mzesumzira
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3306
წევრი No.: 101343
რეგისტრ.: 1-October 09
|
#28129284 · 2 Nov 2011, 18:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოუსმინე ივანიშვილს და მიხვდი რას ფიქრობს პუტინი 11:43 02.11.2011 [ნათია ნადიბაიძე] „მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამ ომის ინიციატორი ქართული მხარე იყო“, „ საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალი დაბომბა“ – რუსული მედიის წამყვანი მასალების საზეიმო ტონალობაში გადაწყვეტილი სათაურები, გუშინდელი დღიდან ასე გამოიყურება.
ჩრდილოური მასმედია მსგავს გაცვეთილ ფრაზებს, 2008 წლის შემდეგ ხშირად უკეთებს დემონსტრირებას, თუმცა ის ხან პუტინს ეკუთვნის, ხანაც კრემლის რომელიმე მესვეურს, ან მავან რუს, მორიგ „ველიკოდერჟავული“ მსოფლმხედველობის პოლიტიკოსს.. ამჯერად კი, რუსული საინფორმაციო საშუალებები ქართველი მილიარდერის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას დიდი ზარ-ზეიმით და ნიშნის მოგებით აშუქებენ და იქ გამოთქმულ ბრძნულ აზრებს უკეთებენ ციტირებას...
დროის იმ არცთუ დიდ მონაკვეთში, რომლის დროსაც დიდი ოლიგარქი საკუთარი, ნაკლებად დახვეწილი „ორატორული ხელოვნების“ დეკლარირებას ქართული პუბლიკის წინაშე ავლენდა, უამრავი მარგალიტი გადმოიფრქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი, როგორც ჩანს, გაფრთხილებულია და რეალური ზრახვების „პროდასავლურ“ შეფუთვაში მიჩქმალვას საგულდაგულოდ ცდილობს, გუშინ, მისი „გამჭირვალე“ პრესკონფერენცია, ფაქტობრივად, პუტინის შავბნელი ფიქრების და მომავალი ოცნებების საილუსტრაციო სცენად გადაიქცა, რომელსაც შეეფერება სლოგანი - მოუსმინე ივანიშვილს და გაიგე, რას ფიქრობს პუტინი.
მოკლედ, თუ იმ პოლიტიკურ-დიპლომატიური ღირებულების არმქონე პრიმიტიულ რიტორიკას, „გულუბრყვილო“ წიაღსვლებს, დაუხვეწავ და მოუქნელ, ჩამოუყალიბებელ აზრებს ხან ბიზნესზე და ხანაც პოლიტიკაზე, შემოვაცლით და შევხედავთ, ფაქტი გახდება: ივანიშვილი, ფაქტობრივად, რუსული ხელისუფლების უმაღლესი, შავრაზმული იდეოლოგიის და გეგმების რეალურ გამხმოვანებლად იქცა საქართველოში. მან, ფაქტობრივად, ყველა ის პასაჟი, ბრალდება, სურვილი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული იდეოლოგიური ომის თითოეული ასპექტი, მისი ძირითადი პრინციპები და მიმართულებები გაახმოვანა, რომელიც ჩრდილოური ყარაყორუმიდან, კრემლის და ეფესბეს ღია თუ ჩრდილოვანი კაბინეტებიდან, წლებია ნიაღვარივით იფრქვევა.
უკვე საბოლოოდ გამოკვეთილი რუსული ბეგრაუნდის მქონე ივანიშვილმა ერთი-ერთზე გაიმეორა პუტინის მთავარი ბრალდება - ომი საქართველომ დაიწყო... ბრალდება, რომელიც პირდაპირ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე დარტყმის განსახორციელებლად მოიგონა პუტინმა და მისმა გარემოცვამ და რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო დიპლომატიურ ფრონტზე ბრძოლისას.
გუშინვე გაახმოვანა ივანიშვილმა რუსულ ბაზარზე დაბრუნების თემა და იქვე გაირკვა, რომ მას ამ ბაზართან დაკავშირებით, ძველი საბჭოური, პუტინისეული,ზეააღმატებული წარმოდგენა აქვს, რომლის მიხედვითაც თურმე მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსული მაფიისა და ეფესბეს კონტროლირებად–სათარეშო ზონაში შესვლა-დამკვიდრებაზე ოცნებობს.
სსრკ-ს მონატრებული, კრემლის მპყრობელი პუტინი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯახირობს, რომ ძველი „ვასალები“ რუსულ ეკონომიკურ ორბიტაზე დააბრუნოს. სწორედ პუტინის ფიქრების და აუხდენელი ოცნებების მთელი კასკადი გადმოიფრქვა გუშინ ჩვენი თანამემამულე მილიარდერის დაუხვეწავი ქართულის მეშვეობით, რომელიც ეკრანიდან, რუსული იმპერიის ძლევამოსილების ფსიქოპათიური იდეით შეპყრობილი პუტინის აღფრთოვანებულ აზრებს და ფიქრებს კალკირებდა.
ივანიშვილის მოსაზრებები, ასევე, ერთი-ერთზე დაემთხვა სხვა ნებისმიერ უმნიშვნელოვანეს თემას, ხოდორკოვსკიდან დაწყებული და ნატოს თუ „რუსული დემოკრატიის“ თემით, ან იმ საკითხით დამთავრებული, რომ „ეკონომიკური ემბარგო საქართველოს ბრალი იყო“.
ეგოცენტრიკი მილიარდერი, გუშინ ქართულ საზოგადოებას რუსული პოლიტიკისათვის დამახასიათებელი თავდაჯერებით უმტკიცებდა, რომ იმედი აქვს რუსეთთან, საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტთან და საუკუნოვან მტერთან, რომელიც ჩვენს რეგიონს უკვე საუკუნეებია მხოლოდ დასაპყრობად და დასამონებლად უყურებს, ჩვენი ინტერესების თანხვედრისა.
მოკლედ, პუტინ-ლებედ-რუშაილოს ძმაკაცმა, პირველივე პრესკონფერენციაზე, ფაქტობრივად, ქართულ საზოგადოებას საქართველოში კრემლის მოქმედების მთელი სქემა გადმოუშალა. თუ ივანიშვილის ზღვარდაუდებელ ამბიციებს და საკუთარი ეგოთი ტკბობის აშკარად გამოკვეთილ თვისებას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ პუტინის ფიქრების და გეგმების პრეზენტაციებს საქართველოში, ახლო მომავალში, კიდევ საკმარისად უნდა ველოდოთ...
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, ჯანსაღად მოაზროვნე ქართული საზოგადოება ოლიგარქს, როგორც პოლიტიკოსს, სერიოზულად აღარ უყურებს, რაზეც სხვადასხვა ფორმით გამოხატული რეაქციები და შეფასებებიც ნათლად მეტყველებს.
|