იმიტომ რომ პატრიოტია... ოღონდ ჩასაფრებული

აი, აქ (ფორუმზე) რომ მიდის მარჩიელობა, არის თუ არა ბიძინა რუსეთის კაცი, და ცდილობენ მაგიური ფორმულის გამოყვანას, ბიზნესის რა ნაწილი უნდა გქონდეს რუსეთში, რომ მის აგენტად ჩაითავლო ან არ ჩაითვალო... არავის გიფიქრიათ, რომ ბიზნესის რუსეთიდან გაყვანა, შესაძლოა, მის შენარჩუნებაზე უფრო დიდი პრობლემა იყოს?
5 თუ 8 მილიარდის პატრონს ვერც "დაიქირავებ", და ვერც დააძალებ იმის გაკეთებას, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაძლოა, ბევრი რამის დათმობა მოუწიოს, მაგრამ, ასე თუ ისე, აქვს შესაძლებლობა თავი დააღწიოს ნებისმიერ "ვალდებულებებს", და სადმე სენ-ტროპეში წყნარი ცხოვრების უფლება "გამოისყიდოს".
სხვა საქმეა, თუ არც რაიმეს დათმობა სურს, და არც წყნარი ცხოვრება. მაშინ იძულებეულია ურთიერთობები "დაალაგოს" სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
ამიტომ უფრო საინტერესოდ მეჩვენება კითხვა, თუ რუსეთს რა ადგილი უკავია ივანიშვილის გეგმებში (და არა პირიქით).
ამ მხრივ საკვანძოა სამი განცხადება: რუსეთში 9 წელია არ ვყოფილვარ - ბიზნესს ვყიდი - ვხედავდი, რომ სამშობლოს ვკარგავდი.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს რეალურად (გარდა ყველაზე პირდაპირი, და ყველაზე გულუბრიყვილო აუდიტორიაზე გათვლილი გზავნილისა: აი, ხომ ხედავთ, არ ვარ რუსეთის კაცი, ყველაფერს სამშობლოს საკურთხეველზე ვდებ)?
ეჭვი არ მეპარება, რომ მილიარდერსაც შეუძლია გულწრფელად უყვარდეს სამშობლო. მაგრამ დიდად მეპარება ეჭვი იმაში, რომ საკუთარი კაპიტალის ბედს სამშობლოს სიყვარულთან დაკავშირებული ემოციების საფუძველზე წყვეტდეს.
სავარაუდოდ, რაღაც მომენტში ბ-ნ ბიძინას, როგორც ევროპულ ცივილიზაციასა და ქართულ სილაღეს ნაზიარებ კაცს, კაპიტალის რუსეთიდან გაყვანა გადაუწყვეტია (ეს არაერთი რუსი მილიარდერის სანატრელი ოცნებაა, თუმცა არც ისე ადვილად გახორციელებადი). მაგრამ მილიარდიანი ბიზნესის გაყიდვა (და თუნდაც 5 მილიარდის თუნდაც მესამედიც ხომ მილიარდს აღემატება) ბებიის დანატოვარი შიფანერის ან თუნდაც ერთი-ორი ქარხნის გაყიდვა ხომ არ არის - იმისთვის, რომ ამხელა ბიზნესი გაგაყიდინონ, და არა დაგათმობინონ (განსაკუთრებით რუსეთში, განსაკუთრებით ქართველს) საგანგებო ზომებია მისაღები. "უსლუგა ზა უსლუგუ..." რა "უსლუგა" უნდა მოეთხოვათ ბორის გრიგორევიჩისგან მათ, ვისზეც მისი რუსული ბიზნესის ბედია დამოკიდებული? სავარაუდოდ, ქართული მონასტრის არევა (ან "დალაგება" - ვისთვის როგორ).
