#59335988 · 20 Jun 2022, 12:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კასპაროვი ბრძენია თავის სფეროში, ფიშერის მერე მეორე ტალანტია ჭადრაკის ისტორიაში ალბათ ტალთან ერთად. ასევე ძლიერია ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში-პუტინიზმთან ბრძოლაში უდიდესი დამსახურება აქვს. ის მხოლოდ ერთ რამეში შეცდა--ვერ აფასებს ,,მიშიზმს,, სათანადოდ--მიშა ჰგონია ევროპეიზმისა და დემოკრატობის ეტალონი, ამ დროს სინგაპურის იდეებს ვერ გაცდა--ჩამოაყალიბა პოლიტიკური პოლიცია პუტინივით, ფინანსური პოლიცია--ხალზზე ძალადობის ინსტრუმენტი, მონური სასამართლო--სამართალზე ზეწოლის ინსტრუმენტი, იუსტიციის სახლები--წასართმევი ქონების გადაფორმების ინსტრუმენტი, შხამიანი მედია--ადამიანთა გონების მოწმვლისა და დაპყრობის ინსტრუმენტი და ა.შ. ახლა აი ამ დემოკრატიის შუქურის გამონათებას მოელის ქართველი ხალხისაგან და და ამასვე ემსახურება დღევანდელი აქციაც. ბევრს გგონიათ, რომ ევროპული მომავლისათვის გადიხართ დღეს აქციაზე, ამ დროს ანგრევთ იმ ნარჩენებს სტაბილურობისა რაც ამ აზვირთებულ და გაგიჟებულ სამყაროში საქართველოს ერთადერთი კოზირია--დროებითი მშვიდობა. 4 მილიონის ერთი პროცენტია 40 ათასი კაცი--ამისი ნახევარიც არაა აქტიური და აგრესიული ნაცობა--აი ამ უმცირესობის წისქვილზე ასხამთ პოლიტიკურ წყალს ისინი, ვინც ალალად ფიქრობთ რომ საქვეყნო საქმეს აკეთებთ. ერთ კვირაში გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. დღეს შეიძლება ძალიან აღშფოთდეთ და ტალახი მესროლოთ--გავა დრო და მიხვდებით რომ მართალი ვარ. სწორი გზა არის ერთადერთი--პარტიებმა დადონ რეალური პროგრამები და ვადის გასვლის მერე მოიგონ მშვიდობიანი არჩევნები. სხვა ყველა--ეშმაკის გზაა და ქვეყნის დანგრევის რეცეპტია.
|