apachi[quote]ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რასაც სარწმუნო წყაროებით ვადასტურებ და მეგრელებთან მჭიდროკავშირიდან გამომდინარე ვიცი რომ ტუტანა (ასე მოფერებითეძახდნენ ქალიშვილობაში) საფიჩხიაზე ცხოვრობდა კოსტავას ქუჩის და თბილისის ქუჩის კვეთაზე. ფოტოებს
დავდებ მერე, და რუსთავი 2-ის ვერსიებს გავამყარებ და დაემატება რო თინეიჯერი ტუტანა კოლხი ქალიშვილი იყო


შენ ჰეროდოტეს შთამომავალი ხარ?მაგას ამტკიცებდა ზუსტად ჰეროდოტე თავის "ისტორიაში",სადაც გადმოცემული აქვს ვერსია კოლხების და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
ჰეროდოტეს კოლხები და ეგვიპტელები ერთი ხალხი გონია.
ახლა სერიოზულად
პასუხი უნდა გაეცეს კითხვას:როგორ გაჩნდა ჰეროდოტეს თეორია კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ?
ქართველმა ისტორიკოსებმა ის თეორია ჰაიჰარად უკუაგდეს,დაახლოებით"სად გაგონილა","როგორ შეიძლება"-ს დონეზე.
საკმარისად არ ჩაუღრმავდნენ და მეცნიერულად ვერ გააბათილეს,ბოლომდე ვერ შეიმეცნეს და ვერ ახსნეს იგი.ალბათ აკადემიურმა სიფრთხილემ შეუშალათ ხელი.

ქართულ ისტორიოგრაფიასა და ენათმეცნიერებაში არ არის პასუხი გაცემული კითხვაზე:საიდან გაჩნდა კოლხურ მეტყველებაში ამდენი ეგვიპტიზმი?
ასევე-ეგვიპტურ,ლათინურ,ბერძნულ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით აღმოჩენილია დღემდე უცნობი მითები კოლხეთის მეფის აიეტის ძმის-
აქციუსის ეგვიპტეში მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის კულტურული და რელიგიური მოღვაწეობის შესახებ.
აქციუსმა ეგვიპტეში დააარსა მამის-მზის ღმერთის სახელობის ქალაქი-ჰელიოპოლი,რომელიც გვიან ეგვიპტური მზის ღმერთის-"რას"
მთავარი საკულტო ქალაქი გახდა.
ველოდები "ქართველი შლიმანის "გამოჩენას,

ვინც არ იცის იმათ საყურადღებოდ,შლიმანი -მდიდარი გერმანელი მეწარმე,მოყვარული არქეოლოგია,
რომელმაც მიუხედავად დაცინვისა,მასხრად აგდებისა,ზეწოლისა მეცნიერების მხრიდან,მიაღწია თავისი ცხოვრების მიზანს,დაამტკიცა რა
რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები ისტორიული ფაქტებია, რეალობაა და არა ფანტაზია.
მან საკუთარი ძალებით აღმოაჩინა ტროა.
მეცნიერება განწირულია ტკეპნოს ერთი ადგილი მანამ,სანამ არ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები,
რომლებსაც არ ეშინიათ წინ წამოსწიონ,გადაამოწმონ ყველაზე თამამი,დაუჯერებელი,ფანტასტიური ჰიპოთეზები ისე,
როგორც ამას აკეთებდა Johann Ludwig Heinrich Julius Schliemann.