ძალიან საინტერესო თემააა.
კი ბატონო,დავიბადე,გავიზარდე და ვიმოღვაწევე კიდევაც 'კომუნიზმის'
ეპოქაში.
'უფასო' იყო განათლება სკოლააში,უნდა ითქვას,რომ სწავლის ფასი
ბევრად მეტს ქონდა გაცნობიერებული,სწავლის გაგრძელებას კი
მხოლოდ 'მგლები' თუ ახერხებდნენ თავისი ცოდნით,ისიც გამონაკლისის
სახით.გავლენიანი პირების შვილებისათვის სწავლას მნიშვნელობას
მშობლები ანიჭებდნენ უმეტეს შემთხვევაში.
პრივილიგირებულ ფაკულტეტებზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო.
კომუნისტის ოჯახში დავიბადე,მეც სულ 21 წლისა 'გამხადეს' პარტიული
არადა მახსოვს 500 მანეთი უნდა გადაგეხადა,პარტიის რიგებში მისაღებად,
მე უბრალოდ ტექნიკურ მუშაკად მიმიღეს პარტიის ქალაქკომში და ავტონატურად
პარტიულიც გავხდი,კომკავშირის მდივანიც ვიყავი სულცხონებული ჟიულის
მდივნობის პერიოდში.ამას ყველაფერს,ხელი არასოდეს შეუშლია,ადამიანად
დარჩენაში.ვუკეთებდი სიკეთეს ადამიანებს იმ დოზით,რაც შემეძლო და ასეთი
ადამიანები იყვნენ უამრავნი.
მედიცინაც უფასო იყო აბა არა?

ოღონდ გააჩნიარას და როგორ გიმკურნალებდნენ.
კორუფცია იყო ყველგან და ყველაფერში.
სიტყვის თავისუფლებაც იყო-კიიი

შეგეძლო რიხიანადაც გეთქვა და ბოლოში ვაშაც დაგეყოლებინა,
მაგრამ აქაც გააჩნია,რას იტყოდი.
პრესაზე ლაპარაკიც არ მინდა.
გლეხს,ვეტერანს,შრომის გმირებს ქონდათ შეღავათები.
დასასვენებლადაც დავდიოდით,იმ დროს მოვიარე საძღვარგარეთიც.
მუშურ-გლეხურ ჯგუფში თითო ოროლას გარევდნენ ხოლმე 'ელიტიდან'
და გამიმართლა რამოდენიმეჯერ 80-იანი წლების დასაწყისში.
მახსოვს თბილისში 4 საათიან ლექცია -სემინარს გვიტარებდნენ,რომ
არაფერი მოგვწონებოდა იმ დამპალი ევროპელების.
პრაღაში,რესტორანში საერთოდ ფურორი მოვახდინეთ,გადავრიეთ
რესტორანის ადმინისტრაცი,თეფშებზე ხელსახოცების გადასმით,არადა
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო,მაშინ ჩვენს რესტორატ-კაფეებში უამისოდ
როგორ შეიძლებოდა,ის კიარადა ხანდახან უნდა დაგეფურთხებინა კიდეც
ქონიანი თეფში რომ კარგად გაგეწმინდა.
საკუთრების ფორმა გვქონდა ყველასათვის მისაღები ' ჩვენი'
ყველას ერთნაირად გვეკუთვნოდა ყველაფერი,ერთნაირად ვიპარავდით
რაც კი შეიძლებოდა მოგვეპარა, 'ჩემი' ხომ არ იყო? იყო 'ჩვენი' და
რატომ უნდა გავფრთილებოდით?
საკუთარ ქალაქში არ მასვენებდა რუსი თავისი 'კანონებით' არადა
რას ვერჩოდი,კანონიერს ითხოვდა,მაგრამ მაინც არ მსიამოვნებდა
ამას რომ ლამის მაგიდაზე ხელის ბრახუნით მთხოვდა.
თუკი ერთი საშუალოდ მაცხოვრებლის პოზიციიდან ვიტყვი,არაფერი
მაკლდა,ჭამა,სმა,განათლება ეს უკანასკნელი რუსეთში მივიღე,რადგან
საქართველოში,იქ სადაც მე მსურდა,უბრალოდ ვერ მივაღწიე.მედალი
კი მქონდა ოქროსი,მაგრამ ეს ჩემი საკუთრება იყო და იმათ რა მედალი
ეჭამათ? ფული არ მქონდა,ეტყობა არც ბრძოლის უნარი (ინერტული ვარ),
თორემ უფულოებსაც კი გაქონდათ ლელო,იშვიათად,მაგრამ მაინც.
ჩემი მეზობლის 19 წლის ბიჭი 70 წლების ბოლო დაიჭირეს და 12
წელი მიუსაჯეს 5$ დოლარიანი კუპიურის გამო.
საპორტო ქალაქში ვცხოვრობდი და პირველი უცხოელიც ჩვენს ქალაქში
ჩამოვიდა.
პროდუქტსაც იშოვიდი ნაცნობობით დელიკატესს),მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებდა.
ამ შემთხვევაში მარტო ფული არ ჭრიდა.მამასაც კი მისცეს მანქანა,რიგირთ,როგორც
ომის ვეტერანს,მაგრამ რიგში დადგმომას და მერე მანქანის მიღებას,იმ მანქანის
საფასურის ნახევარი ჭირდებოდა,მასე იყო ბინების განაწილებისასაც,თორემ
სხვა შემთხვევაში ქრონიკულად იქნებოდი რიგში.
უსამართლობააა? რამდენიც გინდა.და სადაც გინდა.
ბ-ნო ტანკე,ზუსტად ტრიუმფის მიერ ჩამოთვლილმა' სიკეთეებმა'
დაალპო და ძირი გამოუთხარა იმ წყობას-კომუნისტური რომ ერქვა.
ასანთი მახსენდება იმ დროინდელი,რომელიც 1 კაპიკი ღირდა.
და რომელიც ხის მორისგაბ იყო მგონია დამზადებული,არცერთ
თვითღირებულებაში ის არ ჯდებოდა,არ ვიცი ვინმეს თუ გახსოვთ.
ლამის იყო სანთლად გამოდგებოდა ისეთი ალი ქონდა და დიდხანს
არ ქვრებოდა.
მიუხედავად იმ სიკეთეებისა,რაც მე მერგო იმ ხანებში,არანაირი
ნოსტალგია არა მაქვს იმ პერიოდის.
ეხლა აქედან ვერავის დაგმოძღვრათ,,მაგრამ განსხვავებას
თუ ვერ იპოვით იმ დროსა და ეხლანდელ დროს შორის,ძალიან ცუდია.
ვიდრე საბჭოური მენტალობა არ ამოიძირკვება ყველაში,მანამ
არაფერი გვეშველება ახალ ტალღაზე გადაწყობას ძალიან დიდი დრო და
ბრძოლა ჭირდება.
ეს საშუალო ფენის ადამიანის გადმოსახედიდან ნააზრევია.ხოლო იქ ',მაღლა'
სადაც ათეული წელი ვიმოღვაწევე,ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს.
დიდება სამშობლოს,დიდება პარტიას!

ეჰ.......,
* * *
Votren