბიზნესმენებისათვის ბიზნესების წართმევით, რუსეთისათვის საქართველოს ქონების ჩუქებით, ელიტარული კორუფციით და სხვა კიდევ მრავალი მანკიერებებით და რაც მთავარია ცინიზმით, რომ თქვენ იყავით მართლები ყოველთვის და ამ ყველაფერს თურმე გიგონებდნენ, თურმე რა მოხდა "შვილი ვის არ მოჰკვდომია", რომ თურმე ჟვანია ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად გარდაიცვალა, და ასე შემდეგ დაუსრულებლივ.
კი მოიყვანა ამ უკანონობამ ივანიშვილი.
მაგრამ არა მარტო მოიყვანა. დღესაც უნარჩუნებს ძალაუფლებას. როგორ? თქვენი მხრიდან გაპიარებული ელგებეტე პროპაგანდით, თქვენი მხრიდან წამოსული რეპრესიების ანონსირებით ყოველი საარჩევნო კამპანიის დროს, აგრესიით, რომელიც ასევე თქვენგან მოდის, არარაციონალური, დესტრუქციული და არაპრაგმატული პოზიციებით ყველა მიმართულებით, მაღალი ამბიციებით და დაბალი კვალიფიკაციით.
პს. წადით ბატონებო პოლიტიკიდან თქვენს ბელადიანად და ქოცებიც გამოგყვებიან.ჩვენ კი მივხედავთ ქვეყანას როგორც შევძლებთ უთქვენოთ, და როგორც აქამდე ვაკეთებდით ხან ასე და ხან ისე. თქვენც და ქოცებმაც ამოწურეთ თავი და წადით, შეგვეშვით...
|