ერთი არა რიგითი მიშიტის ნაამბობიდან
(სტილი შეცვლილია და სახელებიც შეცვლილია)
(აბსოლიტურად)
(რემეიქი)
2013 წლის 25 ოქტომბერი.
რატო უნდა დაუბერო გერმანიაში?
მე, ძმაო-ალემაო, სინამდვილეში ვინა ვარ და რომელი უბნელი, არავისი საქმე არ არი და რახან გერმანიაში ვინუჟდენი უნდა მომეადებინა სხვა სახელი და გვარი, მეც მაგიტო ავირჩიე "დიტო ქინქლაძე", რომელი დიტო ქინქლაძის სახელითაც საკაიფოდ ჩამოგიყრი ყველაფერს.
მოსულა?
ნუ, ეხლა, ისიც იასნია, რო სხვა სახელებიც მოგონილია, მარიშკას გარდა... სხვა სახელი რაღათ უნდოდა, მთვარეზე რო დაგესვა, მაინც მარიშკა იქნებოდა და მოკვდა ბაზარი!..
მეორე კლასიდან იჯდა ჩემ მერხზე და ტიპშა როგორ, იცი? თავისი ფირმენი ვარცხნილობით მოგულავდებოდა ხოლმე. "პალმას" იკეთებდა - ქვემოდან რამდენჯერმე შემოხვეული, ფერად-ფერადი რგოლებით და ბოლოდან მართლა პალმასავიმთ გადმოშვებული თმებით რა, საკაიფოთ და იმ თავის პალმით ყველას გვიჯოკრიდა სიმაღლეში. მერე ხო აკადემია დაამთავრა, ქანდაკების ამბავში და თავისთავათ, ვარცხნილობაც მილიონჯერ შეიცვალა, მაგრამ მე სუ მეჩვენებოდა თუ რა იყო, რო თავზე მაინც ის პალმა ედგა და იმ ერთი პალმით იყო ყველაზე მაღალი.
და თავისებური, ტო, ჩერესჩურ თავისებური.
ერთხელ რო მილიონ ტრისტა ბუმბულისგან კაბა გააკეთა, იცი? ჰო, ჭრელა-ჭრულა ბუმბულებისგან. ეგეთი არაფერი მინახია.
და შენ რო შუა ზაფხულში ფეხშიშველა სიარული მოგინდეს ტროტუარის პარაპეტზე, გაივლი? ვერც მე გავივლი და იმას შეეძლო, რო ტუფლები გაეძრო და ეგრე ეგულავა შუა რუსთაველზე, ოპერის ბაღთან და იქიდან კიდე ფალიაშვილი იყურება ფანტომასივით.
შენ რო შუა ქუჩაში, ათასი გამვლელია, ახვარი და ნაბოზვარი - კივილი მოგინდეს, დაიკივლებ? ვერც მე და იმას შეეძლო ისე დაკივლება, რო თავზე დაგაყენებდა მთელ ძაღლობას, თავისი დუბინკებით და მთელი სიყვარულებით... მაგრამ მაგისი ეს თავისებური არიგინალნი პრივიჩკები საკაიფოთ რასხოდდებოდა ნებისმიერ სასტავში საკაიფო მოჯდომით და ისეთი ბაზრით, როგორიც იქ არი საჭირო...
გამიგე?..
სად რა ეთქვა, იცოდა რა...
მამენტ ფოლკნერი, მამენტ კიდე ჯო კოკერიც...
არა, არა, ეგრე არა!
მოდი, ეგრე შევიდეთ!
აი, რატო უნდა ადგე და რატო უნდა დაუბერო კაცმა გერმანიისკენ, ჰა?
იმიტო, რო...
