Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(15)
« პირველი
...
13
14
[15]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბიძინა ივანიშვილის "საჭადრაკო დებიუტი"
, უძლიერესი ტაქტიკა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polveek
Crazy Member
ჯგუფი: Registered
polveek
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1004
წევრი No.: 142668
რეგისტრ.: 4-February 12
#31446186
· 31 May 2012, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ადამიანი, თავისუფალი,მონა გემოვნების საკითხია ვინ რომელს აირჩევს.
თანაც ნუ დაგვავიწყდაბა ამ სიტყვებს ვინ როგორ აღითქვავს.თუ შევთანხდე-
ბით, რომ ყველა ართვისუფალი, ანუ არჩევანის ვერ გამკეთებელი მონაა,
ანუ სხვისი ნების შემსრულებელი ხელსწყოა, მაშინ ლოზუნგი, ადამიანი
უნდა იყოს თავისუფალი!!!! აზრს კარგავს, მან არათავისუფლება თუ უკვე
აირჩია. ესეიგი სხვაგან არის პრობლემა, ანუ მონურ, ის სხვა, ბიძია-
ბაბუა, ზვიდი, ედო, მიშა, ბიძო, ნატო დეიდა....,მაგრამ არაჩვენ, გადგვიწყვი-
ტავს მიმდინარე ან საუკუნეებით, თუ ათასწლებზე არ ვიტყვით დაგროვილ
პრობლემებს,ჩვენ გვკიდია სხეულის არსებულ, კიდევშერჩენილ ადგილებზე
ჩვენი პრობლემები და სხვა სათავისოდ მშვენივრად გვიყენებს,სხვა როგოც
ზოგადი ასევე კონკრეტული, ჩვენთვის, უკვე თავისუფლებისათვის მხოლოდ
პარტნიორი მოცემულ ეტაპზე, შეიძლება იქნეს განხილული. ალბათ დგღალეთ
კიდევ თუ კითხულობთ.მოკლედ ყველა პრობლემა ჩვენშია და მისი ამოხსნაც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sindiofalacheqmebshi
FUCK RUSSIA!
ჯგუფი: Members
sindiofalacheqmebshi
FUCK RUSSIA!
ჯგუფი: Members
წერილები: 10712
წევრი No.: 48556
რეგისტრ.: 5-December 07
#31446295
· 31 May 2012, 15:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Beka_ke
QUOTE
რატომ "უკბინა" მაესტრის და კავკასიას და მერე ყიდვა რატო შესთავაზა.
ფაქტია რო ასეთი შეურაცყოფის მერე არცერთი ტელეკომპანია არ დათანხმდებოდა რა კარგი წინადადებაც არ უნდა შეეთავაზებინა.
კიწმარიშვილმა რო თქვა ერთ ლარად მივყიდიო არა?
--------------------
კანადელმა მეცნიერებმა სტუდენტი აინშტაინი ვერ დააჯერეს, რომ ლიმონით კიბოს განკურნება შესაძლებელია, რადგან აინშტაინი არ აღიარებდა ზოდიაქოს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niktagva
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
niktagva
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30928
წევრი No.: 93747
რეგისტრ.: 16-June 09
#31446329
· 31 May 2012, 15:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ივანიშვილისგან გამოცხადებული ქიშები მომრავლდა, ხელისუფლებას ნორმალური ვარიანტები აღარც აქვს და თან ცაიტნოტშია…
merk13
სტატიის დადებისთვის მადლობა.
--------------------
ისე, პოლიტიკური ნაგვიდან რამე სასარგებლოს შექმნა რომ შეიძლებოდეს,ჩვენზე მდიდარი სახელმწიფო არ იქნებოდა მსოფლიოში . LUCKYMAN-ფიქრების მბრძანებელი (c)
ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე, მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს. Paul Valéry;
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Human Rights
Mercenary
ჯგუფი: Members
Human Rights
Mercenary
ჯგუფი: Members
წერილები: 22858
წევრი No.: 16496
რეგისტრ.: 23-January 06
#31446355
· 31 May 2012, 15:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თქვენ ნიკალაევიჩი ვერ გიცვნიათ, ჩაგიტარებთ მორიგ სერიას ოქტომბერში და ეს მილიონიანი მარშები წავა პოლიტიკურ 'შავ ხვრელში'!
--------------------
Трижды герой Советского Союза, дважды ранен под Полтавой!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
peres
Junior Member
ჯგუფი: Members
peres
Junior Member
ჯგუფი: Members
წერილები: 468
წევრი No.: 525
რეგისტრ.: 11-December 01
#31446430
· 31 May 2012, 15:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბატონი
ლაივში ტრაკზე კოცნა გამიგია, ტვ– შიც ბევრს ნახავ, ეხლა გამოჩნდა ვირტუალური კიბერ ტრაკზე კოცნა შეძრომები ალბათ იმედი აქვთ სადმე შემამჩნევს , მომხედავს, ავშენდები... არ ხმარობს ეგ კაცი კომპიუტერს ტყუილა წვალობთ, უყურებს მხოლოდ ტვ–ს, ეცადეთ იქ მოხვდეთ როგორმე , ხო კიდე ასავალ –დასავალს კითხულობს თურმე გამეტებით...
This post has been edited by
peres
on 31 May 2012, 15:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Neo
Elon 🚀
ჯგუფი: Members
Neo
Elon 🚀
ჯგუფი: Members
წერილები: 15652
წევრი No.: 3604
რეგისტრ.: 14-November 03
#31446485
· 31 May 2012, 15:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Buka_ke
QUOTE
ბატონი ბიძინა ივანიშვილი
ლოლ
--------------------
LiveForum Firefox - https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/liveforum/
LiveForum Chrome - https://chrome.google.com/webstore/detail/liveforum/ndgkajmambbiknophepokfnnangenaab
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Statham
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Statham
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13031
წევრი No.: 147515
რეგისტრ.: 25-April 12
#31446681
· 31 May 2012, 15:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საქმე იმაშია რომ ნაციონალური მოძრაობა უშვებს შეცდომებს- მათ საშუალება უნდა მისცენ ივანიშვილს რომ პოლიტიკაში აქტიურად შემოვიდეს და ამ დროს უფრო მოსალოდნელია რომ რუტინაში გადასული ივანიშვილი საინტერესო აღარ იყოს საზოგადოებისთვის ან შეცდომები დაუშვას ( რაც როცა პოლიტიკაში ხარ მოსალოდნელია).. ამათმა კი დაუპირისპირეს შავი პიარი და რეპრესიული მექანიზმები... ეს კი როგორც სჩანს ჯერჯერობით მაინც არ ამართლებს და ივანიშვილს დამატებით ქულებს სძენს
+1
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PFU
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
PFU
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 33449
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05
#31446923
· 31 May 2012, 16:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
merk13
QUOTE
P.S. ზურაბ აზმაიფარაშვილმა თქვა, მიშას ერთადერთი ნორმალური სვლა დარჩა და ეგ e4-e2 არისო
მეორეც აქვს...
გაიხსენე ნაცმიშისტების და ჭადრაკის ამბავი... ჭადრაკს ხელს აკრავს, მტრედივით მოსკორავს და გაიფხორება...
--------------------
Absolute zero is cool...
Black hole sucks...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!
ჯგუფი: Registered
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!
ჯგუფი: Registered
წერილები: 1321
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09
#31446982
· 31 May 2012, 16:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(merk13 @ 31 May 2012, 11:43 )
ქიში!.. ისევ ქიში!..
