Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(38)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მე კიდევ მიკვირს ოსობას მაძახებენო...
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HorseBreeder
Crazy Member
ჯგუფი: Members
HorseBreeder
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2313
წევრი No.: 99072
რეგისტრ.: 4-September 09
#27860324
· 16 Oct 2011, 00:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალდე
როგორ მოვიქცე რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში მივიღო კანადის მოქალაქეობა?? მასწავლე რაა პლიიიზ...
--------------------
ვისაც სუსტი გული გაქვთ არ უყუროთ თორე სიხარულისგან გაგისკდებათ!!!@ surprizi
ასჯერ მეტ მტრის ტექნიკას, ასჯერ მეტი შეიარაღება, ხოლო ასჯერ მეტ მტრის ჯარისკაცს-ასჯერ მეტი ტყვია სჭირდება.
"ОХОТА НАД АБХАЗАМИ СТРОГО ЗАПРЕЩАЕТСЯ" СОЮЗ ОХОТНИКОВ РФ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
beberi_kaci
Crazy Member
ჯგუფი: Members
beberi_kaci
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4760
წევრი No.: 19240
რეგისტრ.: 12-April 06
#27860343
· 16 Oct 2011, 00:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალდე
QUOTE
ქართველობაზე, სიკეთეზე, ღირსებაზე, მადლიერებაზე და საერთოდ ყველა იმ ფასეულობაზეა, რის გარეშეც სახელმწიფო არ და ვერ შენდება და რის აშკარადა დეფიციტია საქართVელოში!!!
1) სიკეთეზე, ღირსებაზე და მითუმეტეს მადლიერებაზე თქვენ ოსებს არაფერი გეთქმით.
2) მასე თუ შეგტკივა გული ქართველებზე. შორს რას გარბოდი , აქ არ იყავი?
3) შენა ხარ ფსბ=ს პროვოკატორი, ვნახავ მალე მანდედანაც აიკრიფავ გუდანაბადს, რა გინდა , ხომ მიაღწიე შენსას, დაგვანებე თავი, როგორმე უშენოდაც გავალთ ფონს.
--------------------
1მე ვარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური ჩემი მშობელი საქართველოსი.
2. ჩემი სამშობლოს მტერი ჩემი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, ჩემი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც მაქვს და მექნება, ჩემი სიცოცხლეც კი, ჩემს მამულს ეკუთვნის. მე ვარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
U-33
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
U-33
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11432
წევრი No.: 134645
რეგისტრ.: 10-August 11
#27860348
· 16 Oct 2011, 00:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუ ალდე ხარ ტუ მალდე დაახვიე რა აქედან. მარტლა სგჰეგვაცუხე უკვე. ჭკუა მაინც გქონდეს ამი ღემერტუ რჯული არ იყოს რა.
--------------------
სანამ იკითხავ არსებობს თუ არა ღმერთი, მანამ შენ თავს კითხე–არსებობ თუ არა როგორც ადამიანი. U–33 სიბრძნეებიდან
''ბრძენი სულელისგანაც სწავლობს, სულელი კი ვერავისგან.''
''ფული ადამიანებს ფენებად ყოფს, განათლება - კატეგორიებად''
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tezam
ჯერ საქართველო!!!
ჯგუფი: co-Moderators
tezam
ჯერ საქართველო!!!
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 9719
წევრი No.: 40830
რეგისტრ.: 30-August 07
#27861477
· 16 Oct 2011, 01:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალდე
QUOTE
არ ვიცი აქამდე შეგხვედრიათ თუ არა იუზერების პოსტები ჩემი მისამართით, სადაც სხვა სათქმელი რომ არაფერი აქვთ, ჩემს ოხობას მაძახებენ, ოღონდ იმდენად ბრიყვები არიან, რომ მე ცემი ოსობით ვამაყობ!
ვერ ვიტყოდი რომ ამაყობთ.
უფრო გაკომპლექსებთ და პრობლემად თვლით ოსური ეთნოსის წარმომადგენლობას.
რადგან მართლა რომ ამაყობდეთ და პრობლემად არ თვლიდეთ, ასე ხაზგასმით არ ჩასჩრიდით ხალხს იმას თვალებში რაც პრინციპში არც არავის აინტერესებს.
ისე ერთ ეთნიკურ ოს იუზერთან ფორუმული მიმოწერა გამახსენდა. თქვენო ქართველებიო შოვინისტი და ფაშისტები ხართო, ოსებს ჩაგრავდით და ამცირებდითო (ცხინვალის, ზნაურის და ჯავის რაიონში ქართველების ეთნოწმენდის გამამართლებელ საბუთად მოიყვანა). რომ დავინტერესდი მაინც რითი ვამცირებდით და ვჩაგრავდით ოსებს მეთქი და...
რა და ოსებს ეძახდითო (ოსეტინამი აბზივალი).
არ ვარგა ასე...
თავადაც გაიტანჯებით და სხვასაც გატანჯავთ.
--------------------
დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშუიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი ©ლკ. 2,14.
თხარე სანგარი, იყავი ის რაც ხარ ©S&W
ჩვენი საქმე პარაბელუმია. ©Geronti
炸弹睡觉莫斯科 ©毒蛇
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა,
კაცის გულს - დარდი, იარა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალდე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ალდე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8405
წევრი No.: 107725
რეგისტრ.: 27-December 09
#27861583
· 16 Oct 2011, 01:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pirali
QUOTE
სერიოზული დეპრესია დაგეწყებათ მალე მეთქი, ვიწინასწარმეტყველე კარგა ხნის წინათ და სამწუხაროდ მართალი ვიყავი
შეიძლება მასეა
QUOTE
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ საკუთარ დემონებთან ჭიდილში კანადის გრძელ და ყინულიან ღამეებში. წარმატებებს გისურვებთ
გმადლობ
თუმცა მე დემონები არ მყავს, ზედმეტად სუფთა ვარ მაგისთვის
არც კანადაშია, კონკრეტულად ტორონტოს ვგულისხმობ, სადაც მე ვცხოვრობს, არა თუ გრძელი და ყინულიანი, თბილისიზე განსაკუთრებულად ცივი ზამთრი. წელს, მაგ. 1 იანვარს, ჩემს პირველ ახალ წლის დილას ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ახალი წელს +12 სითბო და წვიმა იყო თოვლის მაგივრად
HorseBreeder
QUOTE
ალდე
როგორ მოვიქცე რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში მივიღო კანადის მოქალაქეობა?? მასწავლე რაა პლიიიზ...
ხო, საშუალოდ 3 წელი უნდა კანადის მოქალაქეობის მიღებას, ეტყობა შენ უკვე რაღAცეებს ჩAლიჩობ ამ მხრივ მართლა და ეძებ ინფორმაციებს
მაგრამ ჩემი შემთხვევა განსხვავებულია, ასე რომ რამდენად წაგადგება ჩემი რჩევა არ ვიცი
ჯერ უნდა ჩAმოხვიდე კანადაში, და მერე წარადგინო ის დოკუმენტები, რაც საკმარისი იქნება კანადასი საემიგრაციოსათვის შენთვის სტატუსის მოსანიჭებლად.
პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება საკმაოდ რთულია, ასე რომ არ გირჩევ
არც ეთნიკური ნიშნით ჩAგრულის სტატუსის აღებაა ადვილი, ოღონდ მართლა სერიოზულად ვამბობ ამას. აქ კანადაში არ ყოფილა ამის პრეცედენტი საქართVელოს მოქალაქეებისთვის, სხვათა შორის!
რელიგიური ნიშნით დევნის დამაჯერებლობაც არ გადის!
შედარებით უპრობლემოდ არის შესაძლებელი სექსუალური და ყოფითი და პიროვნული დევნის მსხვერპლად თAვის გასაღება, რასაც აკეთებენ ჩAბარებულ ქართველთა 95%
შენ რომ ცისფერობა დაიბრალო, იმდენად დაუჯერებელი იქნება, რომ შAნსი არ გაქვს ":D ამას ისევ სჯობს მოიგონო, რომ მაგ. ვიღAცამ ცხვრის ფარა მოგაბარა სამწყემსად, და შენ ის ფარა გაგიწყდა, რის მერეც პატრონმა შენი მოკვლა გადაწყვიტა.
