წაიკითხეთ, არ დაიზაროთ - ჰომუნკული კვლავ ღეჭავს თავის საღეჭ რეზინს... გაუთავებლად, თავდაუზოგავად... მისგან კარგი ლენინელი გამოვიდოდა. მე პირადად ის კიბერნტეიკული ორგანიზმი მგონია - არ შეიძლება, ცოცხალი ადამიანი ასეთი სწორხაზოვანი და პრიმიტივი დემაგოგი იყოს. თუ ის გულწრფელია, რა თქმა უნდა... აშკარად, ტრანსორბიტალურ ლობოტომიასთან გავქვს საქმე

ნუგზარ წიკლაური – მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგაც ცენტრალურ როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში
16:37 16-11-2011
ხელისუფლების წინასაარჩევნო გეგმებსა და სხვა მიმდინარე საკითხებზე, "ინტერპესნიუსი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.
- ბატონო ნუგზარ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა ჯერ კიდევ აქტუალურია. უნდა ველოდოთ ხელისუფლების ასეთ გადაწყვეტილებას?
- არც ერთი საერიოზული განცხადება არ მომისმენია ვადამდელ არჩევნებზე. ამ საკითხს ხან რომელ არაპოლიტიკურ საკითხს უკავშირებენ, ხან - რომელს, ხან - პარლამენტის ქუთაისში გადატანას. არავითარი საფუძველი არ აქვს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს. ეს არაერთხელ გვითქვამს.
- პრეზიდენტმა ორჯერ გააკეთა განცხადება ქუთაისში პარლამენტის სხდომის 26 მაისს ჩატარებასთან დაკავშირებით, ორჯერვე გახდა განმარტებები საჭირო. ჟურნალისტებმა მივიჩნიეთ, რომ პრეზიდენტი ასე შეგნებულად მოიქცა.
- 26 მაისს დასრულდება შენობა, ხოლო რა ფორმატით შევიკრიბებით იქ, დაზუსტდება. მოიძებნება ისეთი ფორმა, რომელიც კანონთან წინააღმდეგობაში არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არჩევნები საკონსტიტუციო ვადებში ჩატარდება.
- რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ქუთაისში ამ მოწვევის პარლამენტის შეკრება?
- ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში გადატა. ეს არ არის ჩვეულებრივი გეოგრაფიული ადგილმონაცვლეობა. ასეთი მიდგომა მთელი საქართველოში განავითარებს პოლიტიკურ კულტურას. თბილისი პოლიტიკური თავკომბალად გადაიქცა. ადრე რაიონებში პოლიტიკური პერსპექტივა არ ჰქონდათ, თუ თბილისში არ ჩამოვიდოდნენ. ახლა კი შეიცვლება ყველაფერი – სოფელიც პოლიტიკური ცხოვრები ნაწილი გახდება.
- რომ ვერ მოესწროს პარლამენტის შენობის დასრულება? ასე დაჩქარდა ოპერის მშენებლობა ბათუმში და მერე წყალი ჩავიდა. ქუთაისშიც, სადაც პარლამენტი შენდება, ამბობენ, გრუნტის წყლები ამოვიდაო . . .
- ეგ არის ჰიპოთეზები. რატომ ვერ უნდა მოესწროს? არსებობს მშენებლობის გეგმა, არსებობენ პასუხიმგებელი პირები. გაუგებარია, რატომ ვერ უნდა მოესწროს. რეგიონების პოლიტიკურად განვითარებას აუცილებლად მოვახდენთ, თბილისი ყოველთვის დარჩება საქართველოს ცენტრად.
- მთელი ეს პროცესი, სამინისტროების რეგიონებში გადანაწილება და ა.შ, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ე.ი. "ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს?
- ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არაფერზე დამყარებულ ვარაუდებს გამოთქვამენ, დღეს ერთიანობაა. ჩვენ პოლიტიკურ ძალაში რყევები გამორიცხულია. ამას ყველა ატყობს განსაკუთრებით ის, ვინც პოლიტიკაშია.
- 2012 წლის არჩევნები ისეთივე იქნება ხელისუფლებისთვის, როგორიც 2008 წლის იყო? რა განსახვავებული გამოწვევები გაქვთ?
