აბა მე რა დავპოსტე?
ფორუმზე რომ პოსტავს ვინმე მინიმუმ კომპიუტერი აქვს და იმის დრო რომ რაიმე დაპოსტოს და გაერთოს (რაღაც დროის მონაკვეთი არ იფიქროს საშოვნ ლუკმა-პურზე და თან ბეზ პრობლემ იხდის დენის ფულს). გაიხედეთ ხალხნო გარეთ. გამათხოვრებულია ხალხი. უბრალო ხალხისთვის მეასე ხარისხიანი კი არ არის საკითხი: ვისთან ითანამშრომლებს ბიძინა. არანაირი ხარისხის არ არის.
სხვათაშორის ბევრად მეტი რეიტინგი აქვს ბურჯანაძეს რესპებზე, მაგრამ არ არის ეს მთავარი. არ აინტერესებს ეგ ხალხს. ფორუმის "ინტელექტუალებს" კი ბატონო. დანარჩენს არავის.
პ.ს. აი ასეთ ხალხს ეს საკითხები რასაკვირველია აინტერესებთ, თუმცა ეგ უკვე კლინიკაა. ეგ აქ ფორუმზე მაინც ხომ ვიცით
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები საქართველს მოსახლეობას მოუწოდებენ, "მესამე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას".
3031 პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება პარლამენტის წინ "ლეიბორისტების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე
"ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ეთერ მგალობლიშვილმა გაახმოვანა.
"ბიძინა ივანიშვილის საქართველოს სათავეში მოსვლა ამერიკული გეგმის საბოლოო ეტაპის განხორციელებასა და საქართველოს სამუდამო განადგურებას ითვალიწინებს. 2001 წლის 14 ივნისიდან ამერიკის გაერკვეულ წრეებში ივანიშვილი საქართველოს ლიდერად მოიხსენიებოდა. აშშ-ის ადმინისტრაცია სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან გაყვანას და სამშობლოს მოღალატეებისთვის - ალასანიას, ივანიშვილისა და "რესპუბლიკელებისთვის" ჩაბარებას ცდილობს. ივანიშვილის კისერზეა 1989 წლის 9 აპრილი, 1991-92 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლთა ქვეყნიდან განდევნა",- ნათქვამია მიმართვაში."
ისე მოკლედ ჩამოყალიბდით რა...თქვენც და ეს ავადმყოფებიც: ბიძინა ამერიკული პროექტია თუ რუსული.

აუ რა შორსა ხართ რეალობისგან...დედას გეფიცებით

პ.ს. ისე აი ეს მაგრა გლიჯავს.

ალბათ კუბლაშვილ-ნათელასვილმა მისცა პადაჩა...ეს ჩაწერეთო: ივანიშვილის კისერზეა 1989 წლის 9 აპრილი, 1991-92 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლთა ქვეყნიდან განდევნა",- ნათქვამია მიმართვაში......................ისე კარგია კრწანისის ბრძოლის მარცხი რომ არ ბრალდება
This post has been edited by mamuka-SRV on 7 Nov 2011, 20:48
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)