არადა მართლა ერთმა ასე მოიგო საქმე
--------------------
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GEORGIA007
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
GEORGIA007
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23457
წევრი No.: 62183
რეგისტრ.: 24-May 08
#27861839
· 16 Oct 2011, 01:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ორ რამეს არ ჰქონია საზღვარი - ადამიანის სისულელეს და მიშისტთა ორდენის უზნეობას!
ზედმეტად მიყვარს საქართველო იმისთვის, რომ მოვიმარაგო პოპკორნი, დავდგე შორიდან და გიყუროთ, სადამდე წავა თქვენი უზნეობა, და როდის დადგება ის ბოლო, რასაც მიშAს მმართველობა აუცილებლად მოუტანს საქართველოს! მაგრამ სხვა გზა არ მრჩება...
არ ვარ ნოსტრადამუსი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტურებივით სანამ სისხლს არ დაღვრით, მანამდე არ მოისვენებთ...
+1
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 41666
რეგისტრ.: 12-September 07
#27862688
· 16 Oct 2011, 02:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალდე
QUOTE
მე დემონები არ მყავს, ზედმეტად სუფთა ვარ მაგისთვის
QUOTE
მაგრამ ჩემი შემთხვევა განსხვავებულია
QUOTE
აქ კანადაში არ ყოფილა ამის პრეცედენტი საქართVელოს მოქალაქეებისთვის, სხვათა შორის!
უნიკალური, არაჩვეულებრივი, გენიალური ადამიანი ყოფილხართ!
QUOTE
მე კიდევ მიკვირს ოსობას მაძახებენო
თქვენი რამოდენიმე პოსტის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არც ოსობა და არც "ოსობა" აქ არაფერ შუაშია.
პრობლემა თქვენს თავში ეძებეთ. რათქმაუნდა თუ ამ პოსტებს გულახდილად წერთ.
--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალდე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ალდე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8405
წევრი No.: 107725
რეგისტრ.: 27-December 09
#27862745
· 16 Oct 2011, 02:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANZERKOPF
QUOTE
თქვენი რამოდენიმე პოსტის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არც ოსობა და არც "ოსობა" აქ არაფერ შუაშია.
პრობლემა თქვენს თავში ეძებეთ. რათქმაუნდა თუ ამ პოსტებს გულახდილად წერთ.
რა თქმა უნდა გულახდილად ვწერ, და აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ მე "ოსობის" გამო არ წავსულვარ საქართველოდან, მაგრამ ახირებულ ხალხს არ ესმით ეს და მე რა ვქნა?
პრობლემა ჩემს თავში საძებნი არ მაქვს, პრობლემა მანდაა, საქართველოში, და ეს პრობლემა არის არა მარტო ჩემთვის!
რაც შეეხება ჩემგან ოსობის ხსნებას ასე ხშირად, ეს არის მხოლოდ იძულებით საპასუხო. სანამ მეტყვიან, რომ შენ ოსს არავინ გეკითხება აქ ჩვენ საქართველოში ქართველები როგორ ვიქნებითო, მანამდე!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mchreli
კაი მემბერი
ჯგუფი: Registered
mchreli
კაი მემბერი
ჯგუფი: Registered
წერილები: 1859
წევრი No.: 131502
რეგისტრ.: 20-May 11
#27862796
· 16 Oct 2011, 02:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მე, ოსს (იგულისხმება ზოგადად სხვა ერის წარმომადგენელი) მათთვის უცხოსს, არ და ვერ მიმიღებენ, თუ დასჭირდებათ უარმყოფენ, დამამცირებენ,
მე სხვა ერის წარმომადგენელს არ მქონია პრობლემები საქართველოში და ვაბშე ქართველებთან.
ერთია რომ ჩვენ ჩვენ მხრივ არ გქვონია პრობლემები ქართველებთან და ტერიტორიების ახევები და რუსების შემოყვანა ქვეყანაში
ჩვენ ჩვენთვის ვართ
და თან შეიძლება ვიღაცას არ ევასებოდეს რომელიღაც ერი ოსი,რუსი ან სხვა მარა ეს აიხატება ამ ერის წარმომადგენელთან პირად ურთიერთობაში მე ლიჩნად არ შემიმჩნევია რუსებიში არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები
This post has been edited by
mchreli
on 16 Oct 2011, 02:50
--------------------
ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველა კაცის ვალია ... ააა, თქვენ თვლით, რომ ვერავინ დაგავალდებულებთ? ... მარა აქ ვაბშე და ლაპარაკია, რომ კაცის ვალია და არა *ლის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
moen
Crazy Member
ჯგუფი: Members
moen
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4037
წევრი No.: 13351
რეგისტრ.: 5-October 05
#27862857
· 16 Oct 2011, 02:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კაით რა ამის დედამოვდღან, ქართველებს რა სხვა ერების სიძულვილს ტენით ბლიად.. ქართველებს რომ ათასი ჯიშჯილაგი ეზიზღებოდეთ ცხინვალზე პრობლემა არ იქნებოდა ახლა, არც აფხაზეთის, არც სომხები იქნებოდნენ კომპატურად შეჯუჯულავებულები ჯავახეტში და არც ქვემო ქართლში აზერები .. ნეტავ მართლა ეზიზღებოდეთ და უცხოს არ ახარებდნენ, ახლა სოხუმიც თბილისის კონტროლის ქვეშ იქნებოდა და ცხინვალიც და არც ჯავახეთში და ქვემო ქართლში იქნებოდნენ უმცირესობაში.. მოდი რა სანამ ვინმე რამეს იტყოდეს რომ როგორ ავიწროვებენ თათარს სომეხს ოსს და ასე შემდეგ ჯერ ამ ჯ ი შ ე ბ ი ს მშობლიურ ქვეყნებში შევიხედოთ და იქ ქართველების ყოფაზე ვთქვათ და მერე ვატარტაროთ ენა :| : | :| ბლიად :| :|
--------------------
Don't play games with the ones who love you ....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალდე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ალდე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8405
წევრი No.: 107725
რეგისტრ.: 27-December 09
#27862898
· 16 Oct 2011, 03:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
moen
QUOTE
მოდი რა სანამ ვინმე რამეს იტყოდეს რომ როგორ ავიწროვებენ თათარს სომეხს ოსს და ასე შემდეგ ჯერ ამ ჯ ი შ ე ბ ი ს მშობლიურ ქვეყნებში შევიხედოთ და იქ ქართველების ყოფაზე ვთქვათ და მერე ვატარტაროთ ენა :| : | :| ბლიად :| :|
ჯერ თემა რომ გულმოდგინედ წაიკითხო, მერე გაიაზრო და მერე თუ გაიგებ რას ვწერ, მაგრამ მაინც იმის დაწერა მოგინდეს, რაც დაწერე, იგივე აზრი ცოტა კორექტულად დაწერო, მაგდენს ვერ გაქაჩვ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
PANZERKOPF
Schlosser
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 41666
რეგისტრ.: 12-September 07
#27862915
· 16 Oct 2011, 03:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალდე
QUOTE
რა თქმა უნდა გულახდილად ვწერ, და აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ მე "ოსობის" გამო არ წავსულვარ საქართველოდან, მაგრამ ახირებულ ხალხს არ ესმით ეს და მე რა ვქნა?
რა უნდა ჰქნათ და დასაწყისისთვის სხვა პოსტები დაწერეთ. ამინდზე, კინოზე, ახალ წაკითხულ წიგნზე.
QUOTE
პრობლემა ჩემს თავში საძებნი არ მაქვს, პრობლემა მანდაა, საქართველოში, და ეს პრობლემა არის არა მარტო ჩემთვის!
საქართველოში ნამდვილად ბევრი პრობლემაა, მაგრამ არა ის, რაზეც საუბრობთ.
QUOTE
რაც შეეხება ჩემგან ოსობის ხსნებას ასე ხშირად, ეს არის მხოლოდ იძულებით საპასუხო.
არ გედავებით, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მე სხვა მიზეზს ვხედავ.