- სამყაროში არაფერი მეორდება და ანალოგები არ რასებობს, განსაკუთრებით - პოლიტიკაში. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს წინ უსწრდებდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც დიდწილად განაპირობა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. მაშინ ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სტაბილურობას მისცა ხმა, ქართველმა ხალხმა დიანახა, რომ თუ ერთი ძალიდან იქნებიან პრეზიდენტიც და პარლამენტიც, ქვეყანა შეიძლება ეფექტურად განვითარდეს. ახლა სხვა ვითარებაა. თუ მაშინ საპრეზიდნეტო არჩევნებმა იმოქმედა ადამიანების განწყობაზე, ახლა პირიქით არის. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ცენტრალური პოლიტიკური მოვლენა იქნება.
- ვის მიიჩნევთ თქვენს ძირითად კონკურენტად?
- გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი განაპირობებს რეიტინგს. ძალიან ძნელია თქვა, ვინ იქნება ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე. ნებისმიერი პარტიისათვის რომ მთავარი პოლიტიკური მოწონააღმდეგე "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, ეს ცხადია.
არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთა ისტორია პოსტსაბჭოთა საქართველოდან მოდის, ზოგი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაფუძნდნენ არალეგალურად, იქნებიან ესენი "რესპუბლიკელები", "ეროვნულ-დემოკრატები" თუ სხვა. თუმცა ვხედავთ, რომ ამ პარტიებიდან ზოგი საერთოდ აღარ დარჩა, ზოგისადმი მხარდაჭერა კი ორნიშნა ციფრებით ვერ გამოიხატება. არიან ახალი ძალებიც, რომელთა მიმართ მხარდაჭერა უფრო დიდია. არიან საპარლამენტო პარტიები, რომელთა რიტორიკა არ იყო ბევრ საკითხზე ისეთი შეურიგებელი, ოდიოზური ფრაზებით გაჯერებული, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ა.შ. მათ ჰქონდათ მცდელობები, ესაუბრათ ჯანდაცვაზე, ეკონომიკაზე, შეხვედროდნენ ხალს… არიან ასევე პოლიტიკური ძალები, რომელთაც რადიკალურიად განსახვებული ხედვები ჰქონდათ ნატო-სთან და ევროკავშირთან მიმართებაში და მაშინვე შეიცვალეს მიდგომები, რაც გავლენიანი და ფულიანი ადამიანის რჩეულები გახდნენ. ასე რომ, იცვლება ბევრი რამ . . .
- თავად "ნაციონალური მოძრაობაც" რომ შეიცვალოს და მისი კონკურენტი მისივე წიაღიდან გამოსული ძალა გახდეს?
- ადამიანური რესურსებით ცვლილება იქნება, იქნებიან ახალი სახეები, დარჩებიან ის ადამიანებიც, რომლებთანაც ეს მოძრაობა ასოცირდება. თუ ის გაინტერესებთ, არის თუ არა დაპირისპირება ჩვენთან საპარლამენტო, საპრეზიდენო და საპრემიერ-მინისტრო კანდიდატებთამ დაკავშირებით, ასეთი რამ არ არის. გადაწყვეტილება საბოლოდ ერთად იქნება მიღებული. ბევრ ლიდერს "ნაციონალური მოძრაობიდან" სიტყვის თქმის უფლება აქვს ამ არჩევვანის დროს . . .
- ვინ არიან ასეთი ლიდერები?
- არიან, მათი რაოდენობა არ არის შეზღუდული. ბევრისგან განსახვავებით, პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, წარმომადგენლობა პარლამენტში, ჰყავს მაჟორიტართა კორპუსი… ყველა ამათი შეჯერებით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება.
- ამ ლიდერებს რომ გაუჩნდეთ ამბიცია ცალკე გამოყოფის და "ნაციონალებთან" დაპირისპირების?
- დღეს რაც ხდება, ეს არის მონოლითური გუნდი და გვაქვს ერთიანი ხედვა, ერთიანი ფასეულობები და არანაირი დაპირისპირების ნიშნები არ არსებობს. ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს ჩვენს გუნდში, ვინც გამოვა და იტყვის, რომ განსხვავებული ხედვა აქვს დემოკრატიასთან, საგარეო პოლიტიკურ ამოცანებთან, ეკონომიკურ კურსთან. დღეს ასეთი არაფერი ხდება, მომავალში კი რა იქნება, წინასწარმეტყველება არავის შეუძლია. სცადა ალასანიამ, მაგრამ კრახით დასრულდა . . .
- არც მიხეილ სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ ადგილსამყოფელზეა მსჯელობა?
- 2013 წელი შორს არის. ამ თემაზე საუბარი მაშინ, როცა ქვეყანას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემება, აქვს ეკონომიკური გამოწვევები და სერიოზული მიმართულებები ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დაუშვებელი ფუფუნებაა.