მაშინ რა პერიოდია, იცი? ძაან რთული პარტიტურა სრულდება, "კალაშნიკოვების" ჭიკჭიკებით და მამენტ-მამენტ აფეთქებების ბანებითაც. მაწანწალა ძაღლების კოდლები იჩითებიან, მიკნავებულ კლიენტებს დასათოხლავებლათ დასდევენ ჩაბნელებულ ქუჩებში და სუ არ აინტერესებთ, ლტოლვილია თუ მესნი და კარგათ რო დაუკვირდე, შეიძლება ვითხებიც კი იყვნენ. და ამ ჩვენი მარიაჟების ახალმა სასტავმა ძველი დამკვალიანებელი კი მოტეხა, მაგრამ ჩვენ დაკვალიანებას მაინც არ იშლის და ახლა დერეფნის პონტს აწვება, ევრაზიის პრახადნოი დვორის ამბავში, მთელი თავისი მუღამებით, რო მაგარი ცხოვრება მოვა, მალე ყველანი კარგათ ვიქნებით და ეგეთები.
გარეთ ხო ეს ამბავია და შინ უფრო შესაშური პალაჟენია მაქ, რახან ამ ბინას ხო ხედავ - ხუთოთახიანი, მაღალჭერიანი, საკაიფოთ ქალაქის ცენტრში - თავისებურ ციხე-სიმაგრეთ არი გადაქცეული, რომელი ციხე-სიმაგრის უფროსი, ციხისთავობის ამბავში არი დედაჩემი დარეჯანი. მთელი თოხლი-მოხლი აქ მომარაგებული, თავისი ერის მეშოკი ფქვილით, ერთი მეშოკი კარტოფილით და ყველაფრით, და - მეო, სიმონ, ცოცხალი თავით აქიდან არ გამოვალო. აღარც საავადმყოფოში წავალ ექთნის მოვალეობის შესასრულებლათო და აღარც არაფერი, აქ უნდა ვიჯდეო. და გარედან კიდე, იმ ნაბოზვარი აღა მახმად ხანის ურდოების პონტში, სასამართლოს აღმასრულებლები ადგანან და ბინის დაცლას ითხოვენ, რო გაგვიყიდონ და მომჩივანმა “ქართუ ბანკმა” თავისი თავანიცა და პროცენტიც აინაზღაუროს. მაგ დროს შინ არა ვარ და დარეჯანი უბერავს ჩემზე თავისი მეხის დაცემებით და მუხის კუბოში ჩადებებით და მთელი დაკრძალვის ცერემონიით, იმის დე, ცოცხლად მმარხავს. კაროჩე, თავის სტიქიაშია რა...
რატო მწყევლის და გაიგო, რო ეს ბინა მე ჩავდე "ქართუ ბანკში". ათათ ჩავდე. ერთი კაი საქმისთვის მინდოდა, მაგრამ, აბა, მე რა ვიცოდი, თუ გადამაგდებდნენ. ის ფულიც დაიკარგა, ათასი დოლარი მქონდა მოგროვილი, ისიც და მარიშკას ოცდაათი ნამუშევარიც თან მიყვა.
რა პონტი იყო, იცი?
რავი, ტო, ვიღაცა ქერა ტიპშა გაიჩითა გერმანიიდან, თავისი ამორჩეული მხატვრების სახელოსნოები მოიარა და მარიშკას ცალკე დაებაზრა, რო გერმანიაში მოაწყობდა იმისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. ფერწერასაც და სკულპტურასაც. დრეზდენში, ბონში და მიუნხენში.
ნუ, ეხლა, ეგეთი წინადადებით რო მოგმართავენ, ეგრევე დაიზმენებული ხარ, რო გადაგდებას ხო არ გიპირებს - ეგ იასნია, მაგრამ მე და მარიშკა იმან შეგვაცდინა, რო სხვებისგან განსხვავებით ქერა ტიპშამ მაყუთი მოითხოვა - ნამუშევრების გატანაში, უსაფრთხოებაში, მერე გალერისტების შეკერვა, იქაც თავისი ჰონორარი მოჩოთქე და თერთმეტიო. თერთმეტი ათასი ამერიკული დოლარი.
