1. ბატონი პრეზიდენტი უპირველესია
2. ბატონი პრეზიდენტი ყოველთვის მართალია
3. ბატონი პრეზიდენტი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის გარანტი და ერთადერთი ხსნაა.
4. ბატონი პრეზიდენტის ზრახვები და აზრები წმინდათაწმინდაა და არც გაბედო ეჭვის შეტანა მათში, არც სხვებს დაანებო ეს.
5. ბატონი პრეზიდენტის თანაგუნდელები წესიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ხალხია........უკლებლივ ყველა!
6. ბატონი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში უმამაცესი და უნიჭიერესი მთავარსარდალია.
7. საქართველომ რუსეთს ომი მოუგო.
8. საქართველოში ბიზნესის კეთება ყველაზე ადვილია (თითქმის).
9. ბათუმი - ბარსელონაა (ჰა, ჰა მონაკოზე ნაკლებს არ დასთანხმდე დებატებში).
10. საქართველოში ყოველ წელს უპრეცედენტო ინვესტიციები შემოდის (წინა წლებთან შედარებით რასაკვირველია, მაგრამ ეს ხომ წვრილმანია, არც იმაზე იდარდო, რომ კაცმა არ იცის ეს ინვესტიციები მერე სად მიდის, მიაწექი პირველ ჩვენებას).
11.ქართველი ხალხი ბედნიერია შუქით, გაზით, გზებით და შადრევნებით (მერე რა რომ პირველი ორის გადასახდელი ფული არ ჰყოფნით, მთავარია ხო აქვთ.......იდეაში!)
12. საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება.
13. თუ ვინმე გიმტკიცებს საწინააღმდეგოს და არგუმენტები არ გყოფნის, ჰკითხე "აბა გრეჩიხა ჯობდა?!".
14. თუ მე-13 პუნქტმა არ გაჭრა, აუცილებლად გაიხსენე, რომ ქართველები ყველა უვარგისები ვართ და ხელისუფლება კარგი საიდან მოვიდოდა?!
15. მუდამ გახსოვდეს, რომ საქართველოში კარგი კადრების საშინელი დეფიციტია, ამიტომ ხელისუფლება მათგან საუკეთესოებს ირჩევს და ეს ნაკლები ბოროტების პრინციპია მხოლოდ.
16. ვინც არ გეთანხმება და ბედავს ხელისუფლების კრიტიკას, რუსეთის აგენტი ან სულ მცირე რუსეთუმეა.
17. თუ მაინც და მაინც მავანმა ისეთი არგუმენტები დაგიდო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ ქვას გახეთქავს, ნუ დაგავიწყდება, რომ შენი სამშობლო რუსეთს ესაზღვრება და თბილისიდან 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას (თუ გკითხეს, ეგ როგორ მოხდაო, გაიხსენე მე-7 პუნქტი!)
18.ოპოზიცია ქვეყნის მტერია.
19.არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ის უნდა გაეყალბებინათ (აბა მტრებს ხომ არ შევუშვებდით პარლამენტში?)
პ.ს. ამ არგუმენტის გამოყენებისას, რაც შეიძლება გულუბრყვილო და მიამიტი სახე მიიღე, მერე რა რომ ვერ გხედავენ.
20. ქართველები დემოკრატიის ღირსნი არა ვართ და ბატონი პრეზიდენტიც ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენთვის.
21. ვისაც ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონს, ის დაბოღმილი და გესლიანია, დიდი ალბათობით შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკია, მებაჟე ან გაიშნიკი, შეიძლება ქურდი ან კაი ბიჭიცაა, რომელსაც სისხლი გაუშრო ბატონმა პრეზიდენტმა და ლუკმა წაგლიჯა.
wossapy"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა