#28186627 · 6 Nov 2011, 14:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"გადაარჩინე სიცოცხლეს" ინიციატივით სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის პარაკლისი აღევლინება 13:55 06.11.2011
[პირველი]
არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლეს" ინიციატივით სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე წუთში საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის პარაკლისი აღევლინება.
როგორც "პირWელს" ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა იური ვაზაგაშვილმა განუცხადა, ამ წუთებში ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან თხოვნით შევლენ, რათა პარაკლისი თავად პატრიარქმა აღავლინოს.
"სამების საკათედრო ტაძარი იმიტომ შევარჩიეთ, რომ საქართველოს წარსული, აწმყოც და მომავალიც ამ ტაძარს უკავშირდება. პარაკლისი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სახელზე ჩატარდება და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახელზეც, რადგან მას ახლა ჯანმრთელობა ძალიან სჭირდება", - განუცხადა "პირWელს" ვაზაგაშვილმა და დასძინა, რომ "ტაძარში ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება".
"ხელს დამსწრე საზოგადოება აწერს და მათ შორის სასულიერო პირებიც. აღნიშნულ მოთხოვნას ხელმოწერით უკვე 12-მდე სასულიერო პირი შემოუერთდა", - დასძინა ვაზაგაშვილმა.
--------------------
დიდება უფალს “Freedom is only as strong as the citizens who fight for it.” – Beth Daley ”Innocent, until proven guilty”[B]
|