QUOTE
სანამ მეტყვიან, რომ შენ ოსს არავინ გეკითხება აქ ჩვენ საქართველოში ქართველები როგორ ვიქნებითო, მანამდე
თქვენ თუ რაიმე ნამდვილად გაინტერესებთ და გული შეგტკივათ, ამისთვის ვინმეს "ნებადართვა" და "კითხვა" არ არის საჭირო.
გარდა ამისა, რატომღაც ჩემი შემოხმიანების პირველი აბზაცი "გამოტოვეთ". აქედან გამომდინარე, მართლა ფიქრობთ რომ გენიალური და უნიკალური ხართ?
წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა რეაქცია უნდა ყოფილიყო.
პატივისცემით, თქვენივე "სმაილიკით"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kasaby
მადრიდმადიდებელი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Kasaby
მადრიდმადიდებელი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4820
წევრი No.: 131450
რეგისტრ.: 19-May 11
#27862935
· 16 Oct 2011, 03:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
კაი ხანი აღარ ვიყავი ფორუმში აქტიურად ჩართული. 2 დღით ადრე ბიძინას განცხადებამდე შემოვედი და შემოვრჩი.
ამ დღეებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო დამეტოვებინა ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ რომელიც, ყოველ შემტხვევაში სანამ მე ცოცხალი ვიქნები, ვერ გახდება ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება ღირსეული ცხოვრება! sad.gif
იმ მარაზმის და უმადურობის მერე რასაც ბიძინას მიმართ, ვინც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაკეთებული სიკეთეებით უბრალოდ უპრეცედენტოა, და სხვათა შორის არა მარტო ქართული რეალობისთვის, ავლენს, მადლობა ღმერთს არა ძირითადი, მაგრამ მაინც გარკვეული და მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული საზოგადოებისა, მე აღარც კი უნდა მქონდეს ოდნავი წყენის განცდაც კი რომ მე, ოსს (იგულისხმება ზოგადად სხვა ერის წარმომადგენელი) მათთვის უცხოსს, არ და ვერ მიმიღებენ, თუ დასჭირდებათ უარმყოფენ, დამამცირებენ, რისი მცდელობაც თუნდაც აქ ფორუმში არაერთია-ხოლმე!
არ მივეკუთვნების პოლიტიკაში, და არა მარტო, მესიის კულტის ამღიარებელთა რიცხვს, და არც გამოვბიძინებულვარ. ის სიბინძურე და სრული უზნეობა რაც მიშას ხელსუფლებამ და აქ კი მიშს ორდენის წევრებმა გამოავლინეს, მარწმუნებს, რომ საქართველო მარტო ღვთიშობლის წილ-ხვედრი კი არა, ამავდროულად ეშმაკთან წილნაყარი ქვეყანაცაა! ვიცი ძალიან ხისტად ვამბობ სათქმელს, და მრავალი წამოიშლება ჯაგარ-აშლილი, მაგრამ მკიდია ამხანაგებო თქვენი ჯაგარ-აშლილობა. ზედმეტად უზნეოები და არარაობები ხართ იმისთვის, რომ გაგითვალისწინოთ.
თურმე ბიძინა მთელი ეს წლები მაგარი კაცი იყო და ბოლო 2 კვირაში დაინახეთ მისი რეალური სახე? რა მიამიტები ხართ biggrin.gif
მიშAს ორდენის წევრებო, არ ვიცი ბიძინა ასრულებს თუ არა პუტინის დავალებას. დავიჯერებდი თქვენს გულწრფელობას, იგივე დამოკიდებულება თუნდაც სხვათა, ჯერ კიდევ მიშას კარზე მიღებულ რუსეთში დაფრთიანებულთა მიმართ რომ გქონოდათ. მაგრამ თქვენ ხომ მხოლოდ მიშას ირგვლივ ტრიალებთ მომართული ზომბირებული ტიკინებივით, ყველა, ვინც მისი მაგიური წრიდან გადის, მყისიერად თქვენთვის ბუა ხდება!
ორ რამეს არ ჰქონია საზღვარი - ადამიანის სისულელეს და მიშისტთა ორდენის უზნეობას!
ზედმეტად მიყვარს საქართველო იმისთვის, რომ მოვიმარაგო პოპკორნი, დავდგე შორიდან და გიყუროთ, სადამდე წავა თქვენი უზნეობა, და როდის დადგება ის ბოლო, რასაც მიშAს მმართველობა აუცილებლად მოუტანს საქართველოს! მაგრამ სხვა გზა არ მრჩება...sad.gif
არ ვარ ნოსტრადამუსი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტურებივით სანამ სისხლს არ დაღვრით, მანამდე არ მოისვენებთ...
შემდეგ თიყვა ძაძუა
– ვიცნობდი რას ქვია! ცალი თვალი გაფუჭებული რომ მაქვს, დათა თუთაშხიას გულისთვის მაქვს, თითქმის. თვალი არ დამკარგვოდა, რა გამაჩერებდა მნათედ. ისეთი ხელობა მქონდა, წავიდოდი სამუშაოდ და ორმოცი-ორმოცდაათი თუმანი მომქონდა ოჯახში. ამ ოდა-სახლს რომ უყურებ, წაბლია სუფთად, იმ ფულებით არის აშენებული და ჯიჯიხიას საყანე მიწებიც იმ ფულით ვიყიდე მაშინ. კასრის ფიცარს ვთლიდი, ორ კაპიკს იძლეოდნენ ცალში, ძალიან მაგარი საშოვარი იყო და ხელობადაც კაი სასიამოვნო; მიადგები უშველებელ წიფელს – კენწერო მზემდე წვდება, სწორია ლარივით და სუფთა, სადამდეც თვალი აგიწვდება, ნუჟრის ნასახი არ უჩანს არსად. თუ ხარ შეჩვეული, წიფლის ხის ხასიათი თუ გესმის – შეატყობ უცებ, დასკდება ადვილად, თუ ძარღვს დაიყოლიებს და გაგაწვალებს. ეს კია, ნაფოტი უნდა გამოუღო მაინც. ასე, მტკაველი, მტკაველ-ნახევარი უნდა ქონდეს სიგრძე ნაფოტს და სამი-ოთხი თითის დადება სისქე. დახეთქავ ნაჯახით; გაჩვენებს მაშინ, ვარგა თუ არ ვარგა საკასრედ. მარტო კაცი ვერ დაამუშავებ კასრის ფიცარს, ამხანაგი გჭირია, ან მუშა, ბირდაბირი უნდა გაგიწიოს ვინმემ. ამხანაგი ჯობია, კაი მუყაითი ამხანაგი.
ავიღე მოსავალი იმ შემოდგომაზე, გასაყიდი გავყიდე, სარჩო დავაბინავე და წავედი ყუბანში სამუშაოდ – სტანიცა არის ერთი, მთებშია, ბარაკაევკა ქვია. ბარაკაევკას აქეთ, ჩვენსკენ, დიდი წიფლის ტყეებია და იმ ტყეებში კასრის ფიცარი კეთდება – ცის და ქვეყნის, უთვალავი! პატარ-პატარა დაბებია იქ, ტყის მუშების დაბები. ათასი რჯულის ხალხია იმ დაბებში. ვიცნობდი ძველებს ყველას. ყოველ წელიწადს მივდიოდი და მეცნობებოდა, აბა რა იქნებოდა! ათისთავებს ჩემი მისვლა უხაროდათ ძალიან: ხელობა კარგი ვიცოდი და იმიტომ... მივედი, ვიპოვნე ამხანაგი, კაზაკი იყო ერთი, კრავეცი გვარად, კარგზე კარგი ხელოსანი და კიდევ უკეთესი კაცად კაცი. ვიმუშავეთ ერთი თვე. შეხვდა სახადი საწყალს და მოკვდა. იმ წელიწადს დიდი სახადი იყო იქ, ბევრი ხალხი წაიღო სენმა. ნამეტნავად, მოსული ხალხი დაიხოცა, თვარა, იქაურებს სახლებიც უკეთესი აქვთ, სახნავ-სათესიც არ აკლიათ, საქონელი ყავთ თავისი. მაძღრად, სუფთად მაცხოვრებელს სახადი იმდენად ვერ მიუდგება. ასეა ეს.
