იყო... ბასიც იყო და საერთოდ, ყველა იყო.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...od-datoves.htmlდა მაგას ეს მოჰყვა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...morickhavs.htmlგიორგი ქადაგიძე ბანკ "ქართუს" გაკოტრების საფრთხეს გამორიცხავს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბანკ "ქართუს" გაკოტრების საფრთხეს გამორიცხავს. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
ქადაგიძე გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის შემოწმებამ ბანკი "ქართუს" ფუნქციონირებას საფრთხე შეუქმნას. მან დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ბანკ "ქართუში" ეროვნული ბანკის მიერ დაწყებული შემოწმების მიზეზები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა, მისმა მოადგილეებმა, რომლებიც თითქმის ათი წელია წარმოადგენდნენ ბანკი "ქართუს" აქციონერის ინტერესებს, ამავე აქციონერთან კონფლიქტის შემდეგ, ერთსა და იმავე დღეს დატოვეს თანამდებობები.
ქადაგიძის თქმით, ადმინისტრაციის ასეთი რადიკალური, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი ცვლილება, ბუნებრივია, შეკითხვებს ბადებს, რაც ეროვნული ბანკის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა სისხლის სამართლის იმ საქმესთან დაკავშირებითაც, რომელიც "ფულის გათეთრების" მუხლით აღიძრა და განმარტა, რომ თუ კომერციულ ბანკს ასეთი გადაუდებელი აუცილებლობისთვის სჭირდებოდა დიდი ოდენობით ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში, ამის შესახებ უნდა ეცნობებინა ეროვნული ბანკისთვის და ეროვნულ ბანკთან ერთად განსაზღვრულიყო საკითხის მოგვარების გზები უკვე არსებული პრაქტიკის შესაბამისად.
ქადაგიძე ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს ადრეც არაერთხელ გადაუჭრია მსგავსი ტიპის საკითხები და ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა, როდესაც ფაქტის შეფასებისას ბანკი "ქართუს" ახალმა ადმინისტრაციამ საქმეში არსებული ფულის ნიშნების მიზნობრიობა ახსნა იმით, რომ ნაღდი ფული მათ ხელფასების გასაცემად სჭირდებოდათ.
გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რომ ხელფასები საქართველოში გაიცემა ეროვნულ ვალუტაში უნაღდო ანგარიშსწორებით, პლასტიკურ ბარათზე დარიცხვის მეშვეობით და არა ნაღდი უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციებით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დღეს "ქართუ ბანკმა" მიმართა ეროვნულ ბანკს სალაროს გამაგრების მოთხოვნით და ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ბანკი "ქართუს" სალაროს გამაგრების ოპერაცია, თუმცა, ქადაგიძე ამბობს, რომ ეს თანხა გაცილებით ნაკლებია იმ თანხასთან შედარებით, რის გამოც სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
იმენნო, ლოლ.