brutal_88აგერ, ვნახე იმ თემის პირველ პოსტში მოტანილი ციფრები. გადახედე.
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (ათასებში):
2003-2050.4 - 2008-1917.8
უმუშევართა რაოდენობა:
2003-235.9 - 2008-315.8
სფეროების მიხედვით დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელი კლებულობს თითქმის ყველა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, გარდა:
დამამუშავებელი მრეწველობა - 0.3%
მშენებლობა - 2%
სასტუმროები და რესტორნები - 0.2%
საფინანსო საქმიანობა - 0.5%
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - 0.2%
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - 0.8%
შინამოსამსახურეები - 0.3%.
ჰო, დამავიწყდა მიმეთითა, რომ 2003 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა გაზრდილია.
შემოსავლები, თითქოს სამჯერ გაიზარდა, მაგრამ რატომღაც, უფრო ნაკლებს ვჭამთ
პირველი რიცხვი 2003-ია, მეორე 2008 (კგ-ში).
პური - 64 - 62.3
საკვები მარცვლეული და ბურღულეული - 6.3 - 6.1.
მაკარონი და ანალოგიური ნაწარმი - 6.5 - 7.5 (ზრდაა )
გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმი - 1.4 - 1.7 (ტკბილეულსაც ვეტანებით )
სხვა პურპროდუქტები - 71.2 - 66.6
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 17.6 - 16.6
თევზეული - 3.9 - 4.4 (მარხვას უფრო მეტი იცავს? )
ახალი რძე - 59.5 - 50.1
დაკონსერვებული რძე - 0.6 - 0.3
მაწონი და სხვა (ალბათ, იოგურტი) - 9.7 - 8.1
ყველი და ხაჭო (ალბათ, იოგურტი) - 12.1 - 12.
რძის სხვა პროდუქტები - 1.4 - 1.5
კვერცხი (ცალობით) - 112.9 - 89.7
ზეთი და ცხიმი - 12.4 - 13.5
ხილი, ყურძენი - 46.2 - 37.6
ბოსტნეული, კარტოფილი, ბაღჩეული - 134.8 - 126.9
შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი - 23.5 - 21.4
კვების სხვა პროდუქტები - 9.0 - 7.9
ყავა, ჩაი, კაკაო - 0.7 - 0.8
მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური წვენები (ლიტრი) - 2.6 - 4.6.
ზოგადად, შემცირებულია მოსწავლეთა რაოდენობა როგორც საშუალო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
ჰო, მასწავლებლებიც შემცირდა.
გაიზარდა მუზეუმების რაოდენობაც, გამოფენათა რაოდენობაც და 23 ათასით სტუმართა რაოდენობაც.
ინტერნეტის განვითარებამ, შეამცირა ბიბლიოთეკების და მკითხველთა რაოდენობა.
მცირედი კლებაა მედიცინის მუშაკთა რაოდენობაში.
ზრდაა დაავადებების რაოდენობაში და განსაკუთრებით საგანგაშო ზრდაა საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებში (თითქმის 300%).
აბორტების რაოდენობაც საკმარისად გაიზარდა.
ბავშვებში შესამჩნევი ზრდაა სუნთქვის ორგანოების დაავადებებში (მოწიეთ ჰო პაპიროსი ბავშვებთან - რა მოუვა!!! )
პატიმრების რაოდენობას არ შევეხები - ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრად მეტია. 2003 წელთან შედარებით, დანაშაულის მატებას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რამოდენიმე სახის დანაშაული. კერძოდ:
მძიმე დანაშაული - 10326 - 13028.
განზრახ მკვლელობა და მკვლელობის ცდა - 499-653
გაუპატიურება - 52 - 100.
ძარცვა - 556 - 1167.
ქურდობა - 5593 - 14814.
შემცირებულია საწარმოთა მთლიანი რაოდენობა.
ასევე, შემცირებულია სასოფლო სამეურნეო ნათესების რაოდენობა 561 ათასი ჰექტარიდან - 329 ათას ჰექტარამდე.
ამავდროულად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 53%-ია დასაქმებული.
შინაური ცხოველების რაოდენობაშიც შესამჩნევი კლებაა.
ინვესტიციები გაზრდილია - ამას არ ვდავობთ.
ასევე გაზრდილია, სატრანსპორტო გადატანები (ედიკას პერიოდს ვადრით, თორემ 1990 წლის მონაცემების მეხუთედზეც არ ვართ გასულები).
2008 წელს გვესტუმრა 103698 უცხოელი სტუმარი (2007-ში კიდევ უფრო ნაკლები იყო).
გაზრდილია ყველა სახის შემოსავალი, საბაჟოს გარდა.
საგარეო ვალი გვაქვს 3.694.700.000 ლარი.
ტანსაცმლის გარდა, ფასები გაზრდილია აბსოლუტურად ყველაფერზე.
ახლა კი, ყველაზე საშინელება.
რუსეთთან ექსპორტი შემცირებულია 30 მილიონ დოლარამდე, სამაგიეროდ, გაზრდილი იმპორტი - 426 მილიონამდე (მცირედი კლებაა 2007 წელთან შედარებით).
რუსეთზე მოდის ჩვენი იმპორტ-ექსპორტის (პრინციპში, იმპორტის) 5.8%.
ჩვენი იმპორტის უდიდესი წილი ნავთობპროდუქტებს და ავტომობილებს ეკუთვნის.
მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ, აქ ნახავთ სრულ სტატისტიკას.
http://www.statistics.ge/_files/yearbook/Yearbook2009.zip ეს კი თავად ძველი თემა.