რის ხარჯზე არემონტებენ გუბერნატორის 3 ოთახს.
by შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი on Saturday, October 22, 2011 at 3:29pm
.
გორის საკრებულომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების პროგრამა 135 000 ლარით შეამცირა. აღნიშნულ დადგენილებას ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. გამოთავისუფლებული თანხიდან 40 000 ლარი პოლიციის დაფინანსებაზე წავიდა. 37 800 ლარი საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურებას დაემატა, საიადანაც 3 000 ლარი საპირფარეშოს შეკეთების პროგრამას ერგება. ხოლო 12 500 ლარი, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე, სადაც გუბერნატორის აპარატია განთავსებული, 3 ოთახის შეკეთებაზეა (12 500 ლარი) გათვალისწინებული. აღნიშნულ დადგენილებას საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ინფორმაცია აღნიშნული 135 000 ლარის ,,ყოფილი ბედის“ შესახებ. გამოთავისუფლებულ თანხაში შედიოდა შემდეგი სახის ღონისძიებები:
- ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება - 10 000 ლარი
- სპორსტმენებისა და სტუდენტების დახმარება - სოციალური უზრუნველყოფა - 10 000 ლარი
- საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების დახმარება, სოციალური უზურნველყოფა - 7 000 ლარი
- ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება - 29 000 ლარი
- ენროკრინოლოგიური დაავადებულ ბავშვთა დახმარება - 30 000 ლარი
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება - 22 000 ლარი
- ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება - 15 000 ლარი.
- უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 8 000 ლარი
- - დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება - 4 000 ლარი.
ამ 135 000 ლარის გარდა, გორის საკრებულომ 48 000 ლარიანი ,,უფასო სასადილოს“ დაფინანსებაც შეწყვიტა. გორის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ,,უფასო სასადილო“ მომდევნო წელს განახლდება.
შემცირდა ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - 8 000 ლარით. უპოვარ მართლმადიდებელ მრევლთა დახმარება - 12 000 ლარით.
http://www.facebook.com/#!/notes/%E1%8...164610983632308