როგორი ამბავია?
ხო ფაიზაღს ჰგავს და ჩვენც ფაიზაღი გვგონია.
გამოფენა-გაყიდვა გერმანიის სამ მაგარ ქალაქში მაგრათ ასწორებს და თუ ეს ლინია გაიმართა და საკაიფოთ აეწყო, კარგათ იცხოვრებს ერთი ოჯახი თავისი ნათესავებიანათ, ცოლის მხრიდანაც და ქმრის მხრიდანაც.
ეგრე არ არი?
ეგრეა და, მარიშკას არ გავაგებინე, ჩავაგირავე ჩემი ბინა "ქართუ ბანკში" ათათ, ათასიც მოგროვილი მქონდა და მარიშკას მაგიდაზე წამოვუყარე თერთმეტი პაჩკა ასდოლარიანების ბაქსებით, რო ვითომ ჩემი აფხაზეთის ძმებში ავაგროვე.
და დავუადეთ ქერა ტიპშას ეს მაყუთი, მარიშკას ოცდაათი ნამუშევარიც წაიღო და აახვია ვითომ გერმანიაში.
და სამი თვე რო ველოდებით, მერე მივხვდით, რო კი არ აახვია, მოხია მაყუთიან-ნამუშევრებიანათ. სუ გაქრა, ტო, აბა, მე რას ვიფიქრებდი. და შეკითხვა, ეგრეთვე, გერმანიის საელჩოში, რო აბა, სიმონ, ესა და ეს პიროვნება, ამა და ამ მისამართზე, ქალაქ დრეზდენში და საელჩო ამბობს, რო ეგეთი ვინმე არამცთუ დრეზდენში, მთელ გერმანიაში არ არიო და არც ყოფილაო.
აზრზე ხარ?
და მეთქი, - ოხ, იმის კეთილები, სამი თვის პროცენტიც ბანკში ძლივს შევიტანე!
და ეგრევე გააიასნა მარიშკამ, რო ბანკში ჩემი ბინა მაქ ჩადებული და რო გაგვიყიდონ, მოკვდება დარეჯანი, მესამე სართულიდან გადმოხტება. ცოტა წაუტირა, რო ეს რა ჩაიდინეო, მაგრამ მალე მოვიდა აზრზე და თავისი სახელოსნო გაასუხარა ორი თვის პროცენტათ და ამასობაში იქნება ის ქერა ტიპშაც მოვნახოთ სადმე.
მაგრამ სად გინდა, იპოვნო, სიმონ, მოხეულია ქალი და ხუთი თვეა გასული, აქიდან სამი თვის პროცენტი არ შემიტანია და მარტო სასამართლოთი კი არ მემუქრებიან, ხო იცი, როგორც ხდება ხოლმე, ერთი-ორი კაი ტიპი მომიგზავნეს, რო დავაიო რა, დროზეო, თორე ჩემი ყვერებით დაკიდებებით, დარეჯანის გაბრედვებით და ეგეთებით იმუქრებიან.
მეც აბა, აქეთ ვეცი, იქით ვეცი, რო დიდი მაყუთი მინდა, სიმონ, ძაან დიდი. ათი ათას დოლარს ხო არ ეხუმრები, ზედაც პროცენტი მოჩოთქე და სად მიდის.
ვიწვები, მურტლათ ვიწვები და კაროჩე, ერთი ჩვენი უბნელი ვნახე, კახა ბურნაძე. ეგ მაშინ ფირმა როჟების შეყენებაზე ჩალიჩობდა.
არა, ტო, ეგ ჩვენ უბანში აღარ ცხოვრობს, ნუცუბიძეზე მიიღო ბინა, მაგრამ ჩაბირჟავებით აქ აბირჟავებს.
გაგარძელება იქნება სურვილისამებრ