პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ზუგდიდის რაიონში იმყოფებოდა, მაგრამ ჟურნალისტებს მისი გადაღების საშუალება არ მიეცათ
16:12 - 05.11.2011
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდის რაიონში იმყოფებოდა, მაგრამ ჟურნალისტებს მისი გადაღების საშუალება არ მიეცათ.
როგორც ინტერნეტ-პორტალი "თავისუფალი სიტყვა" იუწყება, რესტორან "დიარონიდან" პრეზიდენტის გამოსვლის კადრების გადაღების უფლება ჟურნალისტებს ზუგდიდის პოლიციის, კუდ-ისა და სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებმა შეუზღუდეს.
ზუგდიდის პოლიციის უფროსმა დავით დარსმელიძემ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ხელმძღვანელმა რუსლან შომახიამ ჟურნალისტებს გადაღება აუკრძალეს, მიზეზი კი არ დაუკონკრეტებიათ. ამის შემდეგ ისინი ჟურნალისტებს წინ გადაუდგნენ და მუშაობის საშუალება არ მისცეს. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზუგდიდის რესტორან "დიარონში" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ გურამ მისაბიშვილთან და ზუგდიდის გამგებელ ალექსანდრე ქობალიასთან ერთად ისადილა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=81512&Itemid=1ჩაფსმული ჰქონდა თუ რა სჭირდა ასეთი გადაუღებელი
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...