ისე და ღლიცინის გარეშე რომ ვთქვათ, როდესაც შეგვექმნა პრობლემა ტერიტორიებზე, მაშინ არ იყო რომ გავიწიეთ ნატოსკენ? რუსეთი ან დებილია ან კარგად იცის რასაც აკეთებს, მაგალითად ის რომ ნატოში არ მიგვიღებენ არანაიარდ, ხოლო ამ ფაფხურში რომ ნატოშI მიგვიღონ ისე დავსუსტდებით რომ ჩვენი გადაყლაპვა არა თუ იოლი იქნება მისთვის არამედ საამოც კი.
თორემ აბა რა იდიოტიზმია ვერ გავიგე, როგორც კიპრობლემა გაჩნდა რუსეთთან, მაშIნვე გავიწიეთ დასავლეთისკენ, მეორე პოლუსისკენ, რაში დასჭირდა ეგ ამბები?
რაც შეეხება ნატოს, მე პირადად არანაირად არ მჭირდება მაგ გაერთიანებაში ყოფნა, და საერთოდ არც ერთ სამხედრო კოალიციას არ ვცნობ, იმიტომ რომ რუსული გინდა თუ დასავლური, ორივე ერთნაირად ცოდვილი კოალიციაა, არანაირად არ ემსახურებიან მშვიდობის დაცვას არსად, პირიქით, პრობლემებს წარმოქმნიან და რესურსებს და თანხებს ხარჯავენ ტყუილად.
მით უმეტეს თუ კი მე დავიბრუნებ ჩემით აფხაზეთზე კონტროლს და ცხინვალზეც ხმის გამღები არავინ მეყოლება, მაშIნ რა ჯანდაკი მინდა ნატოში? ტყუილად ფული ვიხადოთ რაღაცაში და ჩვენი ბიჭები შევახოცოთ ვიღაცის ტყუილუბრალოდ პოხონდრიას? არმითხრათ ახლა რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის იხოცებიან ავღანეთში ქართველები თორე ქვას ვისვრი

ნატომ აშკარად უარი გვითხრა მიღებაზე, 1000 პრეტენზიები დაგვიდეს, დემოკრატიაო ეკონომიკაო. ესენი მხოლოდ საბაბებია რომ არ მიგვიღონ, თორე აგერ თურქეთი შეათრიეს ძალით ნატოში თავის დროზე. აქ საქმე რუსულ ინტერესებზეა გადაჯაჭვული, და მანამ ეგ ინტერესი იქნება ნატოში არ მიგვიღებენ იასნად. ანუ ნატოს იმედი იმაზე რომ ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება აბსურდულია. იმავე სიტუაციაში, თუ კი რაღაცნაირად მიგვიღეს, არა ერთხელ თქვეს რომ თუ იქ მოვხვდით, რუსეთთან პრობლემების შემთხვევაში არ დაგვეხმარებიან.
ხო და აქედან გამომდინარე შეკითხვა დავსვათ ნორმალური, რა ჯანდაკი გვინდა ნატოში?
ავდგეთ, მოვმძლავრდეთ, დავიობრუნოთ ნებისმიერი ხერხით ტერიტორიები, შემდეგ აზერაიჯან სასომხეთს მოვუაროთ, კონფლიქტის მოგვარებასი დავეხმაროთ, შემდეგ შვქმნათ კავკასიური სამხედრო და ეკონომიკური ალიანსი. გავარტყი ჩრდილოეთსაც და დასავლეთსაც