კი, უნდა შეიცვალოს.
დრაკონული შრომის კოდექსის მომხრეების ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ თანამედროვე შრომის კანონი ბიზნესმენებს დააფრთხობს და ხელს შეუძლის ბიზნესის განვითარებას. ეს არ არის სწორი შემდეგი სამი მოსაზრების გამო:
1) ჩვენ პატარა სახელმწიფო გვაქვს, მცირე შრომისუნარიანი მოსახლეობით. ამ მშრომელების გადასახადებით უნდა შევინახოთ მთავრობა, განათლება, მედიცინის ზოგიერთი პროგრამა, ჯარი, პოლიცია და ა.შ. ერთ სულ მოსახლეზე გამოდის ბევრად მეტი წილი შესანახი, ვიდრე ჩინელისთვის და ინდოელისთვის. ასე, რომ გვინდა არ გვინდა, ჩვენ მეტი უნდა ავიღოთ, რათა მეტი შევინახოთ. ე.ი. აპრიორი ვერ გავუწევთ კონკურენციას ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს და ა.შ. მუშახელის სიიაფეში.
2) ბიზნესმენს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია აფრთხობს. ყველა ბიზნესმენს ურჩევნია ცოტა მეტი გადაიხადოს, მაგრამ გარანტირებული შემოსავალი ჰქონდეს. ქვეყნებში, რომელთაც დრაკონული შრომის კანონმდებლობა აქვთ, დესტაბილიზაციის რისკი გაცილებით დიდია. ასეთ ქვეყნებში ინვესტიციებს მხოლოდ ავანტურისტი და ყალთაბანდი ბიზნესმენები აკეთებენ. ერთი-ორი ასეთი "ბიზნესმენი-ინვესტორი" ჩემი თვალით მყავს ნანახი - ჯერ ცენტის ინვესტიცია არ ჰქონდათ გაკეთებული, ფული კი ბლომად ჰქონდათ გაზიდული

3) მცდარია უცხოელ ინვესტორებზე აქცენტის გაკეთება. მთავარი ინვესტორი, ბიზნეს-ინიციატორი ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს. ადამიანს, რომელიც მხოლოდ საკვებ ფულს შოულობს (და ძონძების მაღაზიების კლიენტია ძირითადად), ბიზნეს-იდეები ნაკლებად წარმოექმნება, უფრო ლუმპენური. ადამიანს უნდა ჰქონდეს არამარტო ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ დაგროვებისაც - ეს არის ყველგან ეკონომიკის ძირითადი ძრავი.
და ბოლოს, ამ დღეებში ასეთ რაღაცას წავაწყდი. რაღაც მომსახურებას ვიღებ. წარმომექმნა პრობლემა. გამოვიძახე სპეციალისტი მომსახურე ფირმიდან. ოთხი დღე დააგვიანეს. ბოლოს, როგორც იქნა მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ამ უზარმაზარი ფირმის უზარმაზარ ფილიალში მხოლოდ ის იყო სპეციალისტი და უხდიდნენ მხოლოდ 300ლ-ს

. ე.ი. ტიპი ფაქტიურად ამ ფირმის ფილიალის მთავარი ფიგურაა და უხდიან დამლაგებელზე ნაკლებს, თავი რომ გავანებოთ იმას, რომ მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავთ. ვინმემ შეიძლება ამიხსნას, რატომ უნდა აიღოს მაინც და მაინც მილიონები ამ ფირმის მფლობელმა და არა ასი ათასები? დარწმუნებული ვარ, ის აქ კი არ ჩადებს ფულს, არამედ საზღვარგარეთის ბანკებში დააბანდებს, ხოლო ამ სპეციალისტს რომ ჰქონოდა საკმარისი, იგი ნამდვილად შექმნიდა ადგილობრივ ფირმას, რადგან მცოდნე კაცი ჩანდა.
This post has been edited by Arsene Lupin on 29 Oct 2011, 23:35