დავრჩი მარტო. ხალხი შეთხელდა და მუშაც არ იშოვნებოდა. ადგილობრივი კაცი მუშად არ დაგიდგება და არც ამხანაგად უნდიხარ; მთელი ოჯახით გადის სამუშაოზე, ტყეს ბალახივით თიბავენ და ხვეტენ ფულებს. მუშად აყვანა იქით უნდა მას შენი.
იმსიშორეს მისული უკან ხომ არ წამოვიდოდი და დავიწყე ჯახირი მარტომ. გავწვალდი, გავბეზრდი კაცი. ხელის ჩაქნევა მქონდა გულში. მივატოვებ და წავალ, ვფიქრობდი მე, და ამ დროს მოვიდა ტყეში დათა თუთაშხია. ფერდობზე უცხო კაცი რომ ამოდიოდა, დავინახე, მაგრამ შორიდან კი არა, ახლოს რომ მოვიდა, მაშინაც ძლივს ვიცანი. სად იყო დათა თუთაშხიას წელში გამოყვანილი შავი ჩოხები და ჯიშიანი კვიცები! ფეხით მობანდალებდა, ექვსშაურიანი ნათრევი წუღები ეცვა. ვაი, შენს დათას, ვიფიქრე მე, ახლოს რომ მოვიდა და გამიცინა.
– რა გაქვს სასაცილო, რა დაგმართნია ეგ?! – ვუთხარი მე
– ისე მაქვს საქმე, პატარა ხანს სადმე უნდა შევაფარო თავი, – მითხრა.
ერთი კია: ძველმანი ეცვა, თუ რა იყო, იმ ჩანჩურა და შეუხედავ ხალხში ბატონიშვილივით გამოჩნდა. ტანი აკლდა თუ ფეხი! ქალებმა ხომ მთლად თვალები დაივსეს მისი ცქერით.
რას იქმს კაცი! მივიყვანე ათისთავთან, აგერ, ამხანაგი მომივიდა-მეთქი. დავიწყეთ მუშაობა. კასრის ფიცრის გათლისა დათას არაფერი ესმოდა, მაგრამ ნაჯახის ხმარება კაი იცოდა, ადვილად ისწავლა ყველაფერი და მუყაითი კაცი რომ იყო, ის არის მთავარი.
პირველ დღეს ხის წაქცევა არ დაგვჭირვებია, მქონდა წაქცეული ხე და იმის დაჭრა დავიწყეთ. შორიახლოს პოკლონსკი და მისი ვაჟიშვილი ჭრიდნენ ხეს მაგრამ რანაირი იყო ის ხე თუ იცი! შემოწვდომა სამ-ოთხ კაცს რომ გაუჭირდებოდა, ისეთი. მეორე დღე თავდებოდა, რომ ჭრიდნენ და დათას სულ იქით ქონდა თვალი – ხან სისქეს უთვალიერებდა და ხან სიმაღლეს. ხის წაქცევა დათას არ უნახავს-თქვა – უნახავს, მაგრამ ის ხეები სულ სხვა ხეებია, მათი წაქცევა სხვა წაქცევაა სულ და მიტომ ქონდა დათას ცნობისმოყვარეობა. დაიყვანეს პოკლონსკებმა, როგორც იქნა, ის უშველებელი წიფელი. გაიტკაცუნა ხემ. გაიგონა დათამ ტკაცანი, შემატოვა ხელში ბირდაბირი და მიაშტერდა წიფელს. დაიძრა ხე, დაენარცხა მიწაზე. შევხედე დათას: ხერხვის დროს რომ იყო მუხლებზე, ზის ისევ ისე, კაცის ფერი არ ადევს, ოფლი ნამივით აყრია სახეზე და, გეფიცები მაღალ ღმერთს, წამოხტომაზე და გაქცევაზეა. თუ არ გაიქცეოდა, არ მეგონა. დიდხანს იყო ასე. მერე მკლავით მოიწმინდა ოფლი, მოტრიალდა და მოკიდა ისევ ბირდაბირს ხელი.
მეგონა, შეეჩვია უკვე და აღარ გაიკვირვებს ხის წაქცევას-მეთქი, მაგრამ ერთი საოცრება დაჩემდა: ამოვარჩევდით ხეს, მივადგებოდით წყვილი ცულით, მკლავის სიმსხო ნაფოტს ხოშკაკალივით ვაყრევინებდით. იმაზე რომ მივიდოდა საქმე, აგერ-აგერ უნდა წაიქცეს ხე, დაანებებდა თავს, გადგებოდა განზე და უყურებდა, როგორ დაწვებოდა ის დევივით წიფელი. არა მართლაა კაი საყურებელი: მეხივით გაიღებს ტკაცანს, თითქოს ხერხემალში გადატყდაო. ზეზეა ჯერ კიდევ, ერთს შემოტრიალდება ადგილზე და მერე გადაქანდება დასაწოლად. მიდის და ლეწავს ყველაფერს, რაც დახვდება გზა-გზა. ფოთოლი ქშინავს: ტოტებს ლიწინ-ლიწინი გააქვს – იმტვრევა ტოტები და იმიტომ. ისეთი ხმა გამოდის, ამირანი რომ კვდებოდეს და სიკვდილის წინ ამოიოხროს. დაასკდება მიწას – შეინძრევა ნიადაგი, დაიზანზარებს ყველაფერი. თვითონ ხე ბუყუნს გამოიღებს, – კაი მაგარ ვაჟკაცს მუშტი რომ შემოუკრავს მკერდში, იმისთანა ბუყუნს, ოღონდ ათასჯერ უფრო დიდს, და მიჩუმდება ყველაფერი – დავყრუვდიო, იფიქრებ. გდია ხე საცოდავად. იმწამსვე ჩაკიდებენ თავს ფოთლები. სიჩუმეა ისეთი, წყვდიადში გეგონება თავი დიდი სიჩუმეა, ძალიან!
ამის ყურება უყვარდა დათას. ახლოს თუ ჭრიდნენ ხეს სხვები, მიანებებდა თავს სამუშაოს და წავიდოდა საყურებლად. რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის:
– თიყვა, ძმაო, კისერი მომჭერი, თუ გინდა, და ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი. ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი.
ასეთების თქმა უყვარდა დათა თუთაშხიას და რომ იტყოდა, ჯეროდა თავისი ნათქვამის მერე.
გადავუხვიე სათქმელს. დავბერდი და მავიწყდება სალაპარაკო. გაიარა ცოტა ხანმა, მოვიდა დაბაში ერთი ნასალდათარი კაცი თავისი ცოლით. ის ცოლი თან დასდევდა, თურმე, სანამდე მისი სალდათი ქმარი სამსახურს იხდიდა. უშვილოები იყვნენ და ლოგინი რომ ლოგინია, ისიც არ ქონდათ, ისე მოვიდნენ. რატომ მაინცდამაინც იქ მოიყვანა ღმერთმა თუ ეშმაკმა, რა ვიცი, რას გაიგებ კაცის ასავალ-დასავალს, მარტო ის სალდათი ხომ არ მოსულა ასე. რამდენიც იყო იქ მაცხოვრებელი, ყველა ასე შიშვლიკანა მოვიდა და მერე გაიჩინეს სარჩო-საბადებელი და მოიკიდეს ფეხი. კითხა ათისთავმა, ტყის ჭრა თუ იციო. არაო, სალდათმა, ტრამალის კაცი ვარ, ცულით შეშას თუ დავჩეხავ, თვარა ტყის მუშაობისა არ გამეგებაო. მაინც მიიღო სამუშაოდ ათისთავმა, მუშახელი აკლდა. მე და დათას გვთხოვა, ატარეთ ტყეში, მუშად გამოიყენეთ და ასწავლეთ კასრის ფიცრის გათლაო. დაიქცეს ის დღე, იქიდან დაიწყო ყველაფერი უბედურება და რა დაიწყო, აგერ ვიტყვი დალაგებით.
