არ ხარ მართალი, ჩემო ძმაო, არა

ვიცი, უალალესი კაცი ხარ და ნეტა აქაურ "პატრიოტებს" შენი წესიერება ქონდეთ,მაგრამ ქარცეცხლში უნდა გაგიტარო შენი აზრები

1987-1990 წლებში იყო საბჭოთა ეპოქიდან განთავისუფლების სურვილის ეტაპი.
როგორი იყო "საზოგადოების" დაკვეთა?
გავიხსენოთ აბა?
დიახ,დიახ, ერთიანი ფრონტის შექმნა საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ, ბრძოლა განთავისუფლებისათვის და ეს იყო მასიური მისწრაფება , თუმცა ორდენოსანი ინტილიგენცია პროცესებში არ ჩაერთო, ხოლო დისიდენტები კი მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდნენ.
ამას დაუმატე უშიშროების საჭადრაკო სვლები და მიხვდები შენი თეორიები იმსხვრევა.
მეტნაკლებად დეტალურად განვმარტავ-დისიდენტებმა ფსონი პარტიკულარულ ტენდენციებზე დადეს. არ ვიცი ეს ჭკვიანი მტრის ტაქტიკა იყო თუ ბრიყვი მოყვარის შეცდომები,მაგრამ იმის მაგივრად განსაზღვრული ყოფილიყო რა გვინდოდა , ამან შექმნა პოლიტიკური კონფრონტაცია ოპოზიციაშივე ეი საზოგადოების აზრი დაიკიდეს,]
დაიწყეს ნეობოლშევიკური მონოპოლიზირებისკენ მიმართული თამაში , ხოლო კრემლმა აირჩია დუმილის პოლიტიკა. ის თითქოს გაქრა თამაშიდან. არადა ჩუმად რევდა წყალს , ისე რომ ძალიან არ აღიზიანებდა ხალხს თავისი პოლიტიკური პოზიციების ღიად დემონსტრირებით.
ახლა გეკითხები , ეს ხალხის ბრალია? ნწუ! ეს იყო პოლიტიკური გამოუცდელობის პროდუქტი.
ზვიად გამსახურდიას შესახებ.
რას მისცა მაშინ მოსახლეობამ ხმა?
დიახ , დიახ, კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟს ანუ ამომრჩევლის პოლიტიკური არჩევანი თავისუფალი საქართველოა, ხოლო პოლიტიკური ძალების დაქსაქსულობის პირობებში ეს "ქართული ოცნება" დაუკავშირდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, სხვები კი ბორტს გარეთ დარჩნენ.
არანაირი კერპის არჩევა !!!!!!! ეს იყო გლობალური არჩევანი .
პუტჩზე საუბარი შორს წაგვიყვანს. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი- რევანშისტებმა სოციალური რევანში აიღეს ახალ ელიტაზე .
რაც შეეხება შევარდნაძის არჩევას. გულწრფელი არჩევანი გაკეთდა მხოლოდ 11 ოქტომბერს. რატომ? აფხაზეთის ომი იყო და მხედარმთავრის საჭიროება გახლდათ . ხალხი ედუარდმა მოატყუა, გააცურა. მისი კერპი არ არსებობდა, მაგრამ იყო სურვილი ომი მოგვეგო., ეს კი თბილისში მჯდარ "დიდ " დიპლომატს დაუკავშირდა. გამსახურდია უკვე დამარცხებული გახლდათ.
არის ეს კერპთაყვანისმცემლობა? არა . ესაა პრაგმატული სურვილი რათა ქვეყანა შენარჩუნებულიყო.
ვარდების მოვლენებს მე მეორე პუტჩს ვუწოდებ, თუმცა თუ ობიექტური ვიქნები, დავინახავთ აგრეთვე დეშავარდნაძიზაციის ლოგიკურ სურვილს.
დიდი ხანი ვერავინ მოახერხა ფრონტის შექმნა. ეს შეძლო სააკაშვილმა, მაგრამ თავისუფლების მაგივრად რაღაც ჰიბრიდული ავტორიტარიზმის ნაგავი შემოგვტენა.
აღარ გვინდა ბატონო ტყუილ;ი. გვინდა სხვა სისხლი.
ამიტომაც ოპოზიციის სახელი უკავშირდება ივანიშვილის პოლუსს. არაფერი არაჩვეულობრივი ამაში არაა ,რადგანაც გერმანიის გამაერთიანებელი კოლიც კი მობეზრდათ მის მოქალაქეებს, უნდოდათ სხვა სახელმწიფო. უი გერმანელებიც "ბანძები" არიან?
კი, ქართული საზოგადოებრივი აზრი პოლუსებს ვერ უძლებს, ურთიერთკონკურენციაზე მეტად ერთსახოვანი პოლიტიკური აზრი ახერხებს დამკვიდრებას, მაგრამ ეს ნელნელა მოვა. მანამდე კი გასაკეთებელია დემოკრატიული არჩევანი.
არ ვარ ბიძინისტი.უბრალოდ მასთან საზოგადოიების უმრავლესოიბაში ასოცირდება ახალი ლიდერი. თუ ამერიკა ბარაკს ენდო ეი ეს ადამიანური მისწრაფებაა ხომდა არა მითიური კერპთაყვანისმცემლობა.