აი ამ კითხვებს მიაქციონ ყურაDრება. ადრე იქნება თუ გვიან მაინც მოუწევს ბ.ბ-ს პასუხის გაცემა

ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას აფასებენ
15:04 02-11-2011
- ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის 1-ელი ნოემბრის პრესკონფერენციას აფასებენ და იმ კითხვებს ასახელებენ, რომლების დასმაც მათ სურდათ და ვერ დასვეს. ამის მიზეზად ისინი ჟურნალისტების ქცევას და პრესკონფერენციის არაორგანიზებულობას მიიჩნევენ.
გუშინდელ პრესკონფერენციაზე კითხვა ვერ დასვა "რეზონანსის" ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ. მას ბიზნესმენისთვისს სოციალ-ეკონომიკურ პროგრამებთან, საგარეო პოლიტიკურ კურსთან, ასევე ეთნიკურ უმცირერსობასთან დაკავშირებით სურდა ეკითხა.
"ასევე, ძალიან მაინტერესებდა მისი საგარეო ორიენტაცია და ვის მიიჩნევს სტრატეგიულ პარტნიორად. მიმაჩნია, რომ ის, ვინც კითხვის დასასმელად იყო მოსული, საინტერესიო კითხვებს სვამდა",- ამბობს ელისო ჩაფიძე.
სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტი მაკა ანთიძე ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია, როგორიც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციაზე შეიქმნა, არც ერთ პრესკონფერენციაზე არ უნახავს. ანთიძე შესადარებლად აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ თბილისში ედუარდ შევარდნაძისა და ვლადისლავ არძინბას ერთობლივ პრესკონფერენციას იხსენებს.
"ეს პრეკონფერენცია ომის შემდეგ გაიმართა და, ბუნებრივია, ჟურნალისტები ემოციურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იქაც კი არ მომხდარა ისეთი რამ, რაც გუშინ ივანიშვილთან მოხდა. ეს იყო ძალიან არაპროფესიონალური ქცევა და არანაირ სტანდარტებში არ ჯდებოდა. ამასთან, შეცდომები იყო დაშვებული ორგანიზატორების მხრიდანაც, მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ჟურნალისტების რაოდენობა, ინტერესი და უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, ვის და როგორ დაესვა კითხვები", - ამბობს მაკა ანთიძე.
მას ივანიშვილისთვის გუშინ კიდევ ორი კითხვის დასმა სურდა – ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული პასუხით რა მოიგო და რა წააგო საქართველომ. ანთიძეს, ასევე, სურდა, ბიზნესმენისგან უფრო დეტალურად მოესმინა, როგორ ხედავს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის მოგვარებას.
გუშინდელ პრესკონფერენციაზე კითხვის დასმის საშუალება არც ჟურნალ "ლიბერალს" მიეცა, რომელსაც მაია წიკლაური წარმოადგენდა. მაია წიკლაურს სურდა, ივანიშვილისგან შეეტყო, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს, ვინ იქნება მისი გუნდის ლიდერი. "ლიბერალი" ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე ივანიშვილის აზრითაც იყო დაინეტერსებული.
კითხვის დასმა ბიზნესმენის პირველ პრესკონფერენციაზე ვერც რადიო "თავისუფლების" ჟურნასლიტმა ეკა ქევანიშვილმა შეძლო. მას აინტერესებდა, ივანიშვილის პოზიცია საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. თუმცა, ქევანიშვილი ამბობს, რომ პრესკონფერენციაზე შექმნილი "ორომ-ტრიალის" გამო კითხვის დასმა ვერ მოახერხა.
"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს მანანა მჭედლიშვილს ორი კითხვა უშუალოდ პრესკონფერენციაზე ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ გაუჩნდა, თუმცა, ამბობს, რომ ეს კითხვები მისი კოლეგების მიერ შექმნილი ხმაურისა და აჟიოტაჟის გამო ვერ დასვა.
"მინდოდა, მეკითხა, რა არის ივანიშვილის მიზანი და გათვლა, როცა იგი ქვეყნის ყველა პრობლემაში მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და არა - მის გუნდს მთლიანად. ასევე მსურდა, მაინტერესებდა, რა ზომებს იღებს საერთაშორისო თანამეგობროვა მისთვის საქართველოს მოქალაქების აღდგენის მისაღწევად", -
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...