პრესკონფერენციის ორგანიზება იყო ძალიან ცუდი. ტრიპოლსკის ამაში დიიდი მინუსი...
ბიძინა ღელავდა და ცოტა ზედმეტად აგრესიულიც იყო... ესეც ფაქტია და არ მიკვირს იმ ადამიანისაგან ვინც პირველად დაჯდა ლაივ პრესკონფერენციაზე თავის სიცოცხლეში და თან სად, ასპიტების ბუდეში.
ბოლოს ოღონდ აღარ უნდოდა დამთავრება მას შემდეგ რაც 'სპეციალური ჩამჭრელი' კითხვები გაანადგურა...
ჟურნალისტების უმრავლესობა გარდა ერთი ორი ჟურნალისტისა აბსოლუტური კატასტროფა იყო. ზოგი საერთოდ ტექსტს ვერ კითხულობდა დაწერილს. ზოგი (რეალტვ 1არხი იმედი რ2) წინასწარ მომზადებულ 'ჩამჭრელ' კითხვებს სვამდა თუმცა ერთი ორი ნამდვილად კარგი კითხვა იყო.
ძალიან არ მომეწონა იმ ჟურნალისტის დასმული იდიოტური კითხვა თითქოს სააკაშვილი შეიარაღებულ ჯგუფებს ამზადებს სამეგრელოში საომრად-ო. ეს ხალხი მზადდება რეზერვის პროგრამის ფარგლებში თავდაცვის ამაღლების მიზნით და არ შეიძლება ყველასა და ყველაფერში მართლა პანიკა.
კითხვების უმეტესობას მეტნაკლებად ნორმალური პასუხი გაეცა.
რაც არ მომეწონა იყო:
1. მძინარე ცხინვალისტების და ბოზი ტალიავინის პოზიციის გაზიარება ბბ-ს მიერ.
ამაში კატეგორიულად არ ვეთანხმები
2. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში. ამით სააკაშვილი ფაქტიურად მიაყენა კუთხეში და სხვა ალტერნატივას მას არ უტოვებს გარდა იმისა რომ მთელი ძალით იბრძოლოს ხელისუფლების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა მიშასთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება თუკი მას დაასრულებინებენ პრეზიდენტობას და მერე გაუშვებენ პენსიაზე.
P.ს. იმედია ბატონ kardu-ს ახლა მაინც ეყოფა ვაჟკაცობა და თავმოყვარეობა და აღიარებს რომ ბბ-ს არ მიაჩნია პუტინი დემოკრატიის დამამყარებელ პიროვნებად რუსეთში და არც ფქვილოვნასავით ეშინია რუსეთს ოკუპანტი უწოდოს. შესაბამისად არც ბოდიშის მოხდის შერცხვება მის მიერ უნებლიედ მტრის წისქვილზე დასხმული წყლის გამო, რაც როიტერის რუსეთის ბიუროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ტირაჟირებაში გამოიხატება.