დაწყებამდე
14:00 სთ.
ზუსტად ამ დროს მივედი. შესასვლელის კარი ღია იყო. რამდენიმე დაცვის თანამშრომელი იდგა. ვაჩვენე აკრედიტაცია და პირადობა. შემოწმების შემდეგ ეზოში შემიშვეს. ეზოში იდგა რამდენიმე მაგიდა და მეტალოდეტექტორი. ბოდიშის მოხდით მითხრეს, რომ ჩანთა უნდა გაეხსნათ და ასევე თუ რამე მედო ჯიბეში ამომეღო. ჩანთის ყველა ჯიბე გახსნეს. არ ამოუღიათ არც ერთი ნივთი მიუხედავა იმისა რომ მქონდა ლეპტოპი, ფოტოაპარატი, ბლოკნოტი და რამდენიმე ტენიკური დამხმარე კაბელი. გაუკვირდათ თუ როგორი მოწესრიგებული ვიყავი, რადგანაც ჯიბეებიდან ამოსალგებელიც კი არაფერი მქონდა. შემოწმების შემდეგ მათგან არ მიმიღია მკაცრი ინსტრუქციები და არც მითითებები. პირიქით, მე ვკითხე თუ რისი გადაღების უფლება მქონდა, მიპასუხეს – თქვენ რაც გაგიხარდებათ ყველაფრისო.
14:20 სთ
ამ დროს უკვე თავისუფლად დავდიოდი ბიზნეს ცენტრის პერიმეტრზე. ვიჯექი შადრევანთან ქვაზე, იქ ჯდომა არავის დაუშლია. მხოლოდ ეზოს ქვედა ნაწილში, სადაც სკულპტურებია ჩასვლის უფლება არ გვქონდა. ეზოში იდო ჟურნალისტებისთვის მაგიდა წყლის ბოთლებით.
14:30 სთ.
ყველა ოპერატორი შეუშვეს შენობაში. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ჟურნალისტებს მისცეს შესვლის უფლება. არა ყველას ერთდროულად. თავიდან 5-5 უშვებდნენ. ერთმა დაცვის თანამშრომელმა, რომელსაც მაქამდე ვთხოვე ოპერატორებთან ერთად შეშვება, რადგანაც კარგი ადგილი მეპობა გადასაღებად, (მაშინ არ დამთანხმდა) რიგში აღარ ჩამაყენა. ბიზნეს ცენტრის პირველ სართულზე თვალში მომხვდა თანამედროვე ხელოვნების ორი ნიმუში. დაცვის თანამშრომელს ვკითხე თუ შეიძლებოდა რომ გადამეღო. საერთოდ იმ პერიმერზე სადაც შეგვეძლო მოძრაობა, კონკრეტულად ეს მოიცავდა ბიზნეს ცენტრის 2 სართულსა და ეზოს, გადაღების არანაირი შეზღუდვა არ მქონია.
დაწყებამდე ერთი საათის მანძილე მიდოდა ტექნიკური შემოწმება, გვქონდა ვაი-ფაით სარგებლობის საშუალება, შალვა რამიშვილი დადიოდა მისი უცვლელი მიკროფონით და ორი ოპერატორით- გადაცემას აკეთებდა. ადგილები ჟუნრალისტებისთვის არასაკამრისი აღმოჩნდა, რამდენიმე ჟურნალისტს ფეხზე მოუწია დგომა. დავთვალე 35-მდე კამერა. ოპერატორები ჩემს უკან იყვნენ განლაგებულნი. რამაც ქვემოთ აღწერილ სიტუაციაზე დაკვირვების კარგი საშუვალება მომცა.
კულმინაცია – ჟურნალისტები
როგორც შეამჩნევდით პრესკონფერენციაზე იყო მხოლოდ 2 მიკროფონი, რომელიც თავიდან გადანაწილებული იყო მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ბიძინა ივნაიშვილის გამოჩენისთანავე დაიწყო მიკროფონებზე ტაციაობა, მაშინაც კი როცა პირველი კითხვის დასმის საშუალება, როგორც გაირკვა საზ.მაუწყს ჰქონდა. მიუხედავად გამართული ტექნიკური უზრუნველყოფისა იმდენად ხმაური იყო, (განსაკუთრებით ბოლო 35 წუთი), რომ როგორც ბევრი კითხვა ასევე მასზე პასუხიც კი არ მესმოდა.