10:00 31.05.2012
[სოლომონ თერნალი]
დაახლოებით 7 თვის წინ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან მალევე, გამოვაქვეყნე სტატია „ცუგცვანგის პირას“ –
http://solomonternaleli.wordpress.com/2011/10/12
, რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარულ სტატიად რჩება თქვენი მონა-მორჩილის ბლოგზე. სტატიაში ვწერდი, რომ იმ მომენტისათვის ორივე დაპირისპირებული მხარე ცუგცვანგის სიტუაციაში აღმოჩნდა, ნებისმიერი სვლა უფრო წამგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე, გარკვეულწილად – უმოქმედობა. დრომ დაადასტურა, რომ მართალი აღმოვჩნდი და მოიგო იმ ოპონენტმა, რომელმაც უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და შეიძლება ითქვას, ერთი შეხედვით, გარეგნულად ნაკლებეფექტურიც კი, კამპანია აწარმოა.
ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების სუპერაქტიურ ქმედებებს, რომლებიც თავისი საკმაოდ მტკივნეული უნდა ყოფილიყო ახალბედა პოლიტიკოსისთვის, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებას თითქოს იმედი გაუცრუვდა – ბიძინა ივანიშვილი არ აღმოჩნდა მიშას დარი კაშკაშა, ექსტრავაგანატური და ცეცხლოვანი პოლიტიკოსი.
რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა და ის შედეგები, რაც მათ მოიმკეს:
ა) საბანკო სფეროში დღემდე არნახული, დრაკონული კანონმდებლობის შემოღება, რომლის განხორციელებისას ქვეყნის ეროვნული ბანკი პროკურატურის ავანგარდად იქცა და ფიქტიური გაკოტრებების და ქონების ფიქტიური გადაფორმებების წყალობით ივანიშვილის ქართუ ბანკიდან 200 მილიონი ლარის აქტივების აორთქლებას შეუწყო ხელი. როდესაც ქონების ეს უკანონო ექსპროპრიაცია განახორციელა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასწრაფოდ გააუქმა კანონი, რომელმაც საქმის შემსრულებელი მავრის როლი უკვე ითამაშა. ნებისმიერ სხვა ოპონენტს ასეთი საშინელი ფინანსური დარტყმა გაანადგურებდა. ნებისმიერ სხვას, ოღონდ… ივანიშვილმა ეს დარტყმა გადაიტანა, ბანკში დამატებითი აქტივები ჩადო და ვითომც არაფერიო, ისე გააგრძელა საქმიანობა. ამით ხელისუფლებამ სერიოზული უკუდარტყმა მიიღო. პოლიტიკა ძალიან ჰგავს აიკიდოს. და თუ მოწინააღმდეგის სერიოზულ ზეწოლას დროულად გამოეცლები და ხელსაც მიაყოლებ, იგი საკმაოდ იოლად შეიძლება საკუთარ მოძრაობაზე წამოიკიდო და დასცე… განხორციელებული „ოპერაცია“ ვერ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტური, რომ ივანიშვილის ფინანსური იმპერია დაემსხვრია, ან ივანიშვილს პოლიტიკურ ზრახვებზე ხელი აეღო! სამაგიეროდ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა მასშტაბის კრიმინალურ ქმედებებში მიიღო მონაწილეობა ხელისუფლების ოთხმა სხვადასხვა შტომ: ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურმა პოლიციამ, პარლამენტმა და თავად პრეზიდენტმა. დამერწმუნეთ, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ წინ აქვს იმ უარყოფითი დივიდენდებით „ტკბობა“, რასაც მათ ასეთი ავანტიურა მოუტანს. ის, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, მხოლოდ რობერტ მუგაბეს მსგავს „პოლიტიკოსებს“ თუ შეიძლებოდათ, ჩაედინათ. ხოლო რისი „შუქურის“ იმიჯი აქვს მსოფლიოში რობერტ მუგაბეს, ამაზე ლაპარაკი არ ღირს. თუმცა იმის გახსენება კი საჭიროა, რომ ერთ დროს მუგაბეც პროგრესულ პოლიტიკოსად ითვლებოდა, ასე რომ ნუ ეგონებათ ნაცმოძრაობის აპოლოგეტებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯორჯ ბუშის პერიოდში მოპოვებული „ნომინაციები“ ათწელულებს და საუკუნეებს გასწვდება. მარშალმა ბეტანკურმაც კარგად დაიწყო, მაგრამ როგორ დაამთავრა, თავადაც მშვენივრად მოეხსენება… (ყოველ შემთხვევაში დოჩანაშვილის უბადლო მცოდნედ ასაღებს თავს)
ბ) ხელისუფლებამ კონტროლის პალატა, რომელიც ისედაც არაფერს აკეთებს ბოლო წლებში თავისი ძირითადი დანიშნულების – საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის შესამოწმებლად, გადააქცია ოპოზიციის ჯიბის მაკონტროლებელ და მისი ფინანსური დაწიოკების მთავარ სუპერინსტრუმენტად. შეიქმნა აბსოლუტურად გაუმჭვირვალე მონსტრი ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში მორიგი „მომხიბვლელი მუტანტი ქალბატონი“ ჩაუყენეს (საერთოდ ნაცმოძრაობის მუტანტი ქალბატონების როლი საქართველოს დაქცევაში მომავალში არაერთი საინტერესო კვლევის საგანი გახდება, ალბათ). მართალია, ქალბატონ მოგელაძის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ მოკვლევაში შეიძლება მართლაც იყოს გარკვეული ლოგიკა, მაგრამ ჯერ ერთი ეს ლოგიკა კვაზიეჭვიანობის ნიშნითაა დაღდასმული, და თან, რაც ყველაზე საინტერესოა, ქალბატონი მოგელაძე (რომელსაც მოსწრებულად „ქ-ნი მოგელანდე“ შეარქვეს) იმ მასშტაბის ცალ კარში თამაშს ახორციელებს, რომ ეს უტიფრობის ყველანაირ „ნორმებს“ ცდება. აშკარა გახდა არა მარტო კონოტროლის პალატის მხრიდან ფინანსური კონტროლის ეს პოლიტმიკერძოებული ფორმა, არამედ ისიც, რომ როცა ჯერ კიდევ ოქტომბერში ხელისუფლებამ საარჩევნო მიზნებით გამოყენებულ ფინანსურ რესურსებზე მკაცრი რეგულაციები დააწესა, და ოპოზიციურ პარტიებს სარეკლამო ხარჯების სახელმწიფო ჯიბიდან გადახდასაც რომ დაჰპირდა (ოღონდ ძალიან ხელმომჭირენდ და იმის გაფრთხილებით, – „ამაზე მეტი არ შეგიძლიათ თავად დახარჯოთო!“) – პარტიათა შორის მანამდე არსებული ფინანსური უთანაბრობის („სახელისუფლებო პარტიას უნდა ჰქონდეს გაცილებით მეტი სახსრები, ვიდრე ყველა ოპოზიციურ ძალას ერთად აღებულს!“) სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ემსახურებოდა. სააკაშვილის ხელისუფლების „ოქროს წესი“ ასეთია – თუ რეალურად ოპოზიციური პარტია სერიოზულ ფულს ხარჯავს, ეს უნდა შეიზღუდოს, ხოლო სახელისუფლებო პარტია ბევრ ფულს არც დახარჯავს, ამას მის მაგიერ თავად ხელისუფლება გააკეთებს ლოზუნგით „ჩვენ ყოველთვის ხალხზე ვზრუნავთ!