აქ ორი ვარიანტია: დემონურ-ცილისწამებლური,

რომლის მიხედვით ივანიშვილი, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, თვითონ სთავაზობს ასეთ გარიგებას რუსებს. და ავანტიურისტულ-მეწამეობრივი - რომლის მიხედვით ის მათ პირობებზე იძულებით თანხმდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს ვარაუდებში უდანაშაულობის პრეზუმპციით ვხელმძრვანელობ, და ვთვლი, რომ ბ-ნ ბიძინას გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ მოსაჩვენებლად, პუტინის ცერბერების თვალის ასახვევად გაატაროს ეს ხაზი - მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ საკუთარი კაპიტალის რუსეთიდან გამოსხსნას შესძლებს, თან ეცდება, მთელი ეს ეპოპეა საქრთველოსთვის მინიმალური ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
დანარჩენი ნაბიჯები უნდა განვიხილოთ, როგორც ბალანსირების აქტის ელემენტები, მაგ.:
1. ქუჩის აქციებზე უარის თქმა. რუსი კურატორებისთვის: ახალი პოლიტიკური სტილი, რომელიც "აგენტის" სასარგებლოდ განაწყობს ხალხს, დანარცენი ოპოზიციისაგან განასხვავებს, და უფრო დამაჯერებელს ხდის. საქართველოს ინტერესებისთვის: ზედმეტი დესტაბილიზაციისგან დაზღვევა.
2. ბურჯანაძე: მოსკოველი კურატორებისთვის - ივანიშვილის ლოალობის ნიშანი, საქართველოსთვის - გრადუსის დაწევა.
და ა.შ.
რა როლს თამშობს ამ ყველაფერში ინფანტილური "ქართული ოცნება" და ტრიპოლსკის ჰაბიტუსის ხალხი?
კაცს შესაძლებელია თვითონაც გულწრფელად და დახვეწილად უყვარდეს სამშობლო, ან სწამდეს ღმერთი, მაგრამ ამასთანავე ესმოდეს, რომ ამ სენტიმენტების უფრო პრიმიტიული ვერსია მასის მანიპულირების საუკეთესო საშუალებაცაა.
ლოგიკა დაახლოებით ასეთი უნდა ყოფილიყო: ბიზნესი უნდა მოვაცილო რუსეთს - ამისთვის რუსებს რაღაცა უნდა შევთავაზო - საქართველოს "მორჯულების" ახალ მცდელობაზე უკეტესი რა უნდა შევთავაზო?! - ამისთვის ქართულ საჯარო პოლიტიკურ ველში უნდა შევიდე, რა პლატფორმით? - ცხადია, პატრიოტულ "ლირიკაზე" უკეთ საქართველოში არაფერი ჭრის - შესანიშნავია, ბერა დაწერს რამეს, ნიჭიერია (ვინმე უცხოსთვის საიდუმლოს გამხელაც აღარ იქნება საჭირო).
ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ბ-ნი ბიძინა სააკაშვილსითვის ირჯება - მას საკუთარი ინტერესი ამოძრავებს, და საკუთარი გეგმის წარმატების გარანტირების საუკეთესო საშუალებად, შესაძლოა, სწორედ ხელისუფლების სათავეში მოსვლა მიაჩნდეს. ეს გეგმა არც პატრიოტულია, და არც მოღალატეობრივი - ის პრაგმატულია.
დაიმედებულ პლებსს კი, იმჰო, ისღა დარჩენია, რომ ვ-ნ ბიძინას მორიგ საქველმოქმედო აქციებს დაელოდოს, ოღონდ მეტის იმედი ნუ ექნება. რუსეთიდან გატანილი კაპიტალი ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების წვიმად არ გადაიქცევა. ამისთვის ამ ლაღმა ხალხმა ჯერ ისეთი აზროვენება და შრომა უნდა ვისწავლოთ, რომ ევროპულ ცივილიაზაციასა და რუსულ ბესპრედელს ნაზიარები ბ-ნ ბიძინასთვის საინტერესოები გავხდეთ.
This post has been edited by CityZen on 7 Nov 2011, 13:32