ამას წინათ ქეთო და კოტეზე ვიყავი და მერე აზრი მკითხეს ნაცნობ-მეგობრებმა, მოგეწონაო? რა ვი, მე ვუთხარი, ერთი-ორი გაუგებარი სცენის გარდა (ქალაქი რო ზეიმობს ვითომ და ა.შ. ) კარგი იყო, მაგრამ თვითონ ქეთო და კოტე არ მომეწონა და აბა რა გითხრათ-მეთქი!
მაგრამ ეხლა ბერას და ნიჟარაძეს ამ ეტაპზე მაინც ნუ შეადარებთ რა, სასაცილოა ბოლოს და ბოლოს!

და სულ მსოფლიო რეპის მწვერვალები რო დაიპყროს, მე როგორც ქართველს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ მისი ამ ასაკში გაპოლიტიკანება არ არის სწორი!
ჩემს პოლიტშეხედულებას რაც შეეხება, მე არ მინდა ერთპარტიული პარლამენტი და მე ძალიან მინდა, რომ მინიმუმ ორი შემდეგი მოწვევის პარლამენტში აღარავის ჰყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა! მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ შანსი განვვიტარდეთ დემოკრატიულად!
ნებისმიერი ძალა, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობისაკენ მიილტვის, არის ღია ან უკეთეს შემთხვევაში ლატენტური ავტორიტარი!
დღევანდელ მთავრობას რაც შეეხება:
კარგად გადაავლონ თვალი უახლეს წარსულს და გაიხსენონ, როდის აწარმოებდნენ ისინი ყველაზე ეფექტურ ბრძოლას და როდის მოემატათ ყველაზე მეტად დაცემული რეიტინგი: ეს იყო 2009 წელს! შეადარონ მას 2011 წლის მაგალითი! და შემდეგ ამ ორს შორის პირველი მიუსადაგონ ბიძინა ივანიშვილსაც, ისინიც და ქვეყანაც ბევრად უფრო იხეირებს!