უნდა იყოს კიდევაც.
მოთხოვნა 7 საათზე თბილისმა გაიღვიძოს და გახდეს საქმიანი ქალაქი დაახლოებით იგივეა მოვითხოვოთ ტრანსპორტის გაძვირება 5 ლარამდე რადგან ევროპაშიც ესეა.
არსებობს კაცობრიობის მიღწევა 8 საათიანი სამუშაო დღე.
ამაზე ყველა ერთმნიშვნელოვნად თანხმდება რომ კაცობრიობის მიღწევაა.
გერმანიაში რო იწყებენ მუშაობას 8 საათზე ამთავრებენ 4-ზე.
თუ იწყებენ 9-ზე შესაბამისად 5-ზე.
ჩვენ ვიწყებთ როგორც წესი 10-ზე და ვამთავრებთ 6-ზე.
არანაირად არ ვმუშაობთ ევროპელებზე ნაკლებს საბოლოო ჯამში.
+ რაც არ უნდა იყოს სამხრეთის ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ზაფხულის 3 თვის გამნავლობაში ძლიერი სიცხეების გამო ჩვეულებრივი ამბავი იყო შუადღისით გამოძინება და ისევ გააქტიურება საღამოთი.
იმის გამო რომ ქალაქის პირობებში შუადღით ძილის გამოცხობა შეუძლებელია, ამის კომპენსირება ბუნებრივად ხდება დილის ძილის შედარებით გახანგძლივებით.
კიდევ არის ერთი ფაქტორი.
ვისაც უცხოელი პარტნიორები ყავს იოლად მიხვდება.
რაც არ უნდა იყოს ჩვენი სუსტი ეკონომიკა მაინც მიბმულია ევროპის ეკონომიკაზე.
მე რო გამოვცხადდე სამსახურში დილის 7 საათზე და მივწერო საქმიანი წერილი პარტნიორს რომლის საქონელს ვაიმპორტებ იქ იქნება დილის 5 საათი და ეძინება იმას ტკბილათ სადღაც ბავარიის მიწებზე

მივა სამსახურში ჩემი დროით 10 საათზე, სანამ იმ წერილს წაიკითხავს სანამ პასუხს მომწერს კი გახდება 12 საათი.
მე მა დროს უკვე 5 საათიანი სამუშაო დღე მქონდა და დაღლილი ვარ.
ხოლო თუ რაღაც გაჭიანურდა შეიძლება საღამოს 6-7 საათამდე მომიწიოს დარჩენა.
ანუ დაახლოებით 12 საათიანი სამუშაო დღე გამომდის.
ესეთ ექსპლუატაციას ბოლოს როცა ქონდა ადგილი ვიღაც სპარტაკის მოწოდებაზე მთელი რომის მონობა აჯანყდა.
აქედან გამომდინარე სიზარმაცე არაფერ შუაშია.
ნებისმიერი მსხვილი ბანკის და კომპანიისთვის უფრო ჭკვიანურია 10 საათზე დაწყება.
ისინი კარნახობენ მოდას ამ ამბავში და მიყვებიან შესაბამისად წვრილი შ.პ.ს-ებიც.
თორე ყანაში ვინც მუშაობს და მთლიანად დღის სინათლეზე დამოკიდებული ისინი კი დგებიან 4-5 საათზე.
მეზობელი ლოთი ჯემალას მაგალითის რომელიც არაფერს არ აკეთებს და მთელი დღე ლოთობს, განზოგადებას მთელ ქართველ სოფლად მაცხოვრებლებზე არ ვართ