ყველა ვთანხმდებით, რომ ორი თვის წინ საქართველოში სრულიად განსახვავებული პოლიტიკური ვითარება იყო, ხოლო რუსი ოლიგარქის გამოჩენამ ის კარდინალურად შეცვალა. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, თუ რა იქნება მომავალში, ძნელია. მე პირადად დარწმუნებული ვარ, ორი წლის შემდეგაც და სამი წლის შემდეგაც, ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ქართულ პოლიტიკაში განმსაზღვრელ როლს ითამაშებს.
- რა ფორმით შეიძლება ითამაშოს ასეთი როლი?
- ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ყველაზე კარგი რესპონდენტი თავად სააკაშვილი იქნება. ის ჯერ კონკრეტულად არაფერს ამბობს, თუ როგორ წარმოუდგენია თავის პოლიტიკური მომავალი, ალბათ არა იმიტომ, რომ არ სურს ამაზე ლაპარაკი, არამედ იმიტომ, რომ არასერიოზულია რამდენიმე წლით ადრე ამაზე საუბარი. მე მიმაჩნია, რომ 2013 წლის შემდეგ სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალურ როლს შეასრულებს.
- მაინც როგორ წარმოგიდგენიათ მის მიერ ასეთი როლის თამაში, რომელი თანამდებობიდან?
- გვინახავს სხვადასხვა ლიდერები, რომლებიც გავლენით შეიძლება მაღალ დონეზე იყვნენ, მაგრამ მათი თანამდებობრივი პოზიცია ამას არ შეესაბამებოდა. ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც მეტი დინამიზმით შეეძლოს პოლიტიკური პროცესების მართვა, ვიდრე სააკაშვილს შეუძლია.
- პირადად თქვენ, ნუგზარ წიკლაურს, ხელისუფლების რომელ შტოს გინდათ წარმოადგენდეს სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ?
- დემოკრატიულ ქვეყნებში ამას არ წყვეტენ პოლიტიკოსები, არამედ - ხალხი. როცა პოლიტიკოსები ამობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს პრემიერ-მინისტრობა, ისინი აღიარებენ, რომ არჩევნებში უნდა დამარცხდნენ. არ არსებობს ძალა, რომელიც დამარცხებასთან შეგუებულ ადამიანს გაამარჯვებინებს. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ განმსაზღვრელი აგდილი ჰქოდნეს პოლიტიკურ სივრცეში…
- შეიძლება სააკაშვილმა საპარალემენტო არჩენებში იყაროს კენჭი?
- ჟურნალისტების მოვალეობაა, ასეთ კითხვებზე პასუხები ეძებოს. მაგრამ, გარწმუნებთ, მარჩიელობა, თუ რა იქნება 2012 და 2013 წლის შემდეგ, იმ ადამიანების ხვედრია, რომელთაც მეტი საქმე არ აქვთ, სხვა სერიოზულ თემებზე კონტაქტი არ შეუძლიათ ამომრჩეველთან და ვანგას, თეთრი თუ შავი მაგებივით მომავლის განჭვრეტა სურთ.
- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განაცხადს რა განწყობით შეხდვით?
- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და ამას არც არავინ უარყოფს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოში გამოჩნდა სერიოზული პოლიტიკური ცენტრი, რომლის მიმართებაც საგარეო პოლიტიკური კურსისადმი განსხვავებულია. ჩვენ აქამდე ვხედავდით ნინო ბურჯანაძეს, ზურაბ ნოღაიდელს, კახა კუკავას, რომლებიც ჟირინოვსკისთან მეგობრობდნენ. მაგრამ სხვაა, როდესაც შემოდის ადამიანი, რომელსაც ფანტასტიკური კაპიტალი და მარავალმილიარდიანი ქონება აქვს, წლების განმავლობაში აქტიურად ამყარებდა კავშირებს სხვადასხვა სოციალურ ფენებთან, მათ შორის ფულის გადაცემის გზით; იღებდა მონაწილებას სხვადასხვა პროგრამებში, ტაძრების მშენებლობაში და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის უარყოფითი წინაპირობა მისთვის.
