სპიტაკის დროს მყავდა 2 წლის ბავშვი და ვცხოვრობდი მეხუთე სართულზე.
იმის მერე დავიფიცე, რომ კორპუსში აღარ ვიცხოვრებდი.
ბინაში ორი სამედიცინოს სტუდენტი და და დეიდაშვილი მყავდა, რომლებსაც ეძინათ.
ცალკე იმათ ვუბრახუნებდი, ცალკე ბავშვს ვახვევდი, ცალკე მეზობლებს ვუყვიროდი-ლიფტში არ ჩაჯდეთ-თქო...
მეზობლის ღამისპერანგიანი ქალისთვის ისე მიმიწოდებია ჩემი პალტო, ეზოში რომ მითხრა მადლობა, მაშინაც ვერ გავიხსენე...
ვიძახდი, თუ კორპუსში მოვკვდი, დამატირეთ" საწყალი, კორპუსში მოკვდა"-თქო
ჰოდა, ახლა ღამით მაინც მძინავს მშვიდად