უტუფურს, ბიძინას პირველ გამოჩენას მეც დაახლოებით ამგვარი განწყობით შევხვდი,
მაგრამ რაღაც-რაღაცეები შემდგომ დღეებში უფრო ნათელი გახდა და ამის გაუთვალისწინებლობა
არ იქნება სწორი. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, გაითვალისწინებ იმ შენიშვნებს რაც უკვე გამოითქვა და ნაწილობრივ, მეც წავუმატებ რაღაცეებს, მოდი მერე კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბე
ამ თემის დასკვნით პოსტში შენი აზრი
ბიძინა და რუსეთი
1. ფულის რუსული წარმომავლობა -რუსული წარმომავლობისაა ფული, რომლითაც
არსებობს ყოველი მეორე ქართულ ოჯახი დღეს. ემიგრანტების ფულებს ვგულისხმობ.
2. სპეცსამსახურებთან კავშირი - სპეცსამსახურების დახმარებით არ უშოვნია ეს ფული,
თუმცა რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს ეხმარებოდა საკმაოდ დიდი თანხებით და
და ამით ისინი ფაქტიურად "გააუვნებლა"
3. სპეც.ს.-ს შეუძლიათ ბიძინას ფული აუორთქლონ - რანაირად? აქამდე ბიძინას ბიზნესის
კანონიერების მიმართ რუსეთის ხელისუფლებას მცირე ეჭვის საფუძველიც არ ჰქონია. უხეში კანონდარღვევის გარეშე ბიძინას ფულის აორთქლება ვერ მოხდება, ეს უკანასკნელი
კი მსოფლიო მასშტაბის სკანდალს გამოიწვევს და არასახარბიელოა თავად რუსეთისათვის,
მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.
4. ლიტვინენკოს ვარიანტი -ეს გაუმართლებელი ავანტიურა იქნებოდა. ეს ვარიანტი თვით ობამას წინააღმდეგაც შეიძლება იქნეს გამოყენებული პოტენციურად, მთავარია მერე ამას რა მოჰყვება.
5, კერძო პირს მთელი კაპიტალი რუსეთში აქვს, მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და აქტიურად ერთვება სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით? -
არ არის მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული. კაპიტალის 2/3 დასავლეთში ჰქონია.
ბიძინას შვილებიც დასავლეთს ირჩევენ სასწავლებლად და საცხოვრებლად.
ვისზე უფრო მეტად ყოფილა დამოკიდებული?
ბიძინა და ნაცხელისუფლება
1. იყო დრო როცა ეს ორი “სასტავი” ერთმანეთს იყენებდა.,,, ესენიც თავის მხრივ აშენებულ ობიექტებს ხსნიდნენ, ქულებს იწერდნენ, სხვადასხვა პროექტებისთვის ბიძინას „წველიდნენ“
ნაწილობრივ ასეც იყო. აქაც, ისევე როგორც რუსეთში, ბიძინა საკუთარი ოჯახის
უსაფრთხოებისათვის, ბიზნესის დატერორებისაგან თავის დასაცავად
ნებაყოფლობით იხდიდა ხარკს,
2. ბიძინა აშენებდა და თავმდაბალი, უანგარო კაცის სახელს იხვეჭდა, „ინტელიგენციას“ ყიდულობდა...
- და ამას ყველაფერს აკეთებდა ანგარებით, რომ მერე პოლიტიკაში მოსულიყო?
3. მაგრამ დრო გადიოდა, რუსეთის რამდენიმე პროექტი ჩავარდა, ზოგიერთი მათგანი რომ იმთავითვე ცასავარდნად იყო განწირული, ეს კრემლშიც კარგად იცოდნენ (მაგ. ბურჯანაძის პროექტი),
კაი, რა,,,, საიდან იცოდნენ? მიშასთან იყო მოლაპარაკებული?
4. მაგრამ მაინც აამუშავეს, ვინაიდან მსგავსმა პროექტებმა მთლიანად მოასუფთავეს პოლიტიკური არენა საქართველოში და შექმნეს ვაკუუმი რომელსაც უპრობლემოდ შესავსებს ყველაზე მძიმე არტილერია - ივანიშვილი.
შეთქმულების თეორია, საკმაოდ უსუსური. თურმე პუტინს ივანაშვილამდე სულ ის უკეთებია,
რომ მიშას მოასუფთავებინა პოლიტიკური ასპარეზი ბიძინასათვის. პოლიტიკური არენა საქართველოში მოასუფთავა ოპოზიციის არაქმედითუნარიანობამ. იქნებ, ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე, ამ სიტუაციამ გამოიყვანა ასპარეზზე ივანაშვილი, ამას აზრს ვერ დაუშვებ?
ბიძინა და მხარდამჭერები
ნუ, აქ რა გითხრა. ეს სია სრულიად უცვლელად შეგვიძლია მივუსადაგოთ ვარდების რევოლუციის
შემოქმედთა მხარდამჭერებსაც, თვით რუსეთუმეების ჩათვლით.
მე მაშინ "პოლისჯოხებში" გავდიოდი.
და რაც მთავარია - ბოლო დღეების ქრონიკა. ხალისუფლების არაადექვატური ქმედებები.
ივანაშვილის დასაყრდენი - ალასანია - რესპუბლიკელები.
ესენი გამოგრჩა.
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)