ამ ფიგურასთან მიმართებაში უკვე ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მესიჯებია, რომელთა შორის უპირველესი რუსეთთან ომში საქართველოს დადანაშაულება იყო. ეს ირიბად ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის აღიარებას, რადგან თუ ისეთი პოლიტიკური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, რომელსაც ასეთი განცხადებები აქვს გაკეთებული, მისი მესიჯების განაღდებაც მოუწევს და არიაღიარებასთან დაკავშირებით მთელი საერთაშორისო კონსოლიდაცია წყალში ჩაიყრება.
- ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ტალიავინის დასკვნაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, ეს დასკვნა საქართველოს ხელისუფლებამაც აღიარა. . .
- ასე არ არის. დასკვნაში წერია, რომ როცა საქართველომ 7 აგვისტოს დაიწყო სამხედრო მოქმედებები, ჩვენ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ოსური ბანდფორმირებები და რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები…
- რაც არ უნდა იყოს, პოლიტიკურ ტენდეციად ჩამოყალიბდა, რომ ხელისუფლება ყველა პოლიტიკურ ძალაში, რუსეთის ინტერესებს ხედავს.
- რუსეთის ამოცანაა, რომ წარმოჩინდეს როგორც მშვიდობისმყოფელი და კონფლიქტი ეთნიკურ კონფლიქტად წარმოაჩინოს. დღეს ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილიც ამას ცდილობს. რუსეთს საკუთარი თავის გამართლება უნდა და ეს ივანიშვილმა გააკეთა კიდეც. მისი მესიჯი იყო, რომ მის პოლიტიკურ ძალასთან რუსეთს არანაირი პრობლემა არ ექნება.
- მართლაც რომ მოვიდეს რუსეთიდან მართული ძალა და თქვას, რომ საშინელი და საზიზღარი აგრესორია რუსეთი, მისაღები გახდება ხელისუფლებისთვის?
- აქამდე ბატონი ალასანია და "რესპუბლიკელები" ცდოლობდნენ ამისთვის თავი აერიდებინათ. ხოლო, რაც ივანიშვილის ფული გამოჩნდა, მსოფლმხედველობა შეიცვალეს და ეს გასაგებიცაა. შეუძლებელია, გამოდიოდეს ადამიანი, ჰქოდნეს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთი ოკუპანტია და მასში მაინც ვინმემ რუსული ძალა დაინახოს, ასეთი რამ საქართველოში არ ხდება.
- საპარლამენტო დებატებისას თქვენ რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებთ-ხოლმე დეპუტატებს დიმიტრი ლორთქიფანიძესაც, გიორგი ცაგარეიშვილსაც, კარლო კოპალიანსაც . . .
- როცა ფრაქაციაში პეტრე მამრაძე გყავს და ტალიავინის კომისიის დასკვნას ამახინჯებ, აბა რა უდნდა ითქვას? მე პირადად მათ მოვუწოდე, პეტრე მამრაძის გამოსვლის შემდეგ გაეკეთებინათ განცხადება იმის შესახებ, შეეძლოთ თუ არა იგივეს გამეორება მათაც, რომ ომი საქართველომ დაიწყო. სხდომათა დარბაზში ეს ვერ მოახრხეს და და მერე კაბინეტებიდან დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რომ ტალიავინის დასკვნაში ასე წერიაო. როგორ, ქართველმა პოლიტიკოსმა არ იცის, ვინ არის აგრესორი?
- ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებსი მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი სერიოზული ფიგურაა. გამორიცხავთ რაიმე სახით მასთან თანამშრომლობას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? თუნდაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დამტკიცებისას. თუ დარწმუნებულები ხართ, რომ მომავალ პარლამენტშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება?
- აქ საუბარია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი. არიან ძალები, რომლებიც ყველა საკითხზე ჩვენს პოზიციაზე არ იზიარებენ, მაგრამ მთავარ, ფუნდამეტურ საკითხებზე გვაქვს ერთიანობა. მათთან საუბარი ყოველთვის შეიძლება. ადამიანთან კი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო აგრესორია, თანამშრომლობა წარმოუდგენელია.
ამ ადამიანის მესიჯი დემოკრატიასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ყველას და ყველაფრის ყიდვა შეუძლია, უსაფრთხოებასთთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ საქართველომ ნატო-სთან ინტეგრირება უნდა გადადოს და რუსეთთან ინტერესების თანხვედრა მოახდინოს. მაინტერესებს, როგორ უნდა მოხდეს ეს თანხვედრა. ამ შემთხვევაში რუსეთი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ აგრესორია, ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია და ახლა მივხვდი ამას. თუ ასე მოხდა, მაშინ იქნება ინტერსების თანხვედრა. რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს წარმოუდგენია რომ ასე იქნება? თან პუტინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი უნდა აღადგინოს. ივანიშვილთან არასოდეს არაფერზე ვითანამშრომლებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანის ქმედებები საქართველოს ეროვნული ინეტერსების წინააღმდეგ არის მიმართული.