“ საარჩევნო პერიოდში მოსახლეობისათვის საჩუქრებს დაარიგებენ არა პარტიული მუშაკების ქურქში გამოწყობილი ხელისუფლები, არამედ ხელისუფლების ქურქში გამოწყობილი პარტიული ბონზები, რაც მომენტალურად მათი ქმედების „გაპრავების“ საფუძველი ხდება… ყველაფერი გათვლილია, როგორც ეს ყოველთვის იყო სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ისტორიაში. მაგრამ არის ერთი მაგრამ… როცა ნათია მოგელაძემ ქართული ოცნებისაგან 5 მილიონზე მეტი ამოიღო, ხოლო მსგავს სიტუაციაში ნაცმოძრაობისაგან – მხოლოდ 90,000, როცა ქართული ოცნების 200-ზე მეტი მხარდამჭერი მთელს ქვეყანაში ერთდროული ეროვნული კრიმინალური ოპერაციის მსგავსად სასწრაფოდ დაიბარეს და არნახული ჩხრეკა და დაკითხვა მოუწყვეს, მხოლოდ იმისთვის, რომ მათ „ქართული ოცნების“ გაზეთები დაარიგეს, ან ამ კოალიციას საოფისე ფართი მიაქირავეს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირების სახელებიც კი არ გაახმაურეს… როცა არსებობს დოკუმენტური მასალებით დამტკიცებული ფაქტები, როგორ ურიცხავდნენ ნაცმოძრაობას ათეულ ათასობით ლარს იმ პირთა სახელით, რომელთაც ვალები აქვთ და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობენ, და არაფერი იცოდნენ საკუთარი „ქველმოქმედების“ შესახებ, და ნათია მოგელაძის, (ახ, როგორი პრინციპული!) უწყება ამით არ ინტერესდება, ამით ხომ ძალიან აშკარა ხდება ამ ცალკარშიმოთამაშეთა „პრინციპულობის“ მოტივი?! მოკლედ, ნათია მოგელაძემ აშოვნინა მიშას და ნაცმოძრაობას კიდევ რამდენიმე მილიონი ლარი და კიდევ უფრო გაათახსირა მათი ისედაც ჩამოლაბორანტებული რეიტინგი. შედეგად მივიღეთ ის, რომ არასამთავრობო სექტორმა ძალიან მკაცრად და პრინციპულად აიმაღლა ხმა და უკან დაახევინა ხელისუფლებას იმ აბსოლუტურად დისკრიმინაციულ და ანტიკონსტიტუციურ საკითხში, რომელიც „პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული“ (ეს რაღა ჯანდაბა იყო?) ფიზიკური პირების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა და მათ ფინანსურ დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად. ამ ნაბიჯით დაიწყო სულ უფრო გაფართოებადი მოძრაობა „ეს შენ გეხება!“, რომელიც საკმაოდ წააგავს 2003 წლის მთავრობის გასაკონტროლებლად ჩამოყალიბებულ არასამთავრობოთა ალიანსს. საინტერესო დამთხვევა ისაა, რომ ამ მოძრაობას სულ უფრო კოჰერენტულად უერთდება ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციათა და დიპკორპუსის ხმები. ის, რომ ამის გასახმოვანებლად პირველად ამერიკის ელჩმა ფეისბუქის გვერდი აირჩია, სადაც „მოგელანდეობით“ შეშფოთება გამოხატა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამოცდილი დიპლომატის პირადი აზრი იყო… უფრო მეტიც, ამით აშკარა გახდა ის, რაც ქვეცნობიერად ისედაც ვიცოდით – რომ მიშას ჯერ ტკბილად და საიდუმლოდ უთხრეს, შუქურა ასე არ უნდა ბრჭყვინავდესო, მერე ხმამაღლა და გასაგონად გაუმეორეს, არჩევნებს როგორც ჩაატარებ, „იმას მოგიცხებთ პირზეო“, მერე ელჩმა ფეისბუქზე დაწერა ოპოზიციური პარტიების შესაზღუდად მიმართული კონტროლის პალატის ეს „შემოქმედება“ ძალიან მაშფოთებსო, მერე სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ უფრო კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, ახლა ელჩი უკვე გაზეთ „რეზონანსში“ წერს საკმაოდ ღიად და უკვე დაუფარავად, თანაც უკვე ერთ კონკრეტულ საკითხზე კი არ არის შეშფოთებული, არამედ მრავალზე – ციხეებში პატიმრების მდგომარეობიდან, ოპოზიციაზე ზეწოლიდან და სასამართლო დამოუკიდებლობიდან დაწყებული, და მედიის სამთავრობო კონტროლირებით დამთავრებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ აშშ ელჩი, რომელიც, სამთავრობო კორიფეების აზრით, რუმინეთის ელჩზე მეტად არ უნდა ლაპარაკობდეს და თავისთვის ჩუმად ჩემოდანს უნდა ალაგებდეს, უკვე რეკომენდაციებსაც იძლევა და თან რა რეკომენდაციებს! რომ საქართველოში საკაბელო კომპანიები განურჩევლად ყველა ლიცენზირებულ ტელევიზიას უნდა აძლევდნენ მათი პროგრამის ჩართვის საშუალებას. რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს და ვინმეს ახირებით არ უნდა ხდებოდეს რეგიონებში მოსახლეობის აზრის და სიმართლის წვდომის კონტროლირება და მოდელირება!
გ) არადა, ამ მხრივაც – მედიის კონტროლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად – როგორ აქტიური იყო ხელისუფლება, რამდენი იღვაწა?! ეროსი „მაესტროს“ ღობეზე, „მაესტროსათვის“ უკანონოდ დღემდე წართმეული ოფისი და აპარატურის ნაწილი, მფლობელებისათვის წართმეული „გურია ტვ“ და „პირველი სტერეო“, უნიათო მენეჯმენტისათვის საეჭვო ვითარებაში და საეჭვო ქონებრივი გაცვლის სქემებით გადაცემული ბათუმის „25-ე არხი“, სერიოზული პრობლემების შექმნა გორში ტელეკომპანია „თრიალეთისათვის“, და რაც მთავარია, არნახული წნეხი „გლობალ-ტვ“-ზე და იმ მოსახლეობაზეც კი, რომელსაც „გლობალ ტვ“-ის ანტენა აქვს დამონტაჟებული… 21-ე საუკუნეში იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება თავს „დემოკრატიის მიმდევრად“ და ლამის შუქურად თვლის, ხალხს აშინებენ პენსიის და დახმარების წართმევით, რომ უარი ათქმევინონ ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე! ამით სააკაშვილის ნაცმოძრაობა ცინიკურად ეუბნება ხალხს (ძირითადად, რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც აქამდე წრეგადასული სამთავრობო პროპაგანდის მსხვერპლი იყვნენ და ალტერნატიულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა) – „თქვენ რომ გაიგოთ, რა ცუდადაა საქმე ქვეყანაში, თქვენ არასოდეს არ მოგივათ თავში ჩვენთვის ხმის მოცემა, ამიტომ თქვენ არ უნდა უყუროთ იმ ტელევიზებს, სადაც სიმართლეს დაგანახებენ! თუ მაინც გაბედავთ, ჩვენ მოგიხსნით დახმარებას, პენსიას და სხვამხრივადაც სამაგალითოდ დაგსჯითო!“
