სექსი ბიცო

კარგი გოგო ხარ!
ნახე, შენი "კოლეგები" სხვა რეალობიდან არიან მოსულები :დ
--------
მართლა სასაცილოც აღარ არის ის, რაც ამ სტატიაში იკითხება. იმაზე აღარ ვაკომენტებ, რაც ვნახეთ
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=10433ივანიშვილის პირველი ცირკი... და „შოფერი“ ტრიპოლსკი
ივანიშვილის პუტინიზაცია...
18:36 01.11.2011
[მაია ქართველიშვილი]
ზუსტად იმ დროს, როცა ბიძინა რუსეთში მილიონებს აგროვებდა (ჯერ მილიონებს), რუსულ არხზე იუმორისტული საბავშვო გადაცემა „ერალაშში“ ხშირად უჩვენებდნენ პატარა ფილმს, სადაც ფუმფულა რუსის ქალი აღშფოთებული გაჰყვიროდა: ეტა ნე კინო, ეტა ციიირკ!“
ზუსტად ეს იუმორისტული პატარა ფილმი გაახსენდებოდა ბევრს, ვინც ივანიშვილის პრესკონფერენციას უყურებდა... ივანიშვილი სპექტაკლისთვის ემზადებოდა.. პრემიერისთვის, არადა გამოუვიდა ცირკი.. და ამას ჟურნალისტებს ვერ დააბრალებს.. ცირკი იყო ის, რაც ივანიშვილმა ჩაატარა, პირდაპირი ეთერისთვის საჭირო აპარატურის, საკუთარ ეზოში არშეშვებით დაწყებული, ჟურნალისტებისთვის სამმაგი ბარიერის დაწესებით დამთავრებული.
ბატონ ივანიშვილს არ სცოდნია, რომ ჟურნალისტები პრესკონფერენციისთვის თუ შეკითხვებს ამზადებენ, ეს ჩვეულებრივი ნორმაა და რომ ჟურნალისტის უბის წიგნაკების გაჩითვა, სულ უბრალო, მისთვის გასაგებ გლეხურ ენაზე რომ ვთქვათ - „სიქაჯეა“..
უფრო კულტურულად კი... პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე კაცმა, პირველ რიგში ჟურნალისტებთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს. ალბათ მოსკოვში მიეჩვია ივანიშვილი ჟურნალისტებისთვის ხელის გადაგრეხვას, როცა სჭირდება მიკროფონის წართმევის, როცა დასჭირდება მისთვის არასასურველი კითხვის გამო ენის ამოგლეჯის მიზნით...
პრეცედენტი არ არსებობს, ჟურნალისტებისთვის პირდაპირ ეთერში მიკროფონები ძალისმიერი მეთოდით გამოეგლიჯოთ, თვით გამოცხადებლ დიქტატორებს ან ტირანებსაც კი...
ერთი კარგი საქმე ნამდვილად გააკეთა ივანაშვილის ცირკმა. ეს კაცი რომ მართლა მოვიდეს ხელისუფლებაში, მისთვის არასასურველი კითხვის დასმის შემთხვევაში, მიკროფონის წართმევა ყველაზე სანატრელი იქნება ქართველი ჟურნალისტებისათვის. ალბათ, მისი სულიერი ძმის მსგავსად, მონათესავე სულის - პუტინის დარად, პროჭორვილელსაც, რომელიმე მოტრიპოლსკო ელემენტი, რომელიმე ჩვენგანის თავს მიუტანს დაბადების დღეზე...
სხვა შთაბეჭდილება არ დარჩებოდა საღად მოაზროვნე ადამიანს, როცა ამ ცირკს შეხედავდა.. გასაგებია, რომ ბიძინა მილიარდების მიუხედავად, მაინც „ვალინკებიან გლეხად“ დარჩა, მაგრამ ტრიპოლსკი? ნებისმიერ ჯამბაზს შეშურდებოდა, ტრიპოლსკის თეატრალური პოზირება და აღშფოთების გამომხატველი მანჭვა–გრეხა, შიგადაშიგ შორისდებულებით: ოჰ, ვახ, უხ...
შეიძლება ბიძინამ არ იცის, რომ ჟურნალისტის უფლებაა დასვას კითხვა და რესპონდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა და უკულტურობაა კითხვაზე ირონიული სიცილი, ღმუილი, წკმუტუნი... მაგრან ტრიპოსკისგან გაგვკვირვებია - შოფრული მანერით პრესკონფერენციის წაყვანა და იქედნური რეპლიკები... რა ორგანიზებაც გაუკეთეს ამ ცირკს, ის შედეგიც მიიღეს.
ბიძინას, ჟურნალისტები, თავისი პინგვინის მომვლელები და შეფ-მზარეულები ჰგონია, რომ ისე მოიქცნენ, როგორც მის შინაგანაწესშია გათვალისწინებული. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ნუ აუკრავ ხელს ძაღლს და ჟურნალისტსო... ეს წესი ბიძინამ არ იცოდა, ტრიპოლსკის კი უნდა სცოდნოდა.. და ბოლოს... ბიძინასავე საყვარელი რუსულით დავამთავრებთ, „ეტა ცირკ ბიძინა დარაგოი, ეტა ცირკ“.