სალდათს და მის ცოლს ბუდარა და ბუდარიხა ერქვათ. რა ერის და რა რჯულის იყვნენ, კაცმა არ იცის. რუსულს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისეთი რუსული იმ ერთხელ გავიგონე მე. ბუდარას ორივე თვალი მთელი ქონდა და მაინც ნამეტანი გლახად ხედავდა, სალდათობაში მოკლებია სინათლე. კარგი მუშა იყო ორივე. ბუდარიხა დედაკაცი იყო, მაგრამ თავის ბუდარაზე უკეთესად თუ არა, უარესად არ მუშაობდა. დათამ მათ ჯაფას ორი დღე უყურა და მითხრა, დღეში ათ შაურად ცოდონი არიან, თითო მანეთი ვაძლიოთო. მუშის ფასი მაშინ იქ ორი აბაზი იყო, ჩვენ ათ შაურს ვაძლევდით და ახლა კიდევ მანეთი რატომ უნდა მიგვეცა! დაიჟინა დათამ და რას ვიზამდი, თხუთმეტ შაურზე დამიყოლია მაინც. გაუხარდათ და უფრო უკეთესად დაიწყო მუშაობა ორივემ. ვასწავლეთ ნელ-ნელა ხის ამორჩევა, მისი წაქცევა, მისი დაჭრა, დახეთქვა, გათლა და დალაგება. მალე ისწავლეს, მონდომებით მოეკიდნენ საქმეს და იმიტომ. არა, მაინც რანაირი მუყაითები იყვნენ, ღმერთო შენი სახელის ჭირიმე: ტყეში ქინქლა იცის იმდენი, თუ დამპალ კუნძს არ წაუკიდე და არ ახრჩოლე, სადაც მუშაობა გიხდება, იქ, ერთ საათში შემოგაცლის ის ქინქლა ხორცს და ძვალს დაგიტოვებს მარტო. ბუდარას და ბუდარიხას არაფერი დამპალი კუნძი და მისი ხრჩოლება არ ჭირდებოდათ, არაფერი ქინქლა მათთვის არ არსებობდა... წაღუნავდნენ თავს დილაუთენია და დაღამებამდე დასვენება არ იცოდა არცერთმა. ეს არაფერი კიდევ, როგორი თავაზიანი და კაი გაზრდილი იყო ორივე! პირზე სულ ღიმილი და მოკრძალებული სიტყვა-პასუხი ქონდათ და უბატონოდ ქათამს არ გაცემდნენ ხმას. სალამი იცოდნენ – ორად იკეცებოდნენ, დღე იქნებოდა თუ ღამე, და ლოცულობდნენ იმდენს, დაყუდებულ ბერს შეშურდებოდა მათი ღვთისმოსაობა.
ერთხელ, სხვათა შორის, ვთქვი, დოქში წყალი მოგვძველებია-მეთქი. გაიგონა ბუდარამ, გამომტაცა ხელიდან ჭურჭელი, დაეშვა ფერდობზე. ვეძახე და ვემუდარე, – ნუ იზამ-მეთქი. ვინ გაიგონა! ერთი ვერსი წყლამდე იყო ჩაფრიალებული დაღმართი და ერთი ვერსი აქეთ, აღმართში სასიარულო. ამოარბენინა. დაგვალევინა, არ წყურებია მას თვითონ.
სიყვნენ ჩვენთან ერთი თვე, ისწავლეს ხელობა და დაიწყეს მუშაობა თავისთვის, ცალკე. ჩვენთან რომ იყვნენ, ქოხის აშენებას მაშინვე მოკიდეს ხელი. ვასწავლიდით, როგორ უნდოდა, და კიდეც ვეშველებოდით მე და დათა; ვუკეთებდით, რაც თვითონ ვერ მოდევდათ ხელში – კოჭი, ჩალანგარი, კარი და რა ვიცი, კიდევ რა. ჩვენთან რომ იყვნენ, იმ ერთ თვეში გააკეთეს ოთხი თუმანი ფული. გაძღნენ, საცოდავები. პატარა კიდეც ჩაიცვეს და დაიხურეს ტყის კვალობაზე. ქოხის კედლები ამოყვანილი ქონდათ უკვე, მიანებეს ქოხს თავი და ბოსლის აშენება გამოიწყეს. გამოიწყეს და ორ კვირაში ბოსელი ამოიყვანეს, ხუთი ძროხა რომ თავის ნაშენით მოთავსდებოდა, ისეთი. ესენი აქ გასამდიდრებლად და დასასახლებლად მოსულან, ვიფიქრე მე. დათას ისე უხაროდა ცოლ-ქმრის შრომა და მოცადეობა, თითქოს მისთვის შენდებოდა ის ქოხი და ის ბოსელი.
კაი, ბატონო! ერთხელ, შუადღე იქნებოდა, ასე. ვსხედვართ მე და დათა ტყეში, ვისვენებთ, ვჭამთ რაღაცას. მოვიდნენ ბუდარა და ბუდარიხა. დავიწვიეთ. ვთქვით ამ მთის, იმ მთის. ბუდარიხა გველაპარაკება, არ ვიცით ხელობა ისე კარგად ჯერ, რომ ჩქარა ვიმუშაოთ და ბევრი ფიცარი გავთალოთ, დღეში თითო მანეთს გამოვდივართ
და ხარჯი რამდენი გვაქვს, ხომ იცით კარგადო. ქოხი დასამთავრებელი გვაქვს, ლოგინები და ოჯახში ათასი სხვა რამე გვჭირდება. ძროხაც გვინდა და ფული არ გვყოფნისო. თხუთმეტი მანეთი გვასესხეთ, ამკვირია ძროხას ვიყიდით და, გინდათ, გიმუშავებთ იმ ფულს და გინდათ, ფულად დაგიბრუნებთო. სიტყვის თქმა არ მაცალა დათამ, მისცა თხუთმეტი მანეთი ბუდარიხას და უთხრა, – თქვენისთანა გამრჯელი ადამიანებისთვის ყველაფერი ალალია, იყიდეთ ძროხა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთო. თქვეს ცოლ-ქმარმა ასი მადლობა, ისხდნენ კიდევ და წავიდნენ თავისი ქოხისკენ.
არ მომეწონა, სიმართლეს ვიტყვი, არც მათი მოსვლა და არც დათასგან ფულის სესხება. არ დამნანებია, ღმერთია მოწამე, მაგრამ არ მესიამოვნა და ვუთხარი დათას ეს. მაინც, რატომ არ გესიამოვნაო, მკითხა დათამ. არ ვიცი, ვუთხარი მე, წინათგრძნობა მაქვს ცუდი და მერე გამოჩნდება, მართალი რომ ვარ-მეთქი. კვირას ბუდარა და ბუდარიხა ღამიანად გავიდნენ დაბიდან, ბარაკაევკაში ბაზრისთვის ადრიანად რომ მიესწროთ. გაიგო ყველამ, დიდმა და პატარამ, მუდმივად მაცხოვრებელმა თუ დროებით ჩამოსულმა, ძროხის საყიდლად წავიდნენო. დილითვე დავინახე, დაბაში რაღაც შეიცვალა, უფრო სხვანაირად იყო ყველაფერი, თითქოს. მამაკაცები დაფიქრებული იყვნენ, ქალები ქვეშ-ქვეშ იყურებოდნენ გაჯავრებულებივით. რა ამბავია, ვიფიქრე მე. ამას იქაურებზე ვლაპარაკობ, თვარა, მოსულები წავიდ-წამოვიდნენ საითღაც მეტი წილი და ვინც დაბაში დარჩა, იყო ისე, როგორც სხვა დროს მინახავს.