დ) დაბოლოს, თავად პრეზიდენტის გამოუცხადებელი საარჩევნო კამპანია. ეს რაღაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ იყო. პრეზიდენტი, როგორც Duracell-ის კურდღელი შეუჩერებლივ დარბოდა მთელ საქართველოში, ხსნიდა საავადმყოფოებს (ხშირად დღეში 2-3-ს), სპორტულ დარბაზებს, გვირაბებს, სასადილოებს და სუპერმარკეტებს, გამოაცხადა ლაზიკიზაცია და ყოველგვარის გეგმის გარეშე დაიწყო ჭაობში მშენებლობა, მერე შარდენიზაციაც არ მოიკლო!.. ხშირად თავს იწონებდა კიტრებით („10 წელი ირანულ კიტრებზე ვიჯექით, ახლა საკუთარი გვაქვს“…), მაპზე უკეთესის კიდე უფრო გადასარევით!.. ბათუმის უნივერსიტეტით, რომლიც 35-ე სართულზე (ვაუ!) ეშმაკის ბორბალი იქნება (ავოიეეე!), ხოლო იმის ზევით ბიბლიოთეკა და კაფეტერია, რომ სტუდენტებმა ჯერ იკითხონ და მერე „იჭამონ“… მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვით, რომელიც თურმე პრომეთესავით მოსტაცა „იმათ“ და ხალხს „მოუყვანა“ (ეტყობა აერია, რომ ეს პრომეთე იყო სულიერი, და არა – ცეცხლი და ჯანდაცვა), განათლების რეფორმით, (რომელსაც ახლა მარტო ორი მეციხოვნე მინისტრ/მოადგილე და ათასობით მანდატური კი არა, უკვე გამოცდებს და ხარისხსაც მთლიანად პოლიციელები აკონტროლებენ (ამაზე ქვემოთ), და ყველგან, სადაც საჯდომს ველოსიპედზე დადებდა, ელანდებოდა, რომ სწორედ ეს ადგილი უნდა ყოფილიყო ბათუმის მომავალი: ბარსელონა, დუბაი, მონტე-კარლო დაბოლოს – მიჩიგანის ტბის სანაპირო – აი, ის რასაც აერთიანებს ბათუმი სეროჟას სიზმრებში…
მოკლედ, ეს იყო გრანდიოზული ცანცარის რვათვიური კარგად ნაცნობი სიმღერით „ფიგარო ზდეს, ფიგარო ტამ“! საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წარმოუდგენელი სერიოზულობის ნიღბიანი უტიფრობით განაცხადა, ხომ იცით, მე ყველაფერს შეგისრულებთ, რამეთუ, რაც აქამდე დაგპირდით, ხომ ყველაფერი შევასრულეო…
ამის ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მხოლოდ რამდენჯერმე მისცა ინტერვიუ, რამდენჯერმე შეხვდა ხალხს რეგიონებში, და ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა დიპლომატებთან. სამაგიეროდ გაიხსნა 60-მდე რეგიონული ოფისი, კოალიციის წევრები რეგულარულად ხვდებიან რეგიონების მოსახლეობას და ყველა შეხვედრა დიდი ინტერესის ფონზე ტარდება, ზოგიერთი მათგანი საერთოდ გადასახლდა კიდეც რეგიონებში, რითაც იქაური მოსახლეობის იმედი კიდევ უფრო გაიზარდა, უკვე ყოველკვირეულად გამოდის გაზეთი „ქართული ოცნება“, რომლის ტირაჟმა 130,000-ს მიაღწია, ამოქმედდა და რეგიონებთან საინტერესო კოორდინაცია დაიწყო ახლადგახსნილმა მე-9 არხმა, რომელიც სწრაფად იკრებს ძალას, სულ უფრო იზრდება რეგიონებში „გლობალ ტვ“-ს და სხვა სატელიტური არხებით გადაცემული ამ ტელევიზიისა და „მაესტროს“ მაყურებელთა რიცხვი… მოკლედ, თუ შევადარებთ სახელისუფლებო და წამყვანი ოპოზიციური შტაბების მუშაობას, ერთ მხარეს იყო ხარაბუზების და ბუზანკლების ფანტასმაგროიული ბზრიალ-ბზუილი და ფეირვერკობანა და მეორე მხარეს – ფუტკრების ენერგიული, თუმცა – ნაკლებ შესამჩნევი საქმიანობა. გამოსავალიც და ხალხისთვისა სარგებელიც სწორედ ისეთივეა, როგორც ბუზების და ფუტკრების შემტხვევაში. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ როგორც მოსახლეობაში, ისე განსაკუთრებით უცხოელ დიპლომატებსა და მედიასაშუალებების მხრიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის უფრო ნაკლებხმაურიანი, მაგრამ უფრო სერიოზული მუშაობა მეტ ინტერესს იჩენს (გამონაკლისია ბატონი ნავარრო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციაზე მეტად ლაზიკა აინტერესებს, რადგან ნაცმოძრაობის ხელიხელ საგოგმანებ „ფილდ-მუშაკებს“ ენდობა და ჰგონია, რომ ესაა ქართველი ხალხის პრიორიტეტი…)
მაგრამ მოვიდა მომენტი, როდესაც რაოდენობრივი ცვლილებები თვისობრივში გადაიზარდა და მოწმენდილ ცაზე მეხიც გავარდა…
ეს მოჰყვა 2თვიან საკონსტიტუციო ჭინთვებს, რომელიც ხელისუფლებისთვის საკმაოდ კატასტროფულად – აბორტით დამთავრდა!
წარმოიდგინეთ, რა ენერგია ჩააქსოვეს მმართველი გუნდის და მასთან ასოცირებული ფსევდოპოზიციის როგორც უტვინოებმა (ნუგზარ წიკლაურმა, კობა ხაბაზმა, აკო მინაშვილმა, პადოშა თორთლაძემ), ასევე ტვინიანებმა (გიორგი თარგამაძემ, პალიკო კუბლაშვილმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა) იმაში, რომ ეს აბსოლუტურად დეგენერატული, და ნებისმიერი სახელმწიფოსათვის მიუღებელი და უზნეო ცვლილებები რამენაირად გაეთეთრებინათ!.. ჯერ 3 წელი უნდა ყოფილიყო საქართველოში ცხოვრების ცენზი, მერე – ჯამურად 10 წელი, მერე ბოლო 10 წელი და მერე, როცა ივანიშვილმა საკმაოდ აუღელვებლად სხვათაშორის თქვა, „მე რომ 10 წელი არ მიცხოვრიაო?“ სამთავრობო გუნდმა უკვე მეორე მოსმენით მიღებული კანონი სულ კბილების ღრჭენით „ჩაასწორა“ და 5 წელი დასწერა… ხან იმას იძახდნენ, ჩვენ ერთი კაცის გულისთვის კანონს ვერ შევცვლითო… მერე ერთი კაცის გულისთვის კანონი კი არა – საერთოდ კონსტიტუცია შეცვალეს… ხან თურმე ორი ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლებოდა პარლამენტის წევრი ყოფილიყო, ბოლოს კი გამოვიდა, რომ „ხელისშემშლელი ფაქტორი“ საქართველოს მოქალაქეობა ყოფილა (არა, ეს დემეტრაშვილი მაინც რამ გაათახსირა ასე, რომ პროფესიონალი კაცი ამას ყველაფერს კვერს უკრავს?) და რომ სულაც ევროკავშირის მოქალაქეს თურმე უნდა შეეძლოს არამცთუ პარლამენტარობა, არამედ საქართველოს უმაღლესი მმართველის ნებისმიერი პოსტის (მათ შორის პრეზიდენტის და მთავარსარდლის) დაკავება!
და ამის შედეგად ივანიშვილმა, საკონსტიტუციო ჭინთვების დასრულებიდან ზუსტად 50 წუთში (!) გააკეთა განცხადება – ეგ თქვენი უზნეო და ამორალური, აბსოლუტურად დეგენერატული ცვლილებები ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მაგ ცვლილებებით მე არ ვიმოქმედებო!!!
ეს იყო სწორედ ის პირველი ქიში, რაც ივანიშვილმა ხელისუფლებას გამოუცხადა და ამით იგი კატასტროფულად მძიმე სიტუაციაშია ჩააგდო!