შიგა და შიგ კარგვეულ ჟუნრალისტებს შორის, რომლებსაც საზოგადოება სახელისუფლებო და ოპოზიციურ არხებს უწოდებს მიკროფონის გამო ერთმანეთში კინკლაობა მიდიოდა.
კულმინაციას კი ალბათ იმ მომენტს დავარქმვდი, როცა ერთი არიხს, (არ ვიტყვი რომლის) ჟურნალისტი დაწყებისთანვე ცდილობდა კითვის დასმას, შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი, ცოტა წინ გადაჯდა, როცა იქაც ვერაფერს გახდა ისევ უკან გადმოჯდა და გაუჩერებლად, ჩუმად ეძახდა “იმედა, იმედა !”. იმედას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ბოლოს კი იმედას ძახილთან ერთად ნერვიულობისგან ფეხების ბაკუნი დაიწყო.
იყო ერთი ასეთი შემთხვევაც: ერთი ჟუნრალისტი, უცებ წამოენთო და ცოტა ნერვიული ტონით დაიწყო ხმამაღლა საუბარი ეს კი მას შემდეგ, რაც მას ყურში რაღაც უთხრეს (მოწყობილობას ვგულისხმობ).
იყვნენ “სხვა კატეგორიის” ანუ პროფესიონალი ჟურნალისტებიც. რომელბიც ამ სხვა კატეგორიაში საკუთარი “დასტოინი” ქმედებით (შევატყე თავად ასე თვლიდნენ) და სხვა ჟურნალისტების კრიტიკით გადიოდნენ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თავად ის სხვა კატეგორიის ჟურნალისტები, რომლებიც აღშფოთებულები იყვნენ მათი კოლეგების საქციელით ერთმანეთში ამბობმდნენ, რომ “ესენი არიან ჟურნალისტები?”,”ამათ ჟუნრალისტიკაში ტრეინინგი უნდა ჩაუტაროთ”, მთელი პრესკონფერენციის მსვლელობისას თავადვე არ აჩერებდნენ ენას.
დასმულ კითხვებს თუ გადავხედავთ, დაუკვირდებით ყველაზე მეტი კითხვა ე.წ. პროსახელისუფლებო მედია საშუალებების ჟურნალისტებმა დასვეს.
როცა პასუხის გაცემის მომენტებში ბიძინა ამოსუნთქვით პაუზას აკეთებდა მაშინვე მოჰყვებოდა რამდენიმე მჭექარე ხმა, ერთდროულად ხელების აწევა, სკამებიდან წამოხტომები. ამ უკანასკნელს კი მინდა დავამატო რომ ძალიან უშლიდნენ ოპერატორებს მუშაობაში ხელს.
საერთო ჯამში იყო სრული ქაოსი. წარმოიდგინეთ, ათობით გაშვერილი ხელი და ერთდროულად კითხვის დასმის თხოვნა, რომელსაც სინქორნულად მისდევდა ათობით ოპერატორის ყვირილი: ხელი ჩასწი, ნუ დადიხარ, დაჯექი!
გაგიმართლათ, რომ ამ ყველაფერს სრული კადრით ეთერში ვერ ხედავდით.
წამოსვლა
ივანიშვილის გასვლის შემდეგ კონფერენციის ოთახის დატოვება არავისთვის არ მოუთხოვიათ. სურვილისმაბერ აივანზე შეგვეძლო გასვლა, ფოტოების გადაღება ორივე სართულზე და ეზოშიც, კოლეგებთან საუბარი.აივნიდან შეიძლებოდა ეზოს იმ ნაწილის გადაღებაც სადაც გასვლის უფლება არ გვქონდა. გამოსვლისას არავის შევუმოწმებივარ. შალვა რამიშვილი კი ისევ იდგა თავისი განუყრელი მიკროფონითა და ორი ოპერატორით. რესპოდენტებს არჩევდა.
http://www.ireporter.ge/2011/11/01/%E1%83%...83%A0%E1%83%94/