ის ჩვენი დაბა ბექობზე იდგა და სალაყბო ადგილიდან ფერდობზე იყო გადასახედი. იმ ფერდობით გზა ამოდიოდა. ბარაკაევკიდან მომავალი მგზავრი ამ გზაზე უნდა ამოსულიყო, სხვაფრად ვერ მოვიდოდა დაბაში. შუადღე კაი ხნის გადასული იქნებოდა. დავინახე, იქაურ მოსახლეებს ყველას, ოჯახის მთელი შემადგენლობით, სალაყბოზე მოეყარათ თავი და გადაჰყურებდნენ გზას. ჩუმად იყვნენ, ხანდახან ვინმე თუ იტყოდა კანტიკუნტად რამეს, თვარა გზას თვალს არ აშორებდნენ, ისხდნენ ასე, ჭოტებივით, ვითომ მიცვალებული უნდა მოესვენებინათ იქიდან. კი მივხვდი, რა მოლოდინიც ტრიალებდა, მაგრამ მაინც მივაყურე მათ გადალაპარაკება-გადმოლაპარაკებას და დავრწმუნდი სწორედ რომ მივხვედრილვარ: ბუდარების და მათი ძროხის მოსვლას ელოდნენ. გლეხი კაცისთვის საკვირველი არ არის, მეზობელი რომ საქონელს იყიდის, იმ საქონლის ნახვა მოუნდეს, მაგრამ მამაცხონებულებს, ხუთზე ნაკლები ძროხა არც ერთს არ ყავდა; ახლა მათი ნაშენი, აქეთ ღორები, იქით კრუხ-წიწილი და ბატი, და ბუდარების ერთი ძროხა მოლოდინად რომ უღირდათ, ამან გამაკვირვა ძალიან. ეს ხალხი, თავის დროზე, შიშველი და მშიერი მოვიდა აქ, მაგრამ ახლა ნამეტანი მდიდარი იყო ყველა. ნაკაფი ტყეები ქონდათ ამოძირკვული, კარტოფილს თესდნენ ზედ უამრავს. კარტოფილის მოსავალი იცის იქ, უკეთესს ნუ იტყვი. ერთნაირი ჯიშია, იისფერი კანი აქვს, სულ წვრილი ბოლქვი მუშტისხელაა და კომბოსტოსხელაც მინახავს. ერთ ტომარა სათესლეს, ერთიმეორეზე, ოცდახუთი ტომარა მოსავალი მოყავს. ხუთასი და ექვსასი ტომარა კარტოფილი ყველა ოჯახს მოუდის. ყიდიან. გაზაფხულის პირზე ყიდიან, რომ გაძვირდება, მაშინ. პურის და სიმინდის ყანები ცალკე აქვთ, ტყის დამუშავებიდან შემოსავალი – ცალკე. მთავრობა იმ ტყე-ღრეში და გადასაკარგავში არ არის და გადასახადის ასაკრეფად კაცი არ მოდის. მდიდრები არიან, ნამეტანი მდიდრები! ბუდარას ძროხის ასე გაფაციცებული და მუშტმოღერებული მოლოდინი რა იყო, ვერ გავიგე ვერაფრით. ვუთხარი დათას, ასე და ასეა-მეთქი. რაღაცას ჩხირკედელაობდა ნაჯახით. მიანება თავი, წამოვედით და დავსხედით ჩვენც იმ სალაყბოზე.
სადაცაა უნდა გამოჩენილიყო ბუდარა ბუდარიხიან-ძროხიანად, მაგრამ იგვიანებდა. ეს ხალხი კრინტს არ ძრავდა არც ერთი და გაგიჟებას კი იყო ყველა.
– ყაჩაღები დაუხვდნენ, ალბათ, და წაართვეს ძროხა! – თქვა ერთმა ისეთი ხარხარი ატყდა, ვითომ უსაშველოდ სასაცილო ეთქვას რამე. გაუხარდა ამის მთქმელს, ოხუნჯობა მომიწონესო, და კიდევ თქვა:
– დახოცეს ყაჩაღებმა, ალბათ, ბუდარა და ბუდარიხა!
ისევ ახარხარდა ხალხი.
აღარ მოიშალა ასეთების ლაპარაკი იმ კაცმა და იცინოდნენ სხვები, სანამდე დაიღლებოდნენ. დაიღალნენ და გაჩუმდნენ უწინდებურად. იმ კაცმა კიდევ სცადა მასხრობა, მაგრამ რომ აღარ აყვა აღარავინ, გაჩუმდა ისიც. ნახევარი საათი ისე გავიდა, ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი.
გამოჩნდა, როგორც იქნა, ბუდარა, ეგერ, შორს. ახლოვდებიან თანდათან. ყუბანზეც მსხვილფეხა საქონლისთვის რქებში იციან თოკის წაბმა და წინ გამოძღოლა. მოდის წინ ბუდარა, უჭირავს ხელში თოკი, მოყავს ძროხა. უკან ბუდარიხა მოდევს წკეპლით ხელში.
მოახლოვდნენ.
– თხა უყიდიათ, თხა! – დაიძახა ვიღაცამ.
ხალხმა ჩუმად ჩაიხითხითა, ხარხარს მოერიდნენ, ბუდარიხამ არ დაგვინახოსო. თხა არ იყო ის, ძროხა იყო, კაი ჯიშის მთის ძროხა. არ იცოდნენ, უბედურებმა, იმ ძროხის ამბავი. მათი ძროხებივით ბევრ რძეს ვერ მოიწველიდა, მაგრამ რასაც მოიწველიდა, ის რძე მეტ ერბოს დაიყენებდა, ვიდრე მათი ბათმანი. არ იცოდნენ ეს და უხაროდათ, პატარა ძროხა პატარას მოიწველისო.
ფერდობს ამოყვნენ და რომ მოაწიეს, ასე, ოც ნაბიჯზე, დაიჩურჩულა ვიღაცამ:
– უკუდო ძროხა უყიდიათ, შეხედე!
კუდი მართლა წაკვნეტილი ქონდა ბოლოში იმ ძროხას, მტკაველზე თუ ცოტა მეტი. ტყიან ადგილში ძროხას რაც მეტი გრძელი კუდი ექნება, მით უკეთესია, ბუზს და ქინქლას უკეთ მოიგერიებს. კუდმოკლე ძროხა გაწვალდება, ბუზი შეაწუხებს. გაწვალებული და შეწუხებული საქონელი წველაში იკლებს. წაკვნეტილი კუდი რომ დაინახეს, იმწამსვე დამშვიდდა და დაწყნარდა ყველა: უარესია ბუდარების ძროხა ჩვენს ძროხებზეო!
დაიშალა ხალხი, წავიდნენ სახლებში და თავის გზაზე.
– ასეთი უგუნური და ბოროტი ხალხი თუ გინახავს სადმე! – მითხრა დათამ. – რა უხარიათ, ნეტავი? რამდენი მეტი მდიდარი მეზობელი ეყოლებათ, უკეთესი არ არის მაგათთვის? გაგიჭირდება რამე, მიხვალ შეძლებულ მეზობელთან, დაგეხმარება და გაგიმართავს ხელს. ეს რა ხალხია, არ მესმის მე!
იმ ხალხის ამბავი დათამ მართლა არ იცოდა. მე ვიცოდი. დაჭმული ყავდათ ერთმანეთი, შურით აღარ იყო არც ერთი, ღატაკი რომ გამდიდრდება, ასე იცის. ის დაბები გამდიდრებული ღატაკების დაბებია. ცუდი ხალხია ნამეტანი, თვარა, მიგდე ყური და აგერ ნახავ, რაც გამოვიდა ბუდარებიდან და მათი ძროხიდან. შენს მტერს!
დააბეს თავისი კუდმოკვნეტილი ძროხა ცოლ-ქმარმა ჩიქვანის სასახლისხელა ბოსელში, დაუწყეს წველა და რა მოხდა, თუ იცი? რა მოხდა და, იმ დაბაში ისეთი მეწველი ძროხა არ გამოდგა მეორე. არ ჯეროდა არავის, ჩვენს ძროხებზე მეტს და უკეთესს ეს კუდწაკვნეტილი თხა როგორ მოიწველისო, მაგრამ კაი მამაძაღლი დედაკაცი ყოფილა ბუდარიხაც; იშოვნა სადღაც შუშის ჭურჭელი, შეიტანდა ბოსელში ცარიელს, გამოიტანდა იქიდან სავსეს, ჩამოატარებდა თავისი ქოხისკენ საქვეყნოდ, იცოდა, ფანჯრებიდან ცალი თვალით რომ უჭვრიტინებდნენ გულგახეთქილი მეზრბლები და ისე გამოივლიდა, ვითომ ქილა რძე კი არა, დადიანების მემკვიდრე მოყავდა საძიძოდ. გადარია ეშმაკმა დედაკაცმა მთელი დაბა.
