#59215749 · 11 May 2022, 23:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფერუმ ბიძინას. მთელი ქვეყანა მოატყუა. თან მრავალგზის. ახლაც აგრძელებს. ყველა ვერ მოატყუა რათქმაუნდა, ზოგი გვაფრთხილებდა, რომ მატყუარაა, მაგრამ მათ არავინ დაუჯერა. ნაცები მართლა იყვნენ გასაყრელები. ბოლო დროს მაგრად გადაიჯვეს თავზე. ჩემ ძმაკაცს ნაგლად აახიეს ბიზნესი. აი ასე, მოვიდნენ ოფისში, დაემუქრენ და გადაიფორმეს. ვინ იყო განმკითხველი? უგულავას კანტორაშიც მაგარი კორუფცია ტრიალებდა. რაც ნაღდად ვიცი, იმას ვამბობ. საინფორმაციო კამპანიის ფეიკების გარეშე. ისე, მაგრად მუშაობდნენ მაშინ ტელერადიო იმედი, ობიექტივი, კავკასია და რადიო მაესტრო. ნინო ჟიჟილაშვილი 24/7 ეთერში იჯდა და თავისი აუღელვებელი ხმით უთხრიდა ძირს სააკაშვილს. უდიდესი წილი მიუძღვის ნაცების დამხობაში, მაგრამ მაინც ირმას მიერ შემოგდებულმა ციხის კადრებმა გადაწყვიტა ნაცების ბედი. ეს რომ არა, ბიძინას მხოლოდ ძლიერი ოპოზიცია ეყოლებოდა პარლამენტში.
ბიძინამ ყველაზე უარესი, რაც გაუკეთა ქართველ ერს, ესაა სამართლიანობის შეგრძნების საბოლოოდ დაკარგვა და ნიჰილიზმი
This post has been edited by ZAZAi on 11 May 2022, 23:05
|