ქართულ პოლიტიკაში არც ისე ბევრია მაგალითები, როდესაც პოლიტიკური ძალა მისთვის გაკეთებულ გამონაკლისზე უარს ამბობს! ივანიშვილმა ამ ნაბიჯით მორალური სილა გააწნა სააკაშვილის ხელისუფლებას და უთხრა – ეს თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც მუდმივად კონსტიტუციას ჭრის და კერავს, მაგრამ მე თქვენი ამ მიუღებელი ნაბიჯის შედეგით სარგებლობას არ ვაპირებო. დაახლეობით ეს იგივეა, ქურდი რომ სხვას ნაქურდალის გაყოფას შესთავაზებს და პასუხად უარს მიიღებს – მე ნაქურდალს არ გეახლებითო. თანაც, რომ აეცილებინა თავიდან იმაში ბრალდება, რომ სპეციალურად ასე მოიქცა, და გამოუვალი სიტუაცია შექმნაო, ივანიშვილმა იქვე მიუთითა შესაძლებელ უკეთეს გამოსავალზე – პრეზიდენტს უთხრა, ნუ ჩაიდენ უკანონობას, ნუ მოაწერ ხელს ამ აბსოლუტურად მიუღებელ და უგვან ცვლილებას და თანახმა ვარ, იმ გზით წავიდე, რასაც შენი ლაქიები მუდამ მიკიჟინებდნენ – ეს გზა უნდა აგერჩიაო: თავმდაბლად გთხოვო ორმაგი მოქალაქეობის თავიდან მონიჭებაო. ეს კი სააკაშვილს ისევ გამოუვალ სიტუაციაში აყენებს – მას არც უარის თქმა უნდა (ეტყობა, ვიღაცეებისთვის დაპირება აქვს მიცემული, ივანიშვილს საარჩევნო პროცესში სრულუფლებიანი მონაწილეობის უფლებას მივცემთო) და არც ის უნდა დაადასტუროს, რომ ივანიშვილის წინადადებას დაჰყვა, და ამით თარგამაძის მიერ გახმოვანებული საკუთარი გენიალური მიგნებაც დაასაფლავოს.
სააკაშვილმა ამ ქიშისაგან ნორმალურად დამალვა ვერ მოასწრო (არც ამერიკაში და არც შემდეგ არ უთქვამს, მოაწერს თუ არა ხელს მკვდრადშობილ საკონსტიტუციო ცვლილებებს). რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ახალი ქიში გამოაცხადა.
ეს იყო 27 მაისის მიტინგი. მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ამ მიტინგის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ ჯერ ან ვერ გაიაზრა, ან გაიაზრა, მაგრამ თავზარდაცემული თავის თავსვე ვერ უმხელს.
1) ეს იყო პირველი მიტინგი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ თბილისის აქამდე ჩატარებული მიტინგებიდან მას მხოლოდ ერთი შეიძლება შეედაროს – 2008 წლის იანვრის იპოდრომის მიტინგი, ხოლო რუსთაველზე მობილიზებული ხალხის რაოდენობის მხრივ, იგი ალბათ უპრეცედენტო იყო. 110 ათასი სულაც არ არის მაქსიმალური ციფრი მიტინგზე დამსწრეთა ოდენობის შეფასებაში, რომელიც საკმაოდ ობიექტურ გაზომვებს კი ეყრდნობა, მაგრამ არ ითვალისწინებს იმას, რომ როცა ეს გაზმოვები ჩატარდა, ხალხი რუსთაველიდან თავისუფლების მოედნისაკენ ჯერ კიდევ მოდიოდა.
2) ეს იყო ერთერთი იმ იშვიათ მიტინგთაგანი, როდესაც რაიონებიდან ხალხი შეგნებულად არ ჩამოსულა! ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა თბილისის მხარდამჭერთა მუხტი გაეზომა და გაზომა კიდეც. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ არსებული შიშის ფაქტორის გამო დაახლოებით 2-3 ამდენი ხალხი კიდევ სახლში დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიცხვი თბილისის აქტიურ (საარჩევნო ხმის მქონე პირთა) მოსახლეობის 50%-ს უკვე უნდა ამეტებდეს.
3) ათეულათასობით ადამიანის მსვლელობა დედაქალაქის სამი წერტილიდან თავისუფლების მოედანზე და იქაური შეკრება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ხელისუფლებამ სპეციალურად გააფრთხილა პატრული, რომ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიეღოთ(!!!). ეს გაუთვალისწინებელ პრობლემებს ჰქმნის. მაგალითად ცენტრალური ქუჩების გადაკეტვისას იქ მოძრავ მძღოლებს, რა თქმა უნდა, პრობლემები ექნებათ და გაღიზიანებულები ცდილობენ კორდონი გაარღვიონ. მსგავსი პრობლემები უფრო ნაკლებ მოსალდნელია, თუ ქუჩის გადაკეტვას პატრული ახორციელებს. ხელისუფლების ეს შედარებით მცირე სიდამპლეც სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ სხვადასხვა ადგილზე დაპირისპირებები მომხდარიყო. თუმცა იმ დღეს, როცა ახლობელს ველოდებოდი, მომიწია სწორედ იმ ადგილზე გაჩერება 10-15 წუთი, საიდანაც მანქანებს უკან მიბრუნება უხდებოდათ და დაახლოებით 30-40 მანქანიდან არ ყოფილა არც ერთი მძღოლი, რომელსაც სერიოზული დაპირისპირება და კამათი მოსვლოდა აქციის მონაწილე მიტინგის ახალგაზრდა ორგანიზატორებთან, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ყველა აზიარებდა მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას. ასევე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მერიამ აქციის შემდეგ არც დასუფთავების სამსახურის მანქანები გამოგზავნა, რაც მათი მოვალეობაა, მიუხედავად ამისა, აქციაში მონაწილე ახალგაზრდებმა ძალიან სწრაფად და კვალიფიციურად მოახერხეს მიტინგის ნარჩენებისაგან და ნაგვისაგან თავისუფლების მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა. ITV-ის და რეალ-TV-ის ურნალისტების გულდასაწყვეტად, რომლებიც იმ დღეს მხოლოდ იმაზე იყვნენ გაფაციცებულები, “ქართული ოცნების” ძირს დავარდნილი დროშა ენახათ და მსხვილი პლანით გადაეღოთ…
4) იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება სააკაშვილთან შეხვედრებზე უკვე არასრულწლოვანების და მასწავლებლების გაკვეთილებიდან მოხსნასა და მანქანებით გადაყვანაზე გადავიდა, ხოლო პროფესიულად გაერთიანებულ ჯგუფებს (მასწავლებლებს, ექიმებს, მეწარმეებს) შეხვედრებამდე სახელობითი სიების გადაგზავნას თხოვს, „ქართულ ოცნების“ მიტინგზე ხალხი საკუთარი სურვილით მივიდა, ამისათვის მხოლოდ ორი რამ გახდა საკმარისი – ბიძინა ივანიშვილის თხოვნა და ის მძიმე სოციალური მდგომარეობა და ხელისუფლებისადმი აბსოლუტური იმედგაცრუება, რაც დღეს სრულიად ნათელი მოცემულობაა.
5) სააკაშვილის მომხრეები თავიანთ შეხვედრებს უკიდურესი კონფიდენციალობის პირობებში ატარებენ. შეხვედრებზე დარგის სპეციალისტებს შესაბამისი მინისტრები კი არ ხვდებიან (თუმცა რამდენად არის დიმიტრი შაშკინი განათლების სფეროს „შესაბამისი“, ეს მეორე საკითხია!), არამედ მერაბიშვილი, უგულავა, გილაური, ბაქრაძე… ვანო მერაბიშვილი დემონსტრატიულად ზურგს აქცევს ქართველ ჟურნალისტებს და პასუხის ღირსადაც არ თვლის, რომ ახსნას, ვის და რა საკითხზე ხვდება. შეხვედრებზე შემთხვევით ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ დარბაზებს, ართმევენ და უშლიან ფოტო და ვიდეო-მასალას, აყენებენ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას. შეხვედრის ადგილებად არჩეულია რესტორნები, ხშირად შეხვედრები საღამოობით ტარდება…(მოგელაძე კი ამ ყველაფერს ვერ ამჩნევს, სათუთი!) ნაცმოძრაობის მხრიდან ამ ნეობოლშევიკური მეთოდების და „აქტივთან“ დახურული შეხვედრების საპირისპიროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებელ შეხვედრებს ატარებს, სადაც ყველას შეუძლია შესვლა, მათ შორის პროსახელისუფლებო ურნალისტებსაც.
