SuperVisorარ ვიცი რეალურად არჩევნებში დავუჭერ თუ არა მხარს, მაგრამ აქვს გარკვეული უპირატესობები სხვა სავარაუდო კანდიდატებთან:
1. პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზეზია ის, რომ ხალხს ყელში ყავს მიშა, თავისი გუნდით. გულახდილები ვიყოთ და ქართველები ნებისმიერს დაუჭერენ მხარს, ვინც ყოფილი ოპო ან ყოფილი მიშისტი არ იქნება და ელემენტარულად რაიმეს ჩამოაყალიბებს. აქ ვერ ჯდება ვერც შალვა, რომელსაც ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული, მაგრამ PR არ უვარგა და არავინ უფასებს, ვერც თარგამაძე, რომელსაც ხელისუფლება დაუფარავად აპიარებს, როგორც ოპოზიციას და ცხადია ნდობა არაა და ვერც ალასანია, რომელიც ყოფილი მიშას გუნდის წევრია.
2. მეორე მიზეზი მილიარდებია და არაფერი არა-ეთიკური ამაში არ არის. რესურსი ორ რამეზე მიუთითებს - პირველი იმაზე რომ რაღაცნაირად შეძლო ამ მილიარდების მოპოვება, ანუ რაღაც მაინც ეხერხება და მეორე - ხელისუფლებაში ცალი კალოშით არ მიდის გამდიდრების მიზნით და სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ რომ მოსახლეობას აქვს იმედი, რომ "თუ რამე" ის თავის ფულსაც დახარჯავს საჭირო საქმეში, რაც ცოტა არ იყოს გულუბრყვილო აზრია, მეორეს მხრივ კი ივანიშვილს დახარჯული აქვს ქველმოქმედებაში, ქართულ სამხედრო საქმეში და ა.შ.
3. მიუხედავად იმისა რომ ნახსენები აქვს რელიგიური მორწმუნე არ ვარო, სამღვდელოებაც კარგად ყავს მოქრთამული, შეიძლება მიშას გუნდივით ათეულ მილიონებს არ ჩუქნის ქართველების ჯიბიდან საპატრიარქოს, სამაგიეროდ საკუთარი ჯიბიდან აქვს გაცემული, მე ეგ ნაკლებად მაღელვებს, სამაგიეროდ იმედი მაქვს რომ ნაკლებად დაიწყებს "რელიგიური" ბარათის გათამაშებას, თორემ გამორელიგიურდა ეს ერი მთლიანად. ბოლო დროა მარტო ეკლესიები და პოლიციის შენობები იხსნება ყველგან.
ეს სამი ძირითადი მიზეზია, გარდა ამისა თავის აზრს და სათქმელს მშვენივრად აყალიბებს და არც ისე შტერია, რომ მიშას გუნდის ხრიკებზე ავარდეს, როგორც მინიმუმ ჯერ-ჯერობით მიშამ ვერაფერი გააწყო. ეტყობა კარგად, რომ მზად იყო ასეთი ამბებისთვსი და ელოდებოდა კიდეც. აქვს გამოცდილება სხვადასხვა პირების "გაქაჩვაში" ორგანიზებაში და როგორც თავად ამტკიცებს - კადრების არჩევაც ეხერხება (იხ. პუნქტი მე-2).
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრეზიდენტათ თუ აირჩიეს, მეორე დღეს "ქართული ოცნება" ასრულდება და "ციდან პაჭკა-პაჭკა" დოლარები გადმოცვივდება, მაგრამ ალტერნატივა უნდა იყოს, ისეთი, რომელზეც იტყვი "ერთი ამათი ისეც და ასეც, წავალ - ამას მივცემ ხმასო" და არა "ისევ ესენი ჯობიან ამათი ასე და ისე, მაგრამ აბა სხვა ვის მივცე ხმა, მართლა გრეჩიხას ხომ არაო".
ასე, რომ თუ მილიარდელი ხარ, შენთვის წყნარად ხარ, ირიბად ერევი ქვეყნის მართვაში და ფულსაც ხარჯავ, მაგრამ არავინ გიფასებს და რასაც უნდა იმას აკეთებენ და ღლეობენ, დიდი ცდუნებაა "თუ რამის გაკეთება გინდა კარგად, ადგე და შენით გააკეთო"
აი ესაა ჩემი კომენტარი