გენადი ონიშჩენკო: "რუსეთის მსო-ში გაწევრიანება ქართული ღვინისა და "ბორჯომისთვის" რუსული ბაზრის ავტომატურ გახსნას არ ნიშნავს"
18:01 - 08.11.2011
რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო თვლის, რომ "რუსეთის მსო-ში გაწევრიანება ქართული ღვინისა და "ბორჯომისთვის" რუსული ბაზრის ავტომატურ გახსნას არ ნიშნავს".
"არა, ეს ამას არ ნიშნავს, იმედი ნუ ექნებათ", - განაცხადა ონიშჩენკომ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, ონიშჩენკოს თქმით, "ამჟამად ქართული კომპანია "სარაჯიშვილის" კონიაკის მიწოდების საკითხი განიხილება".
"მიმდინარე კვირას მათ აუცილებელი დოკუმენტები უნდა წარადგინონ, მერე ვნახოთ", - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.
რაც შეეხება "ბორჯომს", ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ "ჯერჯერობით საუბრები მიმდინარეობს".
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...