კარგით რა ხალხნო ადამიანმა თემა გახსნა და რას ერჩით?
რომ არ გაეხსნა საერთოდ ვერაფერსაც ვერ გაიგებდით.
და თუ რაიმე გაინტერესებთ კითხვები დაუსვით და გიპასუხებთ ეს ადამიანი.
* * *
X Manეხლა ვნახე ეს სტატია და მგონი ამაზეა აქაც საუბარი.
ახალაიების კლანის წარმომადგენლები კრიმინალებს დაუმეგობრდნენ
17:58 04.11.2011
[პირველი]
მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გავლენიანი - ახალაიების კლანის წარმომადგენლები კრიმინალებს დაუმეგობრდნენ.
როგორც "პირWელისთვის" სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი, გასულ კვირას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მისმა მამამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარმა პროკურორმა როლანდ ახალაიამ კრიმინალებთან დამეგობრება ზუგდიდში, რესტორან "დიარონში" აღნიშნეს.
"დიარონში" ბაჩო და როლანდ ახალაიების მიწვევით 150-მდე პირი შეიკრიბა, მათ შორის - ყოფილი პარტიზანები, "ტყის ძმების" წარმომადგენლები და სხვა, თავის დროზე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში გაერთიანებული პირები. შეკრებას ესწრებოდა რამდენიმე თვის წინ პატიმრობიდან გათავისუფლებული "ტყის ძმების" ხელმძღვანელი დათო შენგელიაც.
"რას აღნიშნავდნენ ახალაიები და მათი ახალი მეგობრები უცნობია, თუმცა, როგორც ახალაიების სუფრის წევრები აცხადებენ, თავდაცვის მინისტრმა მათგან “ნებისმიერ ვითარებაში მზადყოფნა მოითხოვა" - განუცხადა სააგენტოს წყარომ.
ცოტა ხნის წინ გაზეთ "კვირის ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ქართული პარტიის" სამეგრელოს რეგიონული ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა აქტივისტმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ "ხელისუფლება, პირადად მიხეილ სააკაშვილი და ბაჩო ახალაია ე.წ. სამობილიზაციო ჯგუფებს აყალიბებენ". მისსივე ინფორმაციით, საუბარია კონკრეტულ სოფლებზე, მათ შორის - დარჩელზე შამგონაზე, სადაც კონკრეტული ადამიანები წაიყვანეს, სოფელ ჯიხაშკარში სასროლეთი მოაწყვეს და იქ ხალხის წვრთნა და მობილიზაცია მიმდინარეობს.
"პირWელი" ინფორმაციის გადამოწმებას თავდაცვის სამინისტროში შეეცადა.
"არ გაგცემთ პასუხს სასაცილო შეკითხვაზე",- განაცხადა პრეს-სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ.
რაც შეეხება დათო შენგელიას, რომელსაც მრავალწლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე რუსული და აფხაზური მედია იმის შესახებ ალაპარაკდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ შენგელიას ციხიდან გათავისუფლება აფხაზეთის ტერიტორიაზე "ტყის ძმების" დივერსიული საქმიანობის აღდგენას ისახავს მიზნად. მაგრამ "პირWელის" წყარო ამტკიცებს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
"ტყის ძმების" მეთაურს აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის არასოდეს ეშინოდა. შენგელია დღემდე ინარჩუნებს სერიოზულ კავშირებს ენგურის ორივე მხარეს. საქმე იმაშია, რომ თავის დროზე მას აფხაზეთში სიგარეტის და ბენზინის სერიოზული ბიზნესები ჰქონდა, რაშიც რიგი გავლენიანი აფხაზებიც იყვნენ ჩართულები. შენგელიას ციხიდან გაშვება 2008 წელს, რუსეთთან ომის დროსაც იგეგმებოდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ეს გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს. აფხაზეთი მისთვის საფრთხეს არც დღეს წარმოადგენს, თუმცა თუ შენგელია ამჯერად ციხიდან არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, არამედ რაღაც მიზნით გამოუშვეს, მას ისევ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თუ გამოიყენებენ" - აღნიშნა წყარომ და აქვე ისიც დასძინა, რომ "ხელისუფლებას დავით შენგელია საპყრობილედან კიდევ რამდენჯერმე, სხვადასხვა არჩევნების დროს ჰყავდა გაშვებული".
უშიშროების ინფორმაციით კი, მისი ციხიდან გაშვება აფხაზი სეპარატისტების მიერ გალის რაიონში 50-კაციანი სპეცრაზმის შექმნას უკავშირდებოდა.
როგორც "პირWელს" უშიშროებიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, აღნიშნული რაზმი წარსულში რუსეთის სპეცრაზმებში ნამსახურევი პირებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც მოსკოვი სოლიდურ ხელფასს უხდის.
"აფხაზი სეპარატისტების ბრალდება ქართული მხარის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების მზადების შესახებ აბსურდულია. დათო შენგელია, რომელიც აფხაზეთში დღემდე ავტორიტეტით სარგებლობს და კავშირები აქვს, ციხიდან ამ რაზმის შექმნის საპირწონედ გამოუშვეს",- განუცხადა "პირWელს" წყარომ.
შეგახსენებთ, რომ დავით შენგელია ქართული საპატიმროდან ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების მოტივით, თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფის ჭაკუას შუამდგომლობის საფუძველზე გასული წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს.
დავით შენგელიას ციხიდან გაშვების შუამდგომლობით თავად ჭაკუა გამოვიდა, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა და ამასთან, პატიმარი ციხიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს, რაც, შეიძლება, ითქვას, უპრეცედენტო ფაქტია.
ოფიციალური ინფორმაციით, შენგელია, რომელიც კონტრაბანდის, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 24 წლიან სასჯელს რუსთავის #2 დაწესებულებაში 2004 წლიდან იხდიდა, პატიმრობიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გათავისუფლდა. თუმცა როგორც "პირWელის" წყარო ამტკიცებს, შენგელიას ჯანმრთელობის კუთხით არანაირი პრობლემები არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში - სერიოზული, არც დღეს აქვს და ერთადერთი, რაც ამ კუთხით შეიძლება, აღინიშნოს, ნარკომომხმარებლობაა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შენგელიას მკვლელობებსა და გატაცებებში ადანაშაულებს. ქართული მაერთლმსაჯულების მიერ განსაზღვრული სასჯელიდან მან მხოლოდ 6 წელი მოიხადა.
აღსანიშნავია, რომ შენგელიას გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე ციხიდან შეწყალების საფუძველზე მისი ვაჟი გაათავისუფლეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით 18-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და აქედან საპატიმროში მხოლოდ 2 თუ 3 წელი დაჰყო, რაც შეწყალების კომისიის კრიტერიუმებში არ ჯდება.
http://www.presage.tv/?m=news&NID=19291