6) ბიძინა ივანიშვილის სიტყვა იყო სრულიად განსხვავებული იმისაგან, რასაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოც და უცხოეთიც, სამწუხაროდ, მიაჩვია. არ ყოფილა ყვირილი, თვალების ბრიალი, უაზრო შედარებები და ტერმინები, აშკარა დაბოლებები, ნერვული ცახცახი. ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა საყოველთაო დაზღვევას, სამართლიანობის აღდგენას, მოვალეების კრიზისის გადაწყვეტას, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის რეფორმირებას… სავარაუდოდ, იყო მხოლოდ ერთი ფაქტობრივი შეცდომა, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილობით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველია და რასაც ქორივით ჩააფრინდა ხელისუფლების მოჩითული ვარსკვლავი თამარა ჩერგოლეიშვილი, რომელსაც რატომღაც მიშას აბსოლუტურად ყალბ და ფანტასმოგორიულ „სტატისტიკაზე“ რეაქცია არ აქვს ხოლმე… რამდენადაც ვიცი, საქართველო პირველი მართლაც არ არის, თუმცა „საპრიზო სამეულში“, მგონი, უნდა იყოს) და ორჯერ საკმაოდ სუსტი მცდელობა აუდიტორიისაგან „ბიძინა, ბიძინას!“ სკანდირება დაეწყოთ, რასაც მრავალათეულათასიანი თავყრილობისაგან და არც ბიძინა ივანიშვილისაგან მხარდაჭერა არ მოჰყოლია. იყო გარკვეული მოლოდინები, რომ ივანიშვილი დაასახელებდა რაიმე კონკრეტულ ციფრს, მაგალითად, ვრცელდებოდა ჭორები 300 ლარიან პენსიაზე, 4 თეთრიან დენსა და 6-თეთრიან გაზზე…არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე, გამართლებული მგონია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დეტალიზაციას თავი აარიდა, თუმცა თქვა, რომ საქართველოში ხელფასიც, პენსიაც და დახმარებაც უნდა იყოს ისეთი, რაც ა) მეტი იქნება მინიმალურ საცხოვრებელი დონზე და ბ) საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს, თავი ირჩინონ, ხოლო დასაქმებულებმა – ოჯახები შეინახონ. … ჯერ ერთი, თუ ბიძინა ივანიშვილი რომელიმე ციფრს (მაგ. პენსიას) დაასახელებდა, მაშინ სხვები გულდაწყვეტილი დარჩებოდნენ , რომ მათთვის საინტერესო ციფრი დაუსახელებელი დარჩა, ხოლო მოხსენება, ძალიან თუ გაიწელებოდა, არ ივარგებდა. და მეორეც, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნიკალური უნარი (რაც წლების განმავლობაში მის უანგარო ქველმოქმედებას უკავშირდება), უფრო მეტი მოლოდინი გააჩინოს თუნდაც დეტალების გარეშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს შეუძლია „სწორუპოვრად გაწერილი“ დეტალური სქემის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი. რადგან სააკაშვილს ნდობის რეიტინგი ძალიან დაბალი აქვს, ხოლო ივანიშვილს – ძალიან მაღალი. ივანიშვილი სიტყვის კაცია, ხოლო სააკაშვილი – სიტყვის მრავალჯერ (ლამის – ყოველთვის!) გამტეხი. ნუ ახლა იმას არ ვგულისხმობ, პარლამენტს გავხსნი 26 მაისსო, რომ დაჰპირდება ერს, და მერე ხალხს ეგვიპტელი მონებივით ქანცგაწყვეტამდე რომ ამუშავებს, რათა ფიქტიურად მოჩვენებითი დამთავრების იმიჯი შექმნას, რისთვისაც შენობას დროებით უხარისხო პლასტმასის ფილებით ხურავდნენ და არა – რეალურად საჭირო მინით… კიდევ ერთიცაა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ბიუჯეტს თუ რამეს მიუმატებს, თორემ სახლში ბიუჯეტიდან არ წაუღია. (არ ევალებოდა კაცს და ბიუჯეტს 1 მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა და, ვინ დაიჯერებს, რომ ახლა დაიწყებს ლტოლვილების და გაჭირვებულების ფულების თავისთვის ფლანგვას. ხოლო მიხეილ სააკაშვილის ხაზინა, რომ ფსკერგავარდნილია და ნაცმოძრაობა როგორმე საარჩევნოდ ფულის მოსაგროვებლად საკუთარ ბიზნესმენებს ტყავს აძრობს და საკუთარი ოფისების გარემონტებასა და ეგებ გაყიდვაზეა შეციცინებული, ასეთი ძალისგან დაპირებას ხომ ჩალის ფასი აქვს საერთოდ.
7) განსხვავებით წინა მიტინგებისაგან, ხალხს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ იმ საღამოს მიშა დამთავრდებოდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს საღერღელი აუშალა ამდენი მობილიზებული ადამიანის ხილვამ (თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა 30,000 მხარდამჭერით მოახდინა ვარდების რევოლუცია), რაც ზემოთხსენებული ტიპის ამოცანის „გადაწყვეტის“ წინაპირობას ნამდვილად ქმნიდა, მაგრამ ასეთი „რევოლუციონერი“ ადამიანებიც კი – ამ 7-თვიან ნელ-ნელა მუშაობის დღევანდელი შედეგების შემყურე დარწმუნდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დახვეწილი გეგმა აქვს და რომ აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია (რისი მაგალითიც დღევანდელი – ორგანოებისგადამცვლელი პრეზიდენტია). მიტინგის ბოლოს გახმოვანებული ახალი ამოცანაც – მასშტაბური მიტინგი 7 ივნისს ქუთაისში და შემდეგ – სხვა რეგიონებში უკვე ახალი მზადების აუცილებლობას უკავშირდება და თონეში ჩაკრული პურიც არ გაცივდება.
8) დაბოლოს, რა ხდება მიტინგის შემდეგ? იქნება ხელისუფლება გონს მოეგო და უფრო ჭკვიანური თამაში დაიწყო? თქვენც არ მომიკვდეთ. პირველივე დღეს – 28 მაისს მაია მიმინოშვილის სამსახურიდან განთავისუფლება და გიგი წერეთლის კომენტარები იმაზე, რომ „საჯარო მოსამსახურეები ოპოზიციის მიტინგებზე არ დადიან!“ შაშკინის პირველი კომენტარი – „არ ვარ ვალდებული ჩემი გადაწყვეტილება აგიხსნათო!“ ხოლო იმის გაგებისას, რომ ეროვნული საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები თავინათუ უფროსი
--------------------
თუ ჩვენში რაიმე არის კარგი და გამორჩეული - ეს ეროვნულია!!!
სოჭი, საინგილო-ჰერეთი, ლორე, ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, აფხაზეთი, შიდა ქართლი ქართული მიწებია და ოკუპირებულია მტრის მიერ!
