#27918203 · 19 Oct 2011, 16:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ სამსაათნახევარი გაგრძელდა, - ამის შესახებ ბიზნესმენთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ჟურნალისტმა ია ანთაძემ განაცხადა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მან კითხვებზე იმაზე მეტი პასუხები მიიღო, ვიდრე წარმოიდგენდა. ია ანთაძის თქმით, ბიზნესმენი მასთან საუბრის დროს ძალიან გულწრფელი იყო. "ინტერვიუ სამ საათნახევარს გაგრძელდა. თავიდან დაძაბული ვიყავი, რადგან ამ პიროვნებას არ ვიცნობდი, თუმცა მალევე ივანიშვილმა დაძაბულობა მომიხსნა და ინტერვიუ საკმაოდ გულწრფელი და საინტერესო გამოვიდა. მე მომზადებული კითხვებით მივედი, თუმცა ბიძინა ივანიშვილისგან უფრო მეტი პასუხები მივიღე", - განაცხადა ია ანთაძემ. მისივე თქმით, ბიზნესმენმა ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ბანკ "ქართუს" თანამშრომლების დაკავებაზე, დაცვისთვის იარაღის ჩამორთმევაზე და თავის ოჯახზე ისაუბრა. როგორც ია ანთაძემ განაცხადა, ინტერვიუს რომელიმე ინტერნეტსაიტზე განათავსებს, რათა ნებისმიერმა მედიასაშუალებამ ისარგებლოს.
--------------------
ვინც ილხენს ახლა, _ უფრო ცოდოა, _ ვიდრე ის ბევრი, _ ახლა ვინც ტირის... ამგვარში, _ დღეს რომ საქართველოა, _ არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!
http://www.facebook.com/qartulisportisqomagebi
|