personn
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 357
წევრი No.: 81617
რეგისტრ.: 6-January 09
|
#27988510 · 24 Oct 2011, 05:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dedi Co
[quote]personn
[quote]ვერ გამოსწორდება. [/quote ]
ბოლომდე სად გამოსწორებულა რომ აქ გამოსწორდეს. მაგრამ გვინდა-არგვინდა ცხოვრება წინ მიდის და ადამიანები უკეთეს ცხოვრებას ითხოვენ. უკეთესს რომ უყურებენ, მატაც უკეთესი უნდათ. ეს ამოძრავებს მთელ მსოფლიოს და ეს ხდება ჩვენთანაც.
რაც შეეხება ამ ტექსტს [quote]”... ქართველთა სახელმწიფო, ფაქტიურად, გაუქმდა. მისი ავ-კარგის მიმართ ერის ძირითად მასას ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა მოუდუნდა, ხოლო მრავალმა დამარცხებამ და აოხრებამ მოქალაქეს ძლევამოსილების რწმენა დაუკარგა. სწორედ ამან მოახდინა ერის ზნეობაში პირველი ძვრა დაკნინებისკენ. მთავარი სამუშაო ფუნქციის კერძო-ეროვნულმა ხასიათმა, საერთაშორისო უმნიშვნელობამ შეასრულა: ცხოვრება სიცოცხლის შენარჩუნების პროცესად იქცა, ხოლო ამ პროცესმა თავისი მომწესრიგებელი ფაქტორი, ანუ შესაბამისი ზნეობა ჩამოაყალიბა, – თავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული, ძლიერი სახელმწიფოს დროინდელთან შედარებით დაბალი და კნინი. მართალია, კერძო-ეროვნული მიზნისთვის, მაგრამ ხალხი მხარდამხარ იდგა, ადამიანს ერთობისა და ერისთვის თავდადების უნარი საკმაოდ გამახვილებული ჰქონდა. ხუთასი წლის გააფთრებული წინააღმდეგობის შემდეგ ერი ხორციელად განადგურდა, სულიერად გადაიღალა. სხვა გზა აღარ იყო და ერთმორწმუნე ერი მოვიყვანეთ. დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტების უძველესმა წყურვილმა ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება: ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით! რუსეთთან შეერთებამ ყველა პრობლემა ერთბაშად მოხსნა. გაგვათავისუფლეს ომებისგან, ლეკიანობისგან, ამოწყვეტის საშიშროებისგან, ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიისგან და გადასახადებისგანაც კი. ეს შესვენება ქართველი ერისთვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ ერთი კანონზომიერი რამ მოხდა: ისტორიულად კაცობრიულ და ეროვნულ ვალდებულებებს დაჩვეული ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა, მას აღარაფერი მოეთხოვებოდა, სრულიად აღარაფერი; ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს. ასი წელიწადია ვბალახობთ, ჩვენი ერთადერთი ფუნქციაა – ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. გათავდა. ასეთმა ფუნქციამ ძველი, ტრადიციული ზნეობა გადააგვარა და დღეს თუკი ვისმე თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული აქვს, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ზნეობა უმდგრადესია სულიერ ღირსებათა შორის.... ” [/quote]
ეს, 30-ს კარგად რომ გადავცილდი, მერე გავიაზრე, რომ მხოლოდ ერთეული მამულიშვილებისა და წმინდანების სამაგიდო ტექსტებია და არა ჩვეულებრივი ადამიანებისა, რომლებსაც ძალიანაც უნდათ იყვნენ გმირები, მაგრამ არ შეუძლიათ სამწუხაროდ. ამიტომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. თუ კი ვინმე შეძლებს, რომ დინებას მიჰყვეს, არ დაიხრჩოს და არც ქვეყანა დაახრჩოს, ხალხი იმას აირჩევს ყოველთვის. სამწუხაროდ რომანტიზმი მხოლოდ პირად ცხივრებაშია კარგი და ბევრჯერ იქაც არ ამართლებს. smile.gif[/quote]