XXI საუკუნეში ეს მიწები დედა სამშობლოს უნდა დავუბრუნოთ!!!!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmeta1084
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Asmeta1084
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5491
წევრი No.: 89214
რეგისტრ.: 17-April 09
#31446993
· 31 May 2012, 16:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კანიომ ხადი, ვეკ ვოლი ნე ვიდაც!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Good Man
Crazy Member
ჯგუფი: Members
Good Man
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2208
წევრი No.: 135427
რეგისტრ.: 2-September 11
#31447656
· 31 May 2012, 16:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უკვე დარწმუნებული ვარ დიდი ხანია რომ ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში! უკვე სამინისტროებში მომუშავე ხალხი დეპრესიაშია ძალიან დამწუხრებულები არიან მოკლედ მორჩა ეს ხელისუფლება თვითონ იციან უკვე და ფარულად ძალიან ბევრი მომხრეც ყავთ რადგან იციან გიჯი ყავთ ხელისუფალი. მოკლედ უკვე უნდა შეეგუოთ უნდა იმ ფაკტს რო ივანიშვილი მოვა და ნაცების დრო დასრულდა!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chxikvia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Chxikvia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9835
წევრი No.: 129372
რეგისტრ.: 29-March 11
#31447707
· 31 May 2012, 16:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Beka_ke
QUOTE
აი ეხლა, რატო შესთავაზა ეგრევე მაინცდამაინც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს თნამშრომლობა, ამით იმან ამ არჩევნების მოგების შანსები კიარ გაიძლიერა, არამედ ამ არჩევნების მოგების შემდეგ გათვალა, სავარაუდოდ ალასანია მოვა პრეზიდენტად, შემდეგ ეს ორი პარტია გაიყოფა და რესპუბლიკელები წავლენ ოპოზიციაში, რომელსაც ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში და ხელისუფლებას ეყოლება ძლიერი ოპოზიცია.
კოალიცია რომ გაიშლება ამაში დარწმუნებული ვარ მეც,ოღონდ 2 წელი არაფერი ემუქრება,შეკრული მუშტის პრინციპია,მუშტს როგორც კი გაშლის
ივანიშვილი კოალიციაც დაიშლება,ოღონდ მე არ ვფიქრობ რომ რესპუბლიკელები ივანიშვილთან დარჩებიან, მგონია რომ საკანონმდებლო
იქნება რესპუბლიკელების,აღმასრულებელი კი თანაბრად, ალასანიასი და რესპუბლიკელების ერთად. თოფაძე ძიძიგური და ა.შ
კი მალე ჩამოცილდებიან დიდ პოლიტიკას.ზოგი ბიზნესში წავა ზოგიც კიდე გუბერნატორად და ა.შ.
ივანიშვილი ოპოზიციაში გადასვლას პარტიებით არ აპირებს მემგონი,ეს იქნება არასამთავრობოები,ტელევიზიები და ა.შ
რომელსაც დააფინანსებს იმისთვის რომ აკონტროლოს ხელისუფლება.არ გამოვრიცხავ კონტროლის პალატაც დაიტოვოს.
QUOTE
მე მივესალმე ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ იმდენად დალაგებულად მიდის ხელისუფლების მხრიდან პასუხები, თითქოს ივანიშვილმა უკვე იცოდა რა რეაქცია მოყვებოდა მის განცხადებას.
ჩემი აზრით საქმე გვაქვს უდიდეს გენიასთან, ან დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება ივანიშვილის მიმართ.
ეჭვები ყველას უჩნდება მათ შორის მეც,პირველ რიგში მგონია რომ
ივანიშვილის მოსვლა შეთანხმებულია ამერიკაშიც რუსეთშიც და ევროპაშიც,
და ეს გარიგება მოხდა ცალცალკე ორივე მხარესტან,ისე რომ ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ
მაგრამ ნაციონალებს აქვთ ჩემი აზრით ვალდებულება აღებული, რომ ის მხარდაჭერა რომელიც აქვთ უნდა შეამცირონ ყველანაიი ხერხით.
ეხლა რამ გამიძლიერა ეს ეჭვები. 1) საქართველოს შეერთება იმ კონვენციასთან, რომელიც ითვალისწინებდა ივანიშვილისთვის მოქალაქობის მინიჭებას.
2) უნდა შეეზღუდათ ივანიშვილისთვის ფულის დახარჯვის შესაძლებლობა,ეს ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობდა,წარმოიდგინეთ
შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო რამხელა რიგი დადგებოდა საარჩევნოდ ბიძინასთან.ჩემ შვილს 20000 იანი ოპერაცია ჭირდება,ჩვენს კორპუსთან გზაა დასაგები და ა.შ
3) ხელის შეშლა აქტივისტებისთვის,ეს უფრო მეტ მხარდამჭერს მატებს ივანიშვილს ვიდრე სააკაშვილს.
მიუხედავად ამისა თუ შეატყვეს რომ ნაციონალებს არჩევნებზე მაინც აქვთ ისეთი მხარდაჭერა რომ ივანიშვილი ვერ ცვლის ხელისუფლებას
სააკაშვილი არჩევნებს გააყალბებს,გაყალბებული არჩევნების შედეგები კი გაუქმდება,ხელახალ არჩევნებში კი აუცილებლად მოიგებს ბ.ბ.
ან ყველაზე უარესი არჩევნებმდე დაარბევენ სასტიკად რომელიმე მიტინგს რომელიც იქნება ნაციონალების კუბოზე ბოლო ლურსმანი და არჩევნებში
ნაციონალები მიიღებენ 10-12%-ს მაქსიმუმ.
--------------------
ОАО Газпром-ოცნებები სრულდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
didou nana
ორუსე აკოცენს
ჯგუფი: Members
didou nana
ორუსე აკოცენს
ჯგუფი: Members
წერილები: 16871
წევრი No.: 27471
რეგისტრ.: 26-December 06
#31447773
· 31 May 2012, 16:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩემი აზრით საქმე გვაქვს უდიდეს გენიასთან
ამის დაწერა არ გაგიტყდა მაინც?
--------------------
- რატომ გაქვთ მეგრელებს ”ლ” რბილი? სამაგიეროდ ”ყ” გვაქვს მაგარი....
- აგერ დგას ჩემს ფანჯრებთან ჯარისკაცი და ღრუტუნებს ალბათ რუსია წავალ რამეს ვესვრი © kardu
- მერე მეტროში მოფსმას აკრძალავენ, სკოლებში კედლებზე წერას, ღამით ქუჩაში ღრიალს და აი, მანდ დავკარგავთ ქართველობას © უთეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chombe
ჟიგართმჟლეტი
ჯგუფი: Members
chombe
ჟიგართმჟლეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 34523
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08
#31447806
· 31 May 2012, 17:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
-----------------------------------------------------------------
This post has been edited by
chombe
on 31 May 2012, 17:03
--------------------
si deus nobiscum quis contra nos !
- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ?
- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)
Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! !
(© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)
გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merk13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
merk13
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
#31477312
· 2 Jun 2012, 15:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ივანიშვილის გამბიტი სააკაშვილისთვის
14:49 02.06.2012
[მარიკა კახაძე, „ქართული სიტყვა“]
მარკესი ამბობს: ოცნებას თავისი კანონზომიერება აქვს და, რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ხდება! მარკესამდეც ბევრს _ ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს, მწერლებსაც _ იგივე უთქვამთ და როცა 27 მაისს, «თავისუფლების მოედანზე» შეკრებილი ხალხის ანთებული სახეები დავინახე, რატომღაც შექსპირის ერთ-ერთი სონეტის ფრაზა გამახსენდა: «საით წამიხვალ, რომ ოცნებით ვერ დაგეწიო!»... ოცნებით რას აღარ დაეწევი, მაგრამ ფაქტია: 27-მა მაისმა 26-ს მაისს «გადაუჯოკრა» და ეს მხოლოდ საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ დაინახა.
ასე რომ, 2012 წლის 27 მაისს «ქართულმა ოცნებამ» საარჩევნო სტარტი დიდი უპირატესობით აიღო და კონკურენტებს, ანუ «ნაციონალებს» «დაუმესიჯა», არც კი იოცნებოთო. რა მოხდება ამის შემდეგ და როგორ განვითარდება მოვლენები? _ ამის პროგნოზირება იოლი არაა, რადგან არც მიშაა უბრალო _ ენერგიულია, ნიჭიერია, განათლებულია, ბევრი ენა იცის, არც ცოტა ფული არ აქვს, «პიარისტია», პოლიტიკურ ავანტიურებში გამოცდილებაც დააგროვა, მაგრამ არ იცის ჭადრაკის თამაში! «ქართული ოცნების» ლიდერი კი, ჭადრაკში ახალგაზრდობის დროიდან დაოსტატებული ყოფილა და ამაზე ბევრი ამბები მაქვს გაგონილი.
