UTUFURSსულუგუნის ცეხი (რემეიქი)
უტუს დღიურებიდან.
2013 წლის 22 მაისი.
რძეც მოიტანეს. მოდი ჩამოვასხათ მეუბნება კარდუ, არადა რა კარგად მეძინა. შევედი ოთახში, მძიმე რძის სუნი, ვეღარც ვგრძნობ უკვე, შევეჩვიე, როგორც ჩემს ბალიშს, სუნს ვეღარ ვგრძნობ, მხოლოდ ადეკალონის არ მსიამოვნებს.
ჩოხაც მოვიდა. ცეხის უფროსია, წარბები ყოველთვის შეკრული აქვს. გუშინ ნახა ფეხშიშველა რომ ვიყავი და თავისი ძმის ბოტასი და ტყავის კურტკა მომიტანა. საუბარი არ უყვარს, მითუმეტეს ჩემთან. ხანდახან მოვა გვერდით დამიჯდება სიგარეტს მომაწოდებს და გავაბოლებთ. ისე ძაან იშვიათად ეწევა, როცა ნერვიულობს მხოლოდ მაშინ. ვალები აქვს, საქმე ცუდად მისდის. გადააგდო, მე დიდი ხნის მოწეული მქონდა, მეორეც ამოიღო და მეც მომაწოდა, კიდევ გავაბოლეთ. ხო ვალები აქვს. სახლიდან ტელევიზორი მომიტანა, რომ ძაან არ მომეწყინა.
რძით გაივსო 2 ვანა. რძეს ზედაპირზე მარლა გადავატარეთ, ჭუჭყის ნაწილაკები მოვაშორეთ. გაზი ავანთეთ, ახლა უნდა გათბეს.
ის მეორე, უფროსი, წოსაპია. ამასწინათ იყო მოსული, სულ ერთხელ მყავს ნანახი. ლაპარაკი უყვარს, როცა გელაპარაკება სულ გიღიმის, გულღიაა, მოვიდა ბევრი რამე მკითხა, ბევრი მელაპარაკა შენი იმედი მაქვს მიხედე ცეხს, ჩოხას მიეხმარე, ხომ ხედავ როგორ ნერვიულობსო. ის კი არასდროს ნერვიულობდა, aსე მგონია, ალბათ მისთვის რომ ეთქვათ ხვალ მოკვდებიო, გაიღიმებოდა და ამის მთქმელს რაიმე პოzიტიურს ეტყოდა. მხარზე ხელი დამკრა წასვლის წინ, თუ რამე მობილურზე დამირეკე და პრობლემა არ იქნებაო. უნივერსიტეტში სწავლობდა იურიდიულზე, როგორც მახსოვს. სულ გიღიმოდა, ძაან ნათელი მწვანე Tვალები ჰქონდა, სიბრალულით იმზირებოდა, მაგრამ არა დამამცირებელი სიბრალულით.
2 ბოთლი სითხეც ჩავასხით რძეში. გამოვედით გარეთ, დავსხედით. ჩოხამ კიდევ ამოიღო სიგარეტი მოუკიდა და მეც მომაწოდა. გიყურებდა და ყოველთვის მისი მზერა სადღაც უფრო შორს იყო მიმართული, ვერ გაიგებდი. რაღაცა მითხრა თავი დავუქნიე და გავიცინეთ. მახსოვს რომ დამიჭირეს მოვიდა ჩემთან, დახმარება უნდოდა, სიგარეტი და ხილი შემომიგზავნა. ყოველთვის უნდოდა ჩემი დახმარება, არასდროს გაგიღიმებდა, კეთილი თვალები ჰქონდა, ისეთი მუქი წაბლისფერი, ბილიარდის შავი ბურთები გეგონებოდა.
რძეც აიჭრა. გადმოწურვა დავიწყეთ, ფორმებში ვასხაmდით. შრატით მოირწყა მთელი ოთახი, სუნი დადგა, დაცხა. სითბო იყო საჭირო ყველი რომ მომწიფებულიყო.
ფორმებიდან გადმოიღეს ყველი, წყალი დადგეს ცეცხლზე, პატარა ნაჭრებად დაჭრეს, სულგუნის ზელვა დაიწყეს. მოზელავდნენ, ჩადებდნენ ფორმაში, ზედაპირს გაუსწორებდნენ. ასე 10 საათი იქნებოდა რომ მორჩნენ. ჩოხა გარეთ გავიდა და დაჯდა, მეც გავყევი. სიგარეტი ამოიღო მოუკიდა, მეც მომაწოდა. ერთიც შემომხედა, ადგა და სახლისკენ გასწია. ხვალ დილას აღარ ჩამოგივლი, შენთვითონ დახვდი "მარშუტკას" და გააგზავნეო.
დილას ადრე ავდექი. ჩავაწყვე სულგუნი ფორმებში, ფორმები ჩანთაში, გავედი გზაზე, "მარშუტკა"-ს ველოდებოდი. ჩავჯექი, მობილური გავთიშე წოსაპს ან ჩოხას რომ არ დაერეკა. მომეცი 5 ლარადო მეც მივეცი, ჩავიდე 200 ლარი ჯიბეში,. წავედი ავლაბარში ერთ სომეხ გოგოსთან, სოფელში გავიცანი ნათესავთან იყო ჩამოსული. შევედი და შევუტანე, მელოდებოდა. თავზე ხელი გადამისვა, ხელზე კრემის ტკბილი სუნი ასდიოდა, მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, სხვანაირად მიყურებდა. დაღამდა, ეძინა, მეზობლის ფანჯრიდან შემომავალი შუქი ანათებდა მის შიშველ ფეხებს.
მესამე დღეს წამოვედი. წადიო მამამისმა, ცოლად მოყვანა მინდოდა. წადიო მამამისმა თუ თვითონ მითხრა, აღარ მახსოვს.
შევედი, ჩოხა სკამზე იჯდა, არც შემოუხედია, სიგარეტს ეწეოდა, ნერვიულობდა. მივიხურე კარები და წამოვედი, მობილური და ტყავის კურტკა კარებთან დავტოვე.
მივედი ჩემი ძმის სახლში, ჩავედი სარდაფში, დავწექი მიწაზე, მშიოდა. შემოვიდა რძალი შემომიტანა მჭადის ნაჭერი და გავიდა. მახსოვს მთელი ღამე ვიწექი და ვფიქრობდი მიშკაზე, ვიცოდი მალე გათენდებოდა, რომ ვიცოდე სადააა, მეც ხომ იქ წავიდოდი, უბრალოდ რომ ვიცოდე სადაა.
This post has been edited by kamikadze32 on 31 Oct 2011, 20:44