- ივანიშვილი რუსეთის შეცვლას ჩრდილოკავკასიის ფაქტორის გათვალსიწინებით ვარაუდობს, თქვენც არაერთხელ გითქვამთ იგივე, რომ კავკასიის ფაქტორის გათვალისიწნებით, რუსეთს აღიარების უკან წაღება მოუწევს . . .
- რა თქმა უნდა, რუსეთს მოუწევს აღიარების უკან წაღება, მაგრამ არა ისე, როგორც ივანიშვილს წარმოუდგენია – პუტინი იქ დემოკრატიას ააყვავებს. მე წრამომიდგენია, რომ რუსეთი ასეთი რეტროგრადული სტილით დიდხანს ვერ გაძლებს და ვერ განვითარდება. ისევე დაინგრევა ასეთი რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა. გამორიცხულია, პუტინი გახდეს დემოკრატი, როგორც ივანიშვილს ჰგონია. ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებობს მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენის მქონე ძალა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთთან. მე არ ვიცი, ეს არის მისი პოლიტიკური პლატფორმა, თუ იძულებით ამბობს ასეთ რამეს.
- ეს ყველაფერი როგორი ასახსნელი იქნება მოსახლეობისთვის?
- ადვილი ასახსნელი იქნება, რადგან ბევრი რამე ასახსნელიც კი არ არის. როცა 80 პროცენტი ნატო-ს უჭერს მხარს, ისინი იმასაც კარგად ხვდებიან, რა ძალა გამოჩნდა ახლა პოლიტიკაში. რუსეთი 200 წელი ცდილობს ერთი და იგივეს. ეგონათ, რომ დაგვამარცხეს, ბომბი გვესროლეს, ფეხზე მაინც ავდექით, მერე მიხვდნენ, რომ სხვა გზისთვის უნდა მიემართათ და ეს სხვა გზა სწორედ ბიძინა ივანიშვილია.
- დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ასეთი განცხადებები ივანიშვილს პოლიტიკურ შანსებს შეუმცირებს?
- ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლტიკურად იდენტიფიცირებული არ არის, ადამიანები მასზე ისევ საუბრობენ, როგორც ბიზნესმენზე და არა - როგორც პოლიტიკოსზე. პოლიტიკურად არააქტიურ რიგით ადამიანებამდე პოლიტიკური მესიჯები გვიან მიდის, დაახლოებით 2 თვეში ასე აღარ იქნება. მთელ მსოფლიოში ასე ხდება, როცა ასეთი ტიპის ოლიგარქები გადაწყვეტენ-ხოლმე პოლიტიკაში შემოსვლას, მასზე უკვე იწყებენ მსჯელობას როგორც პოლიტიკოსზე და მისი ძველი საქმეები მეორეხარისხოვანი ხდება.
დღეს ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობენ იმას, რაც მის ხედვებთან კავშირში არ არის, მისი პოლიტიკურად იდენტიფიცირების შემდეგ კი, დაიწყება მისი როგორც პოლიტიკოსის კრიტიკაც, მოწონებაც, ქებაც და ა.შ. მის პოლიტიკურ მარაგში კი, ჯეჯერობით მხოლოდ საქართველოს აგრესიაში დადანაშაულებაა. რა თქმა უნდა, ეს განმსაზღვრელი იქნება მისდამი მოქალაქეების დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მოქალაქეებისთვის ის იქნება ადამიანი, რომელიც აპირებს, გადაიხადის ფული და იყიდოს მედია, მხარს უჭერდა ელცინს მაშინ, როდესაც ერთი წლით ადრე, მას უკვე 300 ათასი ადამიანი გამოყრილი ჰყავდა სახლებიდან, უმცირესობებისთვის, კერძოდ კი აზერბაიჯანელებისთვის ის იქნება პოლიტიკოსი, რომელმაც მხარს უჭერდა ლებედს, ვინც სისხლის მდინარეები დააყენა ბაქოში. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მის დიდი პოლიტიკურ შანსებს ვერ ვხედავ. . .
დაჯი პაატაშვილი
”ინტერპრესნიუსი”
http://www.interpressnews.ge/ge/interviu/1...hovrebashi.html
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.