ბიძინა კარგი ბიზნესმენია, ამას ვერავინ ვერ უარყოფს
კარგი ბიზნესმენს კი გააჩნია ინტუიცია შევიდეს ბიზნესში მაშინ როცა ამისთვის საუკეთესო დროა
ადრე შესვლა იწვევს უმიზნო ხარჯებს
ხოლო თუ გვიან შეხვედი ვერასდროს ვერ გახდები ლიდერი და დიდ მოგებას სხვები მოხვეტავენ
თუ ამ კაცს პოლიტიკაში მოსვლის რამე ამბიცია ქონდა (რაღა ქონდა აღმოჩნდა რომ ქონია

) ამაზე უკეთეს დროს ვერ ინატრებდა.
ხოდა მოდის.
რუსეთში უბრძანეს, მხარზე შეაჯდა ანგელოზი და შესთხოვა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გადაერჩინა თუ როზენკროიცერთა მაგისტრმა დაავალა ამას ამ ფორუმზე ჩვენ ვერ გავარკვევთ და უაზრო ლაპარაკი გამოვა.
ვიცით მარტო ფაქტი:
ბიძინას უნდა პოლიტიკური ძალაუფლება საქართველოში.
ამას აკეთებს მაშინ როცა ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები შეიქმა ცალკე მთავრობის და ცალკე ოპოზიციის უგნურობით.
რაც მეტ ინკასაციის მანქანას გააჩერებენ და ფულის გათეთრებას დააბრალებენ მით უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი.
This post has been edited by babaiaro on 19 Oct 2011, 13:56