მაშინ გეტყვი ყველაზე დიდი არაადექვატურობის საწყისს:
ზვიადის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიაზე 69 700 კვ.კმ. ტერიტორიის ფართობზე....იმ დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რომლის ტერიტორია იყო 107 300 კვადრატული კილომეტრი ფართობის.
და 107 300 - 69 700 = 37 600. ეს კი 1918 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის მესამედია, რომელიც ოკუპირებულად უნდა გამოცხადებულიყო მაშინვე და
დაყენებულიყო ოფიციალურად საკითხი მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე დეოკუპაციის მოთხოვნით, სსრკს საერთო ქონებიდან კუთვნილი წილის მოთხოვნით და
შესაბამისი კომპენსაციების დაწესებით სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის წინაშე.
ამის სრული უფლებაც გვქონდა და ვალდებულებაც, რამეთუ დამოუკიდებლობის აღდგენა ეფუძნებოდა 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს კონსტიტუციას, რომელიც
იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული გახლდათ.
არაადექვატურობა დღემდის გრძელდება ფორს მაჟორულ რეჟიმში, რადგან სანამ არ აღდგება 1918 წლის დე ფაქტო და დე იურე იურისდიქცია 107 300 კვ.კმ, ფართის
მქონე ტერიტორიაზე --- ვართ ნაწილობრივ ოკუპირებულნი და სუვერენიტეტ შელახულნი.
რა, ქართველი ბოლშევიკების უკანონოდ გაჩუქებულ-გასხვისებული დააკანონეს?
და ვინც ეგუება ახალ საზღვრებს --- ის ხელისუფლება ვერასოდეს ვერ შეიძენს ლეგიტიმურობას და კანონიერ სამართალმემკვიდრეობას 1918 წლის რესპუბლიკისას.
ესაა ადექვატი.
სწორედ უპასუხისმგებლო შიშმა, უკანონო დათმობებმა, უკომპენსაციო გამყიდველობამ და ლაჩრულმა არაადექვატურობამ გამოიწვია ბოლო ოცი წლის მოვლებენი და შეუმდგარი სახელმწიფოს სამარცხვინო წოდებები მოწინააღმდეგეთაგან.
გაეროს და საერთაშორისო სამართალს რაც შეეხება: უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ვეტოს უფლებას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ შევიდა სარჩელი როგორც ანექსატორსა და ოკუპანტზე. იგი ვერც განხილვა-კენჭისყრაში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ მოპასუხის სტატუსით მონაწილეობს პროცესში.
ეხლა კი ერთი საზოგადო კითხვა: ამ ბერკეტებზე უარის თქმა ნებისმიერი ქართული ხელისუფლების მიერ ---არის თუ არა სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატი
თუნდაც 1918 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის წინაშე?
და დღეს ვგონებ --- 60 ათასზეც ვერ ანხორციელებენ იურისდიქციას....