ყმაწვილური რომანტიზმის ასაკში არც მე არ ვიმყოფები. არც იმის მტკიცებას არ ვაპირებ, რომ ორჯერ ორი ოთხია - რასაკვირველია ცხოვრება წინ მიდის და ადამიანები უკეთეს ცხოვრებას ითხოვენ, არც მთელი ერი ერთიანად გმირებისაგან არ შედგება. იცით პარიზის ასეულათასობით მოსახლიდან სულ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ბასტილიის (რომელიც ათვლის საწყისი წერტილია გლობალისტური მსოფლიო წესრიგის დამყარების ისტორიაში) შტურმში?– 800 (რვაასი) კაცი. არც იმის ილუზია მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვლება- ამისთვის დიდი პიროვნებები უნდა ედგნენ ერს სათავეში, მაგრამ სამწუხაროდ ილიას და ზვიადის მასშტაბის ფიგურები კი არა, საერთოდ სახსენებელიც კი დღეს საქართველოს არავინ არ ჰყავს. (სულიერი მამები არ მყავს მხედველობაში). მაგრამ ის, რაც ჰაერივით აუცილებელია პატარა ქვეყნისათვის, იმისთვის რომ თვითმყოფადობა არ დაკარგოს - ემოციურ-ფსიქოლოგიური ფონია, ისტორიულ მეხსიერებაზე დაფუძნებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ”ადამიანს ერთობისა და ერისთვის თავდადების უნარი საკმაოდ გამახვილებული” ჰქონდეს და ამა თუ იმ საჭირო მომენტში, როცა მრავალი ფაქტორი ბუნებრივად ერთად მოიყრის თავს, ხალხმა (ისტორიის მასალამ, როგორც ლევან სანიკიძე იტყოდა) შეძლოს აჩვენოს თავისი ძალა. საქართველოში კი, სადაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა პროცესი გარე ძალების მიერ იგეგმება და იმართება, ისტორიული მეხსიერება ის ფენომენია, რომლის ყველანაირი ხერხებით ამოშანთვასაც ცდილობენ ერის ცნობიერებიდან. ივანიშვილის შემოყვანამ რასაკვირველია ააბუყბუყა პოლიტიკური ჭაობი. რასაკვირველია იქნება გარკვეული შეღავათები, რადგან ყულფის მოშვებაა საჭირო, პაციენტი რომ არ დაიხრჩოს (ალბათ შერბილდება რეჟიმის ძალადობა, შედარებით თავისუფალი გახდება სასამართლო, მედია, შეიცვლება სხვა რაღაცეებიც) მაგრამ არ შეიცვლება მთავარი - თავად ეს კისერზე შემოხვეული ყულფი. ორიენტირებდაკარგული საზოგადოების რაობა და ფუნქციები კიდევ ამომწურავადაა დახასითებული ”დათა თუთაშხიადან” მოყვანილ იმ ცნობილ ტექსტში. გავიმეორებ და კვლავ ვიტყვი, რომ მესმის - საზოგადოება გმირებისაგან არ შედგება, მაგრამ არის ერთი ”მაგრამ” – ”თუ კი ვინმე შეძლებს, რომ დინებას მიჰყვეს, არ დაიხრჩოს და არც ქვეყანა დაახრჩოს, ხალხი იმას აირჩევს ყოველთვის” - საერთოდ არ ეხება იმ მდგომარეობას, რის შესახებაც ვწერდი ამ თემაში. მეც დაგეთანხმებოდით თქვენს მოსაზრებაში, ჩვენ რომ რომელიღაც ბელგია/ჰოლანდია ვიყოთ, ან თუნდაც ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, მაგრამ ჩვენ ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ ჩვენი მდგომარეობა არის ბრძოლა არსებობისათვის და ქართველ ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება, ეს არ არის რომანტიზმი: ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, რომელსაც ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას და იბრძვის გადარჩენისათვის - რომანტიკოსია? ორიენტირებდაკარგულმა საზოგადოებამ ორჯერ უკვე დაუშვა უმძიმესი შეცდომა, რისი შედეგიც იყო ილიას მკვლელობა და ზვიადის მკვლელობა. ჩვენი დღევანდელი ყოფა ამ შეცდომების პირდაპირი შედეგია. ვერ გავაცნობიერებთ, რომ ვიღაცის მიერ მართული თოჯინების მოქმედებების გარჩევა და ამაზე ჟივილ-ხივილი კი არ არის ჩვენი მომავალი, არამედ სხისი თამაშიდან გამოსვლა? - დავამთავრებთ ლოგიკური შედეგით - საერთო ეროვნული კატასტროფით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი მხოლოდ აქეთკენ მიდის.
P.s. ”დათა თუთაშხია” ნამდვილად დიდებული რომანია.
|