#27927680 · 20 Oct 2011, 02:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი ... მუხლი 259. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი ... 4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება: ა) პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც: ა.ა) გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი; ა.ბ) საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას, – საქმიანობის ამ ნაწილში; გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა; დ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება; ე) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით; ვ) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით, – საქმიანობის ამ ნაწილში; ზ) მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდიდან/მაგიდიდან, – საქმიანობის ამ ნაწილში; თ) პირი – ამ კოდექსის 99-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში; ი) ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
თუკი იმ აპარატზეა საუბარი, სადაც ფული შიგნით იდება, წარმოუდგენელი დარღვევაა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაასაჩივრონ და აუცილებლად მოიგებენ დავას.
პროსტა სირბილი მოუწევთ და საჩივრების წერა. და გამომწერსაც არავინ დასჯის.,.
თუკი პატარა აპარატია - რომელშიც ფული არ იდება, მაშინ ჩეკის ამორტყმის ვალდებულება სადაოა.
This post has been edited by შავლეგა on 20 Oct 2011, 02:28
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|