ბრმად და მარტო იმიტომ, რომ დირექტორია, არც დირექტორებს უჯერებენ გამოძიებისას და კაი რა, სკოლის მოსწავლე შენც იყავი და მეც ვიყავი და რა, კლასელს ან სკოლელს სკოლის ადმინისტრაციასთან და პოლიციასთან ჩაუშვებდი თუ რა, თუნდაც მასთან ძალზედ რთული ურთიერთობები გქონოდა და საერთოდ ძაანაც არ გვასებოდეს მისი ქცევები და მანერები?... თანაც მოსწავლეებში ჩვეულია მასობრივი თანადგომა, ხოლო ე.წ. ავტორიტეტიან/გავლენიან/გაგებულ/სვოისკი ტიპების და ტიპშების შემთხვევებში კიდევ განსაკუთრებით, როცა ხდება ერთ-ერთი მოსწავლის ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფის დაპირისპირება ადმინისტრაციასთან _ მისი სამეგობრო/საამხანაგო ჩვეულ ახერხებს ორგანიზება/მობილიზებას დიდმასშტაბიანი მხარდაჭერის, რაშიც რთავენ პრაქტიკულად მთელს სკოლას და დანარჩენი მოსწავლეებიც ერთმანეთის შემყურე, ყველა ერთვება ამაში ლამის ინსტინქტურად, ეს დაუწერელი კანონივითაა და მასში მონაწილეობის არმიღება დიდ გრეხად და დედიკო-მამიკოს ბიჭობა-გოგოობად ითვლება...

გადაღეჭილ-გადმოღეჭილი აქვს სამართალდამცავ სისტემას ეს ფენომენები და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს დახასიათებანი და ლოზუნგური მხარდაჭერები, რაოდენ მასობრივ-მასშტაბიანიც არ უნდა იყოს ისინი... რეალური ყურადღება ექცევა მხოლოდ ბიოგრაფიულ ფაქტებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც სამართლებრივად არ დამტკიცებულა თავის დროზე, რიგ ობიექტურ-სუბიექტურ მიზეზთა გამო მიჩქმალულა, მარა შესაბამის წრეებში მშვენივრადაც ცნობილია...
პ.ს. კაი, ამაზე ვსვამ წერტილს, მეტი კომენტი ვფიქრობ აღარა საჭირო არც ჩემგან, არც სხვისგან. იმედია, ეს შემთხვევა ობიექტურად და სწორედ შეისწავლება და კანონიერად და სამართლიანად გადაწყდება/დამთავრდება.
This post has been edited by kodeqsi on 19 Oct 2011, 02:55
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...