გავიდა კიდევ პატარა ხანი. დაიწყო გაშრობა ბუდარების ძროხამ. გაშრა ერთ კვირაში. იყო მშრალად თვე, თუ ნაკლები, და გაიპარა ერთ დღეს ნახირიდან. ბუდარების ძროხა გაიპარაო, გაიგო დაბამ და უარესად გადაირია დიდიან-პატარიანად ყველა: სულ ერთი თვე ცოდნია ამ თხას გაშრობა, მეტი არა, და ახლა უკვე ხბოც ეყოლება მოგებული სადმე, მყუდრო ადგილასო. იცის ზოგმა საქონელმა ხბოს მოსაგებად გაპარვა. დაძებნეს ერთხელ თავისი ძროხა ცოლ-ქმარმა – ვერ იპოვნეს. მე და დათაც წავედით საძებნელად, მოვიარეთ ყველა ხევი და კუნჭული – სად არის ძროხა! შეღამებული იყო უკვე, დაბაში ვბრუნდებოდით და ამასობაში შემოგვესმა დედაკაცის მოთქმა. ავედით იმ ზარის და ტირილის ხმაზე. რას ვხედავთ: გდია ბუდარების ძროხა ყელგამოჭრილი, უწევს გვერდით მარგილით თავგაჩეჩქვილი რუხი ბოჩოლა. ბუდარიხას გაუწეწია თმა, დგას მუხლებზე და ტირის, შულაიას ქალების კაი დატირება რომ გაგიგონია, იმაზე უკეთესაღ. შვიდი-რვა კაცი დგას გარშემო, ისინი, ბუდარების ძროხის მოკლე კუდი რომ უხაროდათ. დაუკრეფიათ გულ-ხელი და ისეთი სახეები აქვთ, ვითომ ამსიმძიმე სადარდებელი არც მათ და არც მათ მამა-პაპას არ შეხვედრია არასდროს...
– შეხედე ამ მამაძაღლებს რა საქმე უქნიათ, თიყვა, ძმაო! – გადმომჩურჩულა დათამ. – ამ ცოდვის ჩამდენი ამათშია რომელიღაცა, მომკალი თუ გინდა.
გაჯავრებული იყო დათა უზომოდ, ლოყები უცახცახებდა სულ. წამოავლო მოულოდნელად ხელი მარგილს, დაერია იმ დადარდიანებულ ხალხს და ვინ საით გაიქცა, ვერც ერთს ვერ შევასწარი თვალი. გაშველება რომ ვიფიქრე, მარგილი უკვე გადაგდებული ქონდა დათას, ისე უცბად მოხდა ყველაფერი.
ათისთავმა ბარაკაევკაში კაცი აფრინა. ამოვიდა მეორე დღეს ულვაშებგაბზეკილი ბოქაული, სკირდა ქონდა იმ ბოქაულს გვარი. ნახა ის საცოდაობა, მიიკითხ-მოიკითხა ხალხში, როგორ იყო ამბავიო. ჩუმად უჩივლეს ნაცემებმა დათას, მაგრამ იძუნწეს, ფული ვერ გაიმეტეს ბოქაულისთვის მისაცემად. ხუთი მანეთი მივართვი სკირდას. მაამბობინა, მარგილის ტრიალი როგორც მოხდა. მოკვდა სიცილით, – კაი უქნია, ცოტა მოგხვედრიათო, გამოუცხადა ხალხს, გამოთვრა არაყით და წავიდა, საიდანაც იყო მოსული, იქით. დამრჩნენ ხლისტები ნაცემიც და ხახამშრალებიც. ხლისტებიო, რომ ვამბობ, ასე ეძახიან მათ, სარწმუნოება აქვთ ასეთი და იმიტომ დაარქვეს ასე. იმას მერე ვიტყვი, რანაირიც იყო მათი სარწმუნოება. გავიდა სამი დღე, ნაცემი ხლისტები რაღაც მალულად და ჩუმ-ჩუმად დაიარებიან სამუშაოდ. შევნიშნე, გაცეცხლებით, მაგარი გაცეცხლებული იყო დათა იმ მარგილს რომ ატრიალებდა, მაგრამ მაინცდამაინც გამეტებით არ დაურტყამს არავისთვის, იქ ვიყავი და ვხედავდი ყველაფერს.
გამინაპირა ერთმა, დამიწყო გამოკითხვა, შენი ამხანაგი რას ფიქრობს და რა გუნებაზე არისო. მივხვდი მაშინვე: რომ დააბეზღეს ბოქაულთან დათა, ამის შინებიათ, დაგვხოცავს სათითაოდო. დათა რას ფიქრობდა და, ნანობდა, რატომ გავლახე ის კაცები, დამნაშავე ეგებ მათში არც იყო ვინმეო, მაგრამ ასე ხომ არ ვეტყოდი ხლისტებს. ჯერჯერობით გზად ნუ შეეფეთებით, მოერიდეთ, რამე საშინელება არ დაგმართოთ-მეთქი. აბა რა ვქნათ, როდემდის ვიმალოთ, იქნება არც გვიპირებს რამეს, მაგრამ ესეც ხომ უნდა ვიცოდეთო. ხვალ მოდი, გაგიგებ ყველაფერს-მეთქი. მოვიდა მეორე დღეს, – გვიშველე რამე, ღმერთი გადაგიხდის მაგიერსო. ღმერთი არ ვიცი მე, ხუთი მანეთი შემიგროვეთ და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. წავიდა, უთხრა სხვებს ეს ამბავი. კითხეს თავის ქრისტეს... იმ ხლისტებს საკუთარი ქრისტე ყავდათ იქ, ცოცხალი ქრისტე, მათსავით კასრის ფიცრის მუშა იყო ისიც. მიეცით ეგ ხუთი მანეთი და დააშოშმინეთო, ქრისტემ. მომიტანეს და მომცეს. ჩავიდე ჯიბეში, დავიბრუნე ბოქაულისთვის მიცემული ფული და დავრთე ნება – თამამად იარეთ სამუშაოზე, მე ვარ პასუხისმგებელი-მეთქი.
ბუდარები თავის ზარალს გლოვობდნენ. იგლოვებდნენ, აბა რა, მაგრამ აქეთ დათას კრიჭა რომ ვერ გაუხსნა ვერაფერმა, ის თქვი შენ. ასეთი მოწყენა და ჯავრი თუ შეეძლო, არ ვიცოდი მანამდე. იყო ასე დარდიანი და მოღუშული.
ერთ დღეს უცებ გამხიარულდა დათა. გამეხარდა, გუნება რომ დაუბრუნდა, მაგრამ ისიც მითხრა გულმა, რაღაც საკვირველს რომ აპირებდა. ვკითხე. არაფერი არ უთქვამს შაბათამდე. შაბათს საქვეყნოდ თქვა, – ბუდარებს ფული ვასესხე, ბარაკაევკაში ერთად მივდივართ, ძროხები და ცხენი უნდა ვიყიდოთო.
– რატომ შვრები მაგას-მეთქი, – ვკითხე.
– შემიძლია და მიტომ, რატომ არ უნდა ვშვრებოდე, ნეტავი! – მითხრა დათამ.
გადავიქნიე თავი და გავჩუმდი.
ღამიანად წავიდნენ ერთად სამივენი. საღამოს დაბრუნდნენ. ორი ძროხა ამოიყვანეს თან, თავისი ბოჩოლებით, და კაი მშვენიერი ცხენი. დათას არ შეცდებოდა ამორჩევა. კაცი არ გამოჩენილა სალაყბოზე მათ შესახვედრად. შინიდან ცხვირი არ გამოუყვია არავის, ფარდების იქით იყვნენ ჩასაფრებული და იქიდან უჭვრიტინებდნენ ამბავს.
იქირავეს ბუდარებმა მუშები, ამოძირკვეს საკარტოფილედ და საყანედ კაი ძალი მიწა. იყიდეს სათესლე, მოხნეს და დაფარცხეს. დაამთავრეს ქოხი, იყიდეს საჭირო ნივთები, ღორები და ფრინველებიც გაიჩინეს.
