ქაჯები, ნახირი, სპეცდანიშნულების მედია...
20:10 01.11.2011
[კახეთის საინფორმაციო ცენტრი]
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას სოციალურ ქსელ Facebook.com-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერენ, რომ ჟურნალისტების დონე ძალიან დაბალია. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ქართული ჟურნალისტიკის დიდი ნაწილი ნახირსაც შეადარა. ივანიშვილს ურჩევენ, რომ პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი არაპროფესიონალიზმის გამო კინწისკვრით გააგდოს.
მალხაზ ხარბედია - დღევანდელმა პრესკონფერენციამ წყალში ჩაყარა ენის შესაძლებლობებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ყველა შედეგი

)) რადგან დღეს რაც ხდებოდა, ამის აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია. ენა ისევ უძლურია

ნინია კაკაბაძე - მდა! ჟურნალისტები! რა კარგად ჩანან, როდესაც ერთად არიან :-D
გიორგი ფოფხაძე - აუჰ, ახლა ნახეთ თქვენ ამის გალსტუკის და „სალფეთკების“ ღეჭვა ))
დაჩი გრძელიშვილი - ბიძინას საღოლ, უხერხულობის მიუხედავად თავი მაგრად უჭირავს. პირველი არხის ჟურნალისტები, გასაგებია, სხვას არც მოველოდი. მაგრამ პეკას ორგანიზება რომ უკეთ შეიძლებოდა (რბილად რომ ვთქვათ), ესეც ფაქტია... და გარემოცვას მიხედე, ბიძინა, გარემოცვაას...
ნათია მიქიაშვილი - ვსიო... დასრულდა... ბიძინამ მოიგო, ძალიან დიდი უპირატესობით და სიმართლე გითხრათ ჟურნალისტების უკულტურობით შევწუხდი... ნეტა მეც მასე მოვიქცეოდი?
მერაბ მეტრეველი - დღეს მომხდარ ამბებს ყველაზე ადექვატურად აფასებს ფრაზა, რომლიც ივანიშვილმა თქვა: მე ვანოზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა.
გიორგი მოსიაშვილი - მომეწონა გამოსვლა... „წამართვეს მოქალაქეობა, მაგრამ ვერ წამართმევენ ქართველობას“....
თეა თოფურია - მივმართავ ქარტიას და რა ვიცი, ყველას. არ შეიძლება რამე ვქნათ და სიტყვიერად მაინც გავემიჯნოთ ამ ვითომ ჟურნალისტებს? აუცილებელი იყო ასავალ - დასავალისთვის და ალიასთვის აკრედიტაცია მიეცათ? ან თუნდაც რეალ ტივისთვის. ქაჯები.ი სე მივალთ არჩევნებამდე, ამ ბარდაკს ვერ გავცდებით. დაჯდეს ივანიშვილი და ჩამოაყალიბოს ქვეყნის მართვის როგორი ხედვა და პროგრამა აქვს. ყველაფერზე იმას იძახის, მე არ ვიცი, სპეციალისტებს შევეკითხებიო. ასე, ვინ მოდის პოლიტიკაში. სადმე სოფელში ასკაციან ქორწილში რომ სიტუაცია აირევა და თამადა რომ ყვირის, მომისმინეთო, აი ეგეთი პრესკონფერენციაა ეს.

))))))))
ნინო ჯანგირაშვილი - რატომ ნერვიულობენ ეს ბავშვები ასე?
ნინო ბექიშვილი - მგონი, პირეველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც არ ეშინია სიტყვის, სექსუალური უმცირესობა. მდა. არ ველოდი.
გელა მთივლიშვილი - ივანიშვილის რეზიდენციას სპეცდანიშნულების მედია შეესია

სოფია გეგეჭკორი - შოკირებული ვარ ქართველი ჟურნალისტიკის დონით
ლიკა ბასიალაია - შავგულიძე - არა, მეგობრებო, ირაკლი ტრიპოლსკი, როგორც პრესმდივანი, კრიტიკას ვერ უძლევს, ეს კაცი სერიოზულად დააგდებს ივანიშვილის რეიტინგს..
ალექსანდრე ელისაშვილი - დღეს მე დურგალი ვარ, ჟურნალისტობა მაგრად მრცხვენია!!!
ალეკო ცქიტიშვილი - ვინ დასვა ძირითადად შეკითხვები: პირველმა არხმა, რუსთავი 2-მა, იმედმა, საზოგადოებრივმა რადიომ, პრესა.გე-მ, აიტივიმ, ტაბულამ, პრაიმ-ტაიმმა... ვინ გამომრჩა? ჰო, კიდევ - რეალ.ტვ-მ... და თქვენ სხვანაირ პრესკონფერენციას ელოდით?
თინათინ ხიდაშელი - ვაიმე, ცუდად კი ვარ, მაღალი სიცხე მაქვს მაგრამ არა მგონია მოლანდებები დამწყებოდეს და იქნებ დამეწყო კიდეც, ეხლა მე ტელევიზორს ვუყურებ ნეტავ თუ მელანდება რამე?

გიორგი კიკონიშვილი - სარკის ჟურნალისტი: „როგორი ურთიერთობა გქონდათ ბადრი პატარკაციშვილთან მაშინ, როცა ის ცოცხალი იყო, და როგორი გქონდათ მერე?“ მგონი ამ ჟურნალისტს მართლა ჯერა რომ ბიძინა ჯადოქარია.
კახა მჭედლიძე - ძაან მაგარი კონცერტია პირველ არხზე

დიანა ტრაპაიძე - ქართული ჟურნალისტიკის დიდი ნაწილი = ნახირი
მერაბ მერკვილაძე - კომედიაა
მალხაზ ჭკადუა - მაქსიმ გალკინზე არავინ დასვამს კითხვას? :შეწუხებული მალკინი
ზაალ ანჯაფარიძე - უკვე ნათელია სიტუაცია, სახელისუფლებო მედიამ მიიღო დავალება რომ ივანიშვილის პრეს-კონფერენცია ჩაშალოს... ნახეთ როგორ იქცევიან საზმაუს, „იმედის“ და „რუსთავის“ ე.წ. ჟურნალისტები.... ისე ირაკლი ტრიპოლსკი ბიძინამ კინწისკვრით უნდა გააგდოს არაპროფესიონალიზმის გამო...