ერთი სიტყვით, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პოლიტ-ჭადრაკი ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის _ «ქართულ ოცნებასა» და «ნაციონალებს» გაიმართება...
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, უფრო სწორად, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მარათონი, რომელიც არჩევნების დროს იმართებოდა, მრავალპარტიული იყო. როგორც წესი, საარჩევნო პერიოდში პოლიტკულუარებში დიდი გარიგებები იწყებოდა _ ხმა ფული ღირდა და ზოგი ფულში ავტორიტეტს ცვლიდა, ზოგი _ კომპრომატებს, ზოგი _ ეროვნულ ინტერესებს, ზოგი _ რას და ზოგიც _ რას. მრავალპარტიული არჩევნები დომინოს პრინციპით თამაშდებოდა და მანიპულირებაც იოლი იყო, ანუ გამარჯვებას მაღალი «სტავკა» წყვეტდა.
ივანიშვილმა თამაშის ახალი წესი შემოიტანა _ არჩევანი ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის და წინასაარჩევნო პოლიტიკა ჭადრაკის თამაშს დაემგვანა. პოლიტდაფაზე მხოლოდ მიშა და ბიძინა თამაშობენ. ჭადრაკში ნაკლებად ვერკვევი, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთ სვლას _ გამბიტი ჰქვია. ამ სიტყვას დიპლომატებიც იყენებენ, მხატვრულ ლიტერატურაშიც გვხვდება და ცხოვრებისეული მომენტების შეფასების დროსაც. «გამბიტი» იტალიური სიტყვაა და ქართულად «ფეხის დადებას» ნიშნავს. ამ სვლას მოთამაშე თამაშის სწრაფი განვითარების, გამწვავებისთვის იყნებს და ცენტრის დაუფლებისათვის წირავს პაიკს, ან სხვა ფიგურას. მოწინააღმდეგე შეწირულ ფიგურეს იღებს, ან _ არა, ან კონტრგამბიტით პასუხობს (თვითონაც წირავს ფიგურას). ისე, ფიგურების გაწირვაზე გამახსენდა: მართალია, ხელისუფლება ირწმუნება, პოლიტიკასთან კავშირი არ აქვსო, მაგრამ 27 მაისის ზეხალხმრავალი აქციის მეორე დღეს, განათლების მინისტრმა ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გაათავისუფლა. სხვათა შორის, ეს ის მაია მიმინოშვილია, რომელიც სააკაშვილმა 2009 წელს ლამის გმირად გამოაცხადა. მოკლედ, არაოფიციალური ვერსიით, მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ მისი ვაჟი 27 მაისის აქციაში მონაწილეობდა. ამასთან, მაია მიმინოშვილის ძმაც, რომელიც ჯგუფ «შინ»-ის სოლისტია და რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, «ქართული ოცნების» გულშემატკივარია...
პოლიტიკა, ცხადია, კლასიკური ჭადრაკი არაა, მაგრამ... ივანიშვილის ქართული პასპორტი ჭადრაკის გამბიტს მაგონებს. ძნელი დასაჯერებელია, ივანიშვილს არ სცოდნოდა, ყურადღება არ მიექცია, ან მხედველობიდან გამორჩენოდა, რომ საქართველოს კანონმდებლობას სამმაგი მოქალაქეობა არ შეესაბამებოდა. შესაძლოა, ეს ჩემი აბსტრაქციაა, მაგრამ ვფიქრობ, პასპორტი ანკესი იყო, რომელმაც ლაკმუსის ქაღალდივით გამოაჩინა რეალობა. ივანიშვილის პირველი სიტყვა პოლიტიკაში «შემთხვევით» დაემთხვა საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის ჩამოსვლას საქართველოში? ამ მომენტისათვის ხომ მსოფლიოს პოლიტელიტა საქართველოზე იყო მომართული და ბატონი ბიძინაც ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ყველაფერი ეს სპონტანურად მოხდა თუ გამიზნული სვლები იყო ივანიშვილის მხრიდან?! ვფიქრობ, უკანასკნელი გაცილებით შეესაბამება ივანიშვილის ფსიქოტიპს.
რაც შეეხება ივანიშვილის ფსიქოტიპს, მას შემდეგ, რაც აშკარად გამოვიდა საზოგადოებრივ არენაზე, მისი მატრიცის წაკითხვა რაღაც დოზით უკვე შეიძლება _ გარეგნულად გაწონასწორებული და დინჯია, შინაგანდ კი, _ მღელვარე, ემოციური და მიზანსწრაფული. მისი ეს თვისება, ტემპერამენტის მაჩვენებელი, აშკარად გამოჩნდა 27 მაისს, როცა «თავისუფლების მოედანი» და «რუსთაველის გამზირი» ხალხით იყო გადაჭედილი და, ყველაზე მთავარი _ ხალხს მისი სჯერა, ანუ ივანიშვილმა ხალხისგან მიიღო ნდობის მანდატი და ამით გაიმარჯვა!
უნდა ითქვას, რომ ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში ნდობის გამოხატვა პირველი შემთხვევაა. ზვიად გამსახურდია უყვარდათ. სადაც სიყვარულია, იქ სიძულვილიცაა და, ზვიადის მიმართ მხოლოდ ორი გრძნობა არსებობდა _ სიგიჟემდე სიყვარული და სიგიჟემდე სიძულვილი. აი, რაც შეეხება სააკაშვილს, პირადად ჩემს წარმოდგენაში და ჩემი შეფასებით, მიშა კომიქსის უმწიფარ გმირს ჰგავს, რომელიც დიდი საქმეების კეთების სურვილითაა ანთებული და ათას გაუგებრობაში ჰყოფს თავს. რაც ხან ღიმილს იწვევს, ხან _ სიბრაზეს და ხანაც, როგორც ცელქ ბავშვს, პატიობ კიდეც. რას იზამ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ქვეყნის სათავეში ინფანტა გვყავს, რომლის «მარტო სახლში» ყოფნა ყველასათვის სახიფათოა, მაგრამ მისი სახლიდან გამოყვანა იოლი არ იქნება, თამაშ-თამაშით თუ გამოიტყებ.
«დამზადებულია საქართველოში» _ ასე ერქვა გამოფენას, რომელიც 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე გაიმართა. ხალხს უნდა დაენახა, თუ რამდენი სიკეთე მოგვიტანა მიშამ. 26 მაისსვე ახალი პარლამენტის გახსნა საქართველოს მეორე დედაქალაქში, ქუთაისში, რაც სააკაშვილისთვის, როგორც ჩანს, ახალი გელათის აგებისა და, შესაბამისად, აღმაშენებელობის ტოლფასი იყო, რითიც ივანიშვილს «მესიჯი» გაუგზავნა, მე მაგარი ვარ, ძალიან მაგარიო, მაგრამ 26 მაისის ეიფორიის შემდეგ, მიშასთვის მეხის დაცემასავით იყო 27 მაისი _ ხელისუფლება არ ელოდა, რომ ქუჩაში, ივანიშვილის მხარდასაჭერად, ლამის 300 ათასი ადამიანი გამოვიდოდა.
შემოდგომამდე, ანუ საპრალამენტო არჩევნებამდე ზაფხულია. ზაფხული, როგორც ყოველთვის, ცხელია, მაგრამ ამჯერად ხვატს პოლიტიკური ტემპერატურაც დაემატება. ხმებს კი, შემოდგომაზე დაითვლიან.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(15)
« პირველი
...
13
14
[15]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0648 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.