მორიგი ფარსი! PUKE
პენსიონერების დაზღვევისთვის საჭირო თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ვერ მოხვდა
პენსიონერების დაზღვევისთვის საჭირო თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში ვერ მოხვდა.ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს 4 ნოემბერს დაუბრუნდა და მასში პენსიონრებისდაზღვევისთვის საჭირო თანხები ვერ მოხვდა.
აღნიშნულ დოკუმენტში, მხოლოდ იმ შენიშვნის გათვალისწინების დაპირებაზეა საუბარი, რომელიც მთავრობას პარლამენტმა მოსთხოვა.
“კანონპროექტის ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს თანხები პენსიების შემდგომი ზრდისათვის. ყველა პენსიონერი დაზღვეულ უნდა იქნეს”, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რეზიდენციაში ყოფნისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან ყველა პენსიონერი დაეზღვევა და პენსია 140 ლარამდე გაიზრდება.
“ბოლო რამდენიმე თვეა ვმუშაობთ 2012 წლის ბიუჯეტზე, ვითვალისწინებთ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსაც, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მომავლი წლის სექტემბრიდან ცვლილებები შეივიტანოთ სოციალურ დახმარებაში.
პირველი ყველა პენსიონერს მიეცემა სადაზღვეო პაკეტი ფასი ამისა განისაზღვრება მომავალში, მაგრამ დაახლოებით 15 ლარიანი სადაზღვეო პაკეტი იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა. სადაზღვეო პაკეტის საშუალებით, უსაფო იქნება ექიმთა კონსულტაცია, ასევე ულიმიტო გადაუდებელი ოპერაციები 80% დაფინანსებით და ლიმიტირებული ოპერაციები 15 ათას ლარამდე. პაკეტში შედის უფასო ქიმიო და სხივური ტერაპია, ასევე შევა წამლების თანადაფინანსება იქნება 200 ლარიანი ლიმიტი 50 %-იანი დაფინასებით და რაც მთავარია უფასო სისხლის ანალიზები”,- განაცხადა გილაურმა.
მისი თქმით, იგივე პაკეტები იმოქმედებს 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გაზრდილი პენსია შედაგენს 140 ლარს საიდანაც 15 ლარი იქნება სადაზღვეო პაკეტის, ხოლო 125 ლარს მიიღებენ 67 წლის ზემოთ პენსიონრები.
იპნ
http://www.epn.ge/?p=86626გიორგი ცაგარეიშვილი მთავრობას თაღლითურ სქემის შემუშავებაში "ამხელს"
21:02 09-11-2011
მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდანPპენსიის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი თაღლითურ სქემას უწოდებს.
როგორც ცაგარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ერთის მხრივ ეს გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართება, ის კონსტიტუციურ ვადებში – 2012 წლის შემოდგომაზე დაინიშნება.Mმისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვაა.
"რატომ მაინც და მაინც 1-ელი სექტემბერი და არა 1-ელი აგვისტო? იმიტომ, რომ სექტემბერში გაზრდილ პენსიას მოქალაქეები სექტემბრის ბოლოს – არჩევნების წინ აიღებენ, ეს კი ამომრჩევლის მოქრთამვაა", - აცხადებს დეპუტატი.
ამასთან, ცაგარეიშვილისთვის გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება პენსიის მხოლოდ 67 წელს ზემოთ ადამიანებისთვის გაზრდის შესახებ. მისი თქმით, საინტერესოა, რა დააშავეს 64 წლის მამაკაცებმა და 65 წლის ქალბატონებმა, რადგან საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წლის, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წლის ასაკში დგება.
"ეს ყველაფერი არის თაღლითური სქემა, რომელიც "ილფისა და პეტროვის" ცნობილ გმირს ოსტაპ ბენდერსაც გაუკვირდებოდა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობის მიერ დღეს გახმოვანებული ინიციატივა ნიშნავს იმას, რომ 5 წლის წინ გაცემული დაპირება 100 დოლარიანი პენსიის შესახებ წარსულს ჩაბარდა, ისევე, როგორც "მიხეილ სააკაშვილი ჩაბარდება მალე წარსულს".
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტთან შეხვედრისას დღეს განაცხადა, რომ 2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან ყველა პენსიონერი სადაზღვევო პაკეტს მიიღებს. "ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან სოციალურ დახმარებაში რამდენიმე ცვლილება შევიტანოთ, მათ შორის პირველი ის არის, რომ ყველა პენსიონერს მივცეთ სადაზღვევო პაკეტი", - განაცხადა გილაურმა.
მასალის გამოყენების პირობები
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...