რა არის ამაში გაურკვეველი? არის ეს ასე თუ არა? არის. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ აქ პეიპალი თუ შემოვა და ეს აქაური წლობით აგებული საბანკო სისტემა იმსხვრევა. უნდა ეს გურგენიძეს? არა. ქართუს? არა. ტბს -არა. საქართველოს ბანკს -არც მას. ეს არის მახინჯი რეგულირების შედეგი. როგორ იმუშაოს ამ სისტემაში პეიპალმა? ვინ ამუშავებს იმას ვინც პოტენციურად ძირშივე ანგრევს აგებულ არქიტექტურას? ამიხსენით ვინმემ? ვერ ახსნით იმიტომ რომ შეუძლებელია. ამისათვის ის უნდა შეეკრას (უკვე ნონსენსია) რომელიმე ბანკს ან ბანკებს. აი მიპასუხეთ: რატომ? პეიპალის სისტემა აგებულია მაქსიმალურ მოქნილობაზე. კლიენტების ბანკების ფუნქცია კი პეიპალთან შემოფარგლული უნდა იყოს მხოლოდ ფულების მიღება გაცემით (ბანკი-პეიპალი) და მორჩა. უნდათ აქაურ ბანკებს ეს?
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, არა ძირითადს, მაგრამ თანმდევს ამ სიმახინჯესი: ინტერნეტ ბანკით იხდი წყლის გადასახადს 3 ლარს. ტრანზაქციის საკომისიო არის 50 თეთრი (საქართველოს ბანკი). თითქმის 15% (?!). ახევენ კლიენტს. პროცენტი რომ შეამცირო -მეტი გადაიხადე

ან წადი ფეხით და სალაროში შეიტანე პირდაპირ ჯორჯიან ვოტერსში.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა ხდება პეიპალის დროს? ჯორჯიან ვოტერსმა თავის ემეილზე გააფორმა მანდ ეკაუნტი და დაიყენა მარტივად პეიპალის იკონკა ვებ გვერდზე. რა ხდება მერე? ჩვენი ქართული საბანკო ანგარიშიდან ჩვენ ვდებთ ფულს ჩვენ პეიპალზე (უფასოა, საკომისიო=0). მერე ჩვენი პეიპალიდან ვუგზავნით 3 ლარს ჯორჯიან ვოტერსს. საკომისიო=0. პეიპალი საკომისიოს ჩამოაჭრის მიმღებს. თან მცირეს. ეხლა აბა ვნახოთ სადაა აქ ჩვენი ქართული ბანკების ინტერესი სადაც ჩვენ ფულებს ვინახავთ? არსად. ანუ ქართული ბანკი, ამათი გაგებით არის მოტოვებული. ამათ არ ყოფნით ის რომ მანდ ვინახავთ თანხებს და კიდევ გადასახადებში ეტენებიან. სავარაუდოდ ამ მექანიზმში და კიდევ შესაძლო სხვაში ვერ თანხმდებიან პეიპალთან. ამასთან ერთად პეიპალი გზას უხსნის პრაქტიკულად ყველა უცხოურ ბარათს და ბანკს ონლაინ რეჟიმში გადასახადების საწარმოებლად რაც დღეს არ არის. ესაა და ეს.
რა შუაშია აქ სომალი და ანტარქტიდა და თივის ზვინები? ეტყობა ნახა ვინმემ შესაბამისი სისტემა სომალიშიც და გახსნეს ან გაახსნევინეს. თუნდაც სამი ბანკისაგან შემდგარ სტრუქტურაში. ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის რაც ზემოთ ავღწერე. პეიპალის ნორმალურად შემოსვლისას ამათ მოუწევთ გაქართულებული საბანკო არქიტექტურის გადაშენება და ეს ძალიანაც კარგი იქნება. იქნება რეალური კონკურენცია და არა ეს სიმახინჯე რაც დღეს არის ამ სფეროში.
This post has been edited by gz06 on 24 Oct 2011, 08:43