ვერსად მივაწებე და ახალი თემა გავხსენი.

/////
20 წლის წინათ ფოთის პორტში გემი შემოვიდა („კომპოზიტორი ნოვიკოვი“) და გემის საწყობიდან დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩამოიტვირთვა დაიწყეს. (მაშინ ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა და დაგეგემილი 8 საათის ნაცვლად, ტექნიკას 28 საათი ტვირთავდნენ).
დრო გაიხსენეთ: უშუქობა, უწყლობა, ეკონომიკურად დაქცეული ქვეყანა, მიწასთან გასწორებული იმედი და ამ დროს „ვიღაც ინკოგნიტო მეცენატი“ ქართველ გლეხებს რამდენიმე ასეულ ტრაქტორს, ავტობუსს, სახნავს და სხვადასხვა ტექნიკას უგზავნის...
20 წლის წინანდელ აქტიურ თაობას ვეკითხები - გახსოვთ ეს ფაქტი? ზოგს ახსოვთ, ზოგს არა...
ჩვენი თაობა მაშინ ან სტუდენტები ვიყავით ან უფრო პატარები და ამ გადაცემას (რომელიც, თურმე, 3-ჯერ განმეორებულა საქართველოს ტელევიზიის მთავარ არხზე, ვერ ვიხსენებთ). ფეისბუქის სხვადასხვა გვერდზე გაჩნდა სკეპტიკოსთა აზრები - ესაო, ისაო, არ არსებობს ამ გადაცემის კადრებიო... და უცებ მახსენდება „მოამბის“, ელექტროენერგიისა და ტექნიკის „ხშირი ავტორი“ - ჟურნალისტი მერაბ ბერაძე!
დავუკავშირდი მამაჩემის მეგობარს, ჟურნალისტ მერაბ ბერაძეს და იმ გადაცემის შესახებ ვკითხე, რომელიც მან დაახლოებით 20 წლის წინათ მოამზადა....
მერაბ ბერაძე: „ეს იყო დაახლოებით 20 წლის წინათ, მაშინ „მოამბეში“ ვმუშაობდი, დამიკავშირდნენ ჯუმბერ პატიაშვილი და გარდაბნის გამგებელი ხუტა მამალაძე და ერთი საინტერესო ფაქტი მაცნობეს... ჯუმბერი და მე სტუდენტობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, ორივე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ვსწავლობდით. მოვიმარჯვე კამერა და 2 მანქანით ფოთში გავემგზავრეთ (ჯუმბერ პატიაშვილი, ბიჭი მაისურაძე, ხუტა მამალაძე, ალეკო ივანიშვილი და სხვები, ყველას ვერ ჩამოვთვლი, არ გამომრჩნენ...). ფოთში გემი ჩამოდგა, გაიხსნა გემის საწყობის კარი და თვალი რომ ვერ დაიჯერებს, იმ რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადმოიტვირთა. სიხარულისგან პატარა ბავშვებივით ცრემლი მოგვადგა თვალზე... დაუჯერებელი სანახაობა იყო, იმ დროს, როცა იმედი სრულიად გამქარლი იყო და გლეხებს არც კი სჯეროდათ, რომ მიწის სამუშაოებს დაუბრუნდებოდნენ“.
- ბატონო მერაბ, თქვენ იცოდით, ვინ გამოუგზავნა ეს ტექნიკა ქართველ გლეხებს?
- მე ვიცოდი... მაგრამ გამაფრთხილეს, მთხოვეს, რომ გადაცემაში არ მეხსენებინა მისი სახელი...
ალეკო ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილის ძმაა, არა მხოლოდ მან - ამ აქციის ყველა მონაწილემ სთხოვა ჟურნალისტ მერაბ ბერაძეს არ გაეხმაურებინათ მეცენატის სახელი. გადაცემის სახელია: „ცისკრის ვარსკვლავი - ანუ საჩუქარი საქართველოს“. ეს ფრაზა კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკრიდან“ ავიღე - ამბობს ჟურნალისტი.
„ვინ სთქვა ჩვენში სასწაულები არ ხდებაო?“ - ასე იწყებს მერაბ ბერაძე გადაცემას.
და ასე ამთავრებს: „რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ბოლოს? ყველაფერი ეს დაახლოებით 3000 კაცს დაასაქმებს საქართველოში და ისინი მომხმარებლიდან, მწარმოებლებად იქცევიან. მარტო გარდაბნის რაიონში უკვე 3-ჯერ, 4-ჯერ გაიზრდება მარცვლეული კულტურების ფართობები. ასევე 1 000 ჰექტარით გაფართოვდება მეცხოველეობის საკვები ბაზისათვის საჭირო ნაკვეთი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მრავალშვილიან, ომში დაღუპულ და მარტოხელა პენსიონერებს დაეთომოდა. მათ უფასოდ მოემსახურება ეს ტექნიკა...“;
სწორედ ეს გადაცემაა, რომელიც ბოლო დღეების ფეისბუქზე თავისუფალი ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილის ინტერვიუს შემდეგ „სადავო საკითხად“ იქცა. არქივში ნამდვილად არსებობს ამ გადაცემის კადრები და სკეპტიკოსებისთვის ეს ნაწყვეტიც საკმარისია....
ესმა კუნჭულია
ესეც გადაცემის ჩანაწერი.
http://www.youtube.com/user/EsmaKunchulia?...u/0/SYl71kAlI4k This post has been edited by LIKA-KHATIA on 28 Oct 2011, 01:04