ვიდეო - რისთვის ემზადება ოლიგარქი
რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ძველმანების ბაზრობას? - მტკვრის მარჯვენა სანაპირო, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, 4078 კვადრატული მეტრი მიწა დედაქალაქის შუაგულში, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ეკუთვნის.
"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ მშრალი ხიდის ძველმანების ბაზრობის ტერიტორია იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელიც ივანიშვილმა არც "ქართუ ფონდის" და არც თანაინვესტირების ფონდის სახელზე არ გადააფორმა. ბაზრობას ძველ თბილისში ოლიგარქი ასოციაცია ,,ატუს’’ სახელზე ინახავს.
თბილისის მერი ამტკიცებს, რომ ძველმანებს ბაზრობაზე ივანიშვილს მშენებლობის უფლება ჯერ არ მოუთხოვია, თუმცა აქ დასაქმებულები "შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ ოლიგარქს მშრალ ხიდზე მშენებლობა ორჯერ ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის ბოლო პროექტი - რუსული სკოლა იყო.
რისთვის ემზადება ივანიშვილი?
მკვლევარები ეჭვობენ, რომ გადამწყვეტი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი მთელი იმ უძრავი ქონების ფულად ქცევას ცდილობს, რომელიც 2020 წელს საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სახელზე გადააფორმა და ხალხს უთხრა, რომ მათ ჩუქნის.
უკვე ცნობილია, რომ ორთაჭალჰესი, ძველი მეცხრე არხის ტერიტორიაზე ცათამბჯენები აშენდება. "ლაგუნა ვერე" - აბრეშუმების ფაბრიკა, აქაც ცათამბჯენებს დგამს, იპოდრომი პარკი, ესეც სამშენებლო მოედნად იქცევა, ბერი გაბრიელ ქუჩა, აქაც ქარხნის ნაცვლად კორპუსები იქნება.
რა ბედი ელის მშრალ ხიდს?
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით შემდეგ სამიზნე უკვე ძველმანების ბაზრობაა. კანონის თანახმად, საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემულ ქონებას ბიძინა ივანიშვილი უკან ვეღარ დაიბრუნებს, თუმცა მკვლევარების თქმით, მან ფულის ამოღების სხვა სავარაუდო გზა იპოვა - 9 თვის წინ საქველმომქედო ფონდისთის გადაფომბული ქონება, ივანიშივლმა საქართველოს ბანკში ჩადო, ამ ქონების ურუნველყუფით კი 300 მილიონი დოლარი სესხი ცემენტის ბიზნესის განვითრებისთვის გამოტანა.პ.ს ივანიშვილი თავისი რუსული ფულით არის საქართველოს კიბო. სანამ მაგ კიბოს ერი არ მოიშორებს არაფერი არ ეშველება არც ქვეყანას და საერთოდ არაფერს