ვეღარ მომითმინა გულმა ვკითხე ერთ დღეს დათას: – რამდენი მიეცი ბუდარებს, ასე რომ აივსნენ და აშენდნენ-მეთქი.
შემომხედა დათამ, მიყურა პატარა ხანს, ისევ მიუშვა ფიცარზე ნაჯახი და მერე მითხრა:
– შენ რა გაგიფუჭდა, თიყვა, ისინი თუ აივსნენ და აშენდნენ?
– რა უნდა გამიფუჭდეს, მაგრამ შენ რომ გაგიჭირდეს, თუ გგონია, ბუდარები და მისთანები გადაგყვებიან ზედ?!
– მე არ გამიჭირდება ისე, მაგენის დახმარება რომ დამჭირდეს, – მომიბრუნდა დათა. – ქონებას გაიჩენენ, შეძლებული კაცისთვის სიკეთე ადვილი საქნელია. სხვა შეხვდებათ ვინმე გაჭირვებული და როგორც მე დავეხმარე მაგათ, ისე დაეხმარებიან მაგენიც იმ გაჭირვებულს. ჩემი გასაჭირი თუ დადგა, მეფისნაცვლის ნათლული რომ ვიყო, ის ვერ მიშველის.
– დავინახავთ მაგასაც! – გავიცინე მე. – ყველას დასანახად და შესაშურებლად რომ გამოქონდა ბოსლიდან მონაწველი რძით სავსე ჭურჭელი, იმაში შევატყვე, რაც ხალხია მაგენი... აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია. რამდენი მიეცი მაინც?
– სამასი მანეთი. თვითონ მივეცი. ვასესხე. ვაჩუქებდი, მაგრამ ქონება შენით ნაშოვნი უნდა. ნაჩუქარი უყუათოა, არ გაგიჩერდება კაცს.
გაზაფხულდა და წამოვედი აქეთ. მოვუარე ყანას და საქონელს. დავბრუნდი ისევ დაბაში, სამუშაოდ. ძალიან ცუდ გუნებაზე დამხვდა დათა და ვერც ვათქმევინე ვერაფერი, რა აწუხებდა.
დადგა შემოდგომა, აიღო დაბის ხალხმა მოსავალი. ბუდარამ და ბუდარიხამ ქვეყნის პური და კარტოფილი დააბინავეს, ქვეყნის ერბო და ყველი შეინახეს, ათფუთიანი ტახი დაკლეს. დათას ვალიც გაისტუმრეს, მაგრამ ის თავაზიანი, ზრდილობიანი და კეთილი ბუდარები სადღა იყვნენ, თავიდან რომ იყვნენ ისეთი! ბუდარა-ბრუციანმა თვალში უკეთესად გამოიხედა. ბუდარიხამ ტყეში მუშაობას თავი დაანება, შინ დაჯდა, საქსოვი და სხვა ხელსაქმე დაიჭირა ხელში, – ოჯახს მოვლა უნდაო. ბუდარამ, ღმერთმა იცის საიდან, ერთი კოჭლი მოიყვანა მუშად. იმ კოჭლს ჭკუაც კაი გვარიანად აკლდა, იღრიჭებოდა სულ და თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცას. ამუშავებდნენ გათენებიდან დაღამებამდე, აბაზს აძლევდნენ დღეში, წელი მოწყვეტაზე ქონდა, საცოდავს. არა, ზედმეტი არ იყო ის კოჭლი, სოფელს ერთი სულელი ჭირდება უეჭველად, მაგრამ იმდენ შრომაში აბაზი უღმერთობა იყო და ცოდვა. უთხრა დათამ ბუდარას ეს. ბუდარამ, – სულელს მეტი არ ჭირდებაო.
ტყიდან რომ ბრუნდებოდა ბუდარა, ის ღირდა ნახვად: მოდის დიდბატონივით წინ თვითონ, მოდევს უკან სევა-სულელი ძუნძულ-ძუნძულით და მოაქვს ბუდარას მთელი ხელსაწყო თან - ცულები, რანდები, კომბალი, ხერხი, სოლები და უროები, გადასდის ხვითქი. ხელსაწყოს ტყეში ვტოვებდით ყველა. შევინახავდით სადმე, წვიმას რომ
არ გაეფუჭებინა, ისე. კაცს არ ახსოვს, ხელი ეხლოს ვინმეს. მომპარავენო, ოთხ-ხუთ ვერსს ატარებინებდა იქით-აქეთ, აკლდა ვითომ უამისოდ ჯაფა და ჭაპანწყვეტა სევას!
ადრეც მქონდა შემჩნეული, მაგრამ, არ დავფიცავ, მეჩვენება-მეთქი, ვფიქრობდი ჩემთვის: ბუდარიხა დათაზე თვალებს რომ აცეცებდა, იმაზე
--------------------
...ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას... (სახარებაჲ მათეს თავისაჲ 12,39)
The mole is an animal that digs passages searching for the sun. Sometimes he reaches the surface. When he looks at the sun he goes blind
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
The13thFloor
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
The13thFloor
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 26249
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06
#27862952
· 16 Oct 2011, 03:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ალდე @ 15 Oct 2011, 21:29 )
ამ დღეებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო დამეტოვებინა ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ რომელიც, ყოველ შემტხვევაში სანამ მე ცოცხალი ვიქნები, ვერ გახდება ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება ღირსეული ცხოვრება!
მე ვფიქრობ არ არის სწორი ქვეყნის დატოვება
სწორედ ცალკეულმა ინდივიდებმა უნდა მოახერხონ და ამოიყვანონ ქვეყანა ჭაობიდან, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ როგორც შეგვიძლია, თორემ მიშას, ბადრის და ბიძინას იმედზე ჩემი მტერი იყოს
ამას ბევრი დრო სჭირდება, შეიძლება ჩვენ ვერ მოვესწროთ მაგრამ არაუშავრს, ჩვენით არც დაწყებულა ეს ქვეყანა და არც დამთავრდება. ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალდე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ალდე
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8405
წევრი No.: 107725
რეგისტრ.: 27-December 09
#27862968
· 16 Oct 2011, 03:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANZERKOPF
QUOTE
რატომღაც ჩემი შემოხმიანების პირველი აბზაცი "გამოტოვეთ". აქედან გამომდინარე, მართლა ფიქრობთ რომ გენიალური და უნიკალური ხართ?
ზოგადად ყველა ადამიანი თავისი მოცემულობით და არსით გენალური და უნიკალურია
მე ვარ ის, ვინც ვარ, ისევე როგორც შენ ხარ ის, ვინც ხარ!
შენი უფლებაა გამოავლინო შენი ცინიზმის ზღვარზე გამავალი უსუსური ირონია, ჩემი უფლებაა დავაიგნორო!
ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, ვიდრე გინდა წარმოაჩინო
QUOTE
რა უნდა ჰქნათ და დასაწყისისთვის სხვა პოსტები დაწერეთ. ამინდზე, კინოზე, ახალ წაკითხულ წიგნზე.
და იმასაც თუ მირჩევ დილა-საღამოს გავიხეხო კბუილები თუ მარტო დილას ანდა მარტო საღამოს?
QUOTE
საქართველოში ნამდვილად ბევრი პრობლემაა, მაგრამ არა ის, რაზეც საუბრობთ.
შენც იმასვე გიპასუხებ რაც moen-ს
QUOTE
ჯერ თემა რომ გულმოდგინედ წაიკითხო, მერე გაიაზრო და მერე თუ გაიგებ რას ვწერ, მაგრამ მაინც იმის დაწერა მოგინდეს, რაც დაწერე, იგივე აზრი ცოტა კორექტულად დაწერო, მაგდენს ვერ გაქაჩავ?
და მთლად რომ არ გავმეორდე ჩAგეკითხები - იქნებ მაინც გამოიჩინო გულმოწყალება და დამიტოვო რამენაირად არჩევანი?
QUOTE
არ გედავებით, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მე სხვა მიზეზს ვხედავ.
ეს შენი უფლებაა. ასევე პატივისცემით და კვლავ ჩემი სმაილიკით
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(38)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0656 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.