მძღოლები ახალ სამარშრუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტს ფეხზე ვეღარ დააყენებენ . როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, აკაკი ჯოხაძემ განუცხადა, კომპანია "თბილლაინი" გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ სამარშრუტო ტაქსებში მძღოლებს ფეხზე 5 მგზავრზე მეტი არ დაეყენებინათ, თუმცა, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ "პიკის საათებში" დაშვებული ნორმა ირღვეოდა და ფეხზე 15-16 მგზავრი იდგა. ჯოხაძის ცნობით, გუშინ კომპანია "თბილლაინი" დაჯარიმდა იმის გამო, რომ #135 და #61 მარშრუტებზე ფეხზე დასაშვებზე მეტი მგზავრი იდგა.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კი, მძღოლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული მიზეზით არა კომპანია, არამედ უშუალოდ მძღოლი დაჯარიმდა. ამის გამო, გუშინ, გარკვეული პერიოდით #135 და #61-ის მძღოლები გაფიცულები იყვნენ. ვითარების გასარკვევად, მძღოლებმა აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრა ითხოვეს.
შეხვედრაზე ჯოხაძე მძღოლებს არსებული პრობლემების გარკვევას დაჰპირდა და ასევე განუმარტა, რომ მგზავრთა უსაფრთხოებისა და "თბილლაინთან" დადებული ხელშეკრულების თანახმად, 180 სანტიმეტრის სიმაღლის სამარშრუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტის ფეხზე დაყენება დაუშვებელია.
მძღოლების განცხადებით კი, მგზავრობის გაძვირების გამო მგზავრთა რაოდენობამ ისედაც იკლო და თუ მერიისა და "თბილლაინის" მიერ რაიმე გამოსავალი არ მოიძებნება, მუშაობას აზრი აღარ ექნება და ისინი სამსახურებიდან წავლენ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...daayeneben.htmlყვითელი სამარშრუტო ტაქსები არ არის გათვილი ფეხზე მდგომი მგზავრებისათვის. მწარმოებელი ინსტრუქციის თანახმად კრძალავს მგზავრების ფეხზე დგომას, ანუ არ შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტს.
საქართველოს კანონმდებლობით, თუ არ ვცდები, ფეხზე მდომი მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია.
რა ხდება? რატომ არღვევენ კანონს?
როდესაც მათ პირად ინტერესებს ეხება კანონის დარღვევა, ან შეცვლა, ან საერთოდ გაუქმება შესაძლებელია, ხოლო როდესაც მომხმარებლის ინტერესები არის დარღვეული, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არანაირ დათმობას არ აქვს ადგილი.
გააძვირეს სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება, გაუძვირეს მძღოლებს გადასახადი.
სახელმწიფონ უნდა დაიცვას მისი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები!!!
იხილეთ დაპირება "მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება", როგორ მოატყუეს მოსახლეობა.