
პრეკურსორი ჭკუაზე აღარაა სიხარულით. ლოყაზე ხელებს გვიტყაპუნებს და დამცინავად გვიყურებს
- რაო, გაებით ჩიტებო? ესეც ასეე... მაინტერესებს ერთი გუბაზა რას მეტყვის, ამათ რომ დაინახავს
სიბრაზისგან ფერი რამოდენიმეჯერ შევიცვალე ისე ვარ.
ხელები ზურგს უკან შეგვიკრეს და სატვირთოებში შეგვყარეს. ყველა ჩემ დღეშია, საკუთარი თავისთვის ვერ გვიპატიებია რაც დაგვემართა. ერთი უზულა ზის უდრტვინველი სახით და ხმას არ იღებს.
უკვე მაგაზე მეშლება ნერვები, ცოტა მიკლია ღრიალი დავუწყო. მაგრამ მაიორი- მაიორია, გინდა ძმაკაცი იყოს და გინდა ტყვედ ჩავარდნილი. სუბორდინაციის დარღვევა არაფრით შეიძლება.
თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს
როგორც იქნა შევედით ქალაქში
მოდულის შენობასთან რომ მივედით მძღოლის კაბინიდან ჩოჩქოლი მომესმა. მანქანას სვლა არ შეუნელებია ისე შევიდა ეზოში.
დამწვრის სუნი მეცა, რაღაც ტკაცანის ხმები ისმის, გეგონება მთელ ამუნიციას ცეცხლი წაუკიდესო.
უზულა გადმოიხარა და ჩურჩულით მეუბნება:
- მოემზადე, ახლა მოვლენ
თქმა იყო და გაცოფებული პრეკურსორი მოვარდა ზონდერებთან ერთად. დუბინკების ტრყმევით ჩამოგვათრიეს მანქანიდან და წინ გაგვირეკეს.
ირგვლივ მიმოვიხედე. მთელი ეზო გადაბუგულია, ერთ ადგილას ცეცხლი ჯერ კიდევ ხრჩოლავს. დენთის სუნი მეცა ცხვირში - დამწვარი ამუნიციაა. შენობაში კაციშვილის ჭაჭანება არაა.
პრეკურსორის გაოგნებულ სახეს რომ შევხედე, ხარხარი ძლივს შევიკავე. ახლა რომ გამცინებოდა გადამივლიდნენ, ისეთი გამწარებულები იყვნენ.
- ამ არაპროფესიონალმა გოიმებმა მთელი ძალები ჩვენ დასაჭერად გადმოისროლეს და მთელი ვერხუშკა დაუცველი დატოვეს. ჰოდა ითვალონ ახლა რიგითები და ერთი მაიორი აქ. - ჩამჩურჩულა უზულამ
- ჩვენი ბიჭების ნამოქმედარია?
- არა, მამაზეციერის ბლიად! აბა ვისი ნამოქმედარი იქნება შენი აზრით?
- მოიცა, გუბაზაც გაიტაცეს?
- გუბაზაც, მისი ყველა მოადგილეც, ყველა პროკურორი და გამომძიებელი. პრეკურსორას გარდა მთელი ატძელი ჩვენი ბიჭების ხელშია. მოკლედ, საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ყველა ჩვენი მებრძოლი გადავცვალოთ ჩვენი ჩათვლით და ერთი ორი კაცი კიდე მოგვრჩება - თავი ვერ შეიკავა სიცილისგან.
პრეკურსორი სულ გადაირია. დარბის ოთახიდან-ოთახში და ვიღაცას გამწარებული აგინებს მკვდარ და ცოცხალს. უცებ მობილურის ზუმერი გაისმა.
- გუბაზია! - გაუნათდა თვალები - ალო, ბატონო გუბაზ... ა? - მე ვარ, ვინ მელაპარაკება?
იუდა?..
ირგვლივ ისეთი თვალებით მიმოიხედა, გული ამიჩუყდა...