ჟურნალისტ შალვა რამიშვილის ახალი ტელეპროექტი თითქმის მზადაა და ის ეთერში ახალი წლიდან გავა. ე.წ. „დარდუბალას“ ახალ ვარიანტს „ბანანის რესპუბლიკა“ ერქმევა და ტელემაყურებელი მის ყოველ ახალ სერიას კვირაში ერთხელ იხილავს.
„წინასწარი მოლაპარაკება უკვე გვაქვს „მაესტროსთან“, მოგვარდება ეს პრობლემები და „ბანანის რესპუბლიკა“, სავარუდოდ, ამ ეთერში გავა,“– განაცხადა „ტრიბუნა.ge“–სთან საუბრისას შალვა რამიშვილმა.
მისივე თქმით, ახალი მულტსერიალის გმირები მოქმედი პოლიტიკოსები იქნებიან, ერთ–ერთი გმირი ასევე იქნება ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი.
„მთავარი მოქმედი გმირები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან. ესენი არიან – მიშა, ვანო, გიგა, პარლამენტის თავმჯდომარე... გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილიც,“– აცხადებს შალვა რამიშვილი.
მისივე თქმით, „დარდუბალასგან“ განსხვავებით, „ბანანის რესპუბლიკა“ მაღალი ვიზუალური ხარისხით გამოირჩევა და გაცილებით მძაფრი იქნება ხუმრობების ხარისხიც.
„ახლანდელი მთავარი მოქმედი გმირი, ხუმრობისთვის გაცილებით მეტ საშუალებას გვაძლევს ვიდრე შევარდნაძე,“– ამბობს რამიშვილი.
შალვა რამიშვილის ახალ პროექტს, „ბანანის რესპუბლიკას“, კომპანია 7Z იღებს.
http://www.presage.tv/?m=news&NID=22134
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი