"მემარჯვენეები" ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების უანგარობას ეჭვქვეშ აყენებენ
15:00 11-11-2011
"ახალი მემარჯვენეების" შეფასებით, იმ პირთა სიების გამოქვეყნებამ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ეხმარება, ბიზნესმენის ქველმოქმედების უანგარობა საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დააყენა.
ამის შესახებ განცხადება დღეს პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
მისი თქმით, დახმარების მიმღებთა სიების გამოქვეყნებამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ორივე მხარე, როგორც ამ თანხების გამცემი, ასევე - მიმღები.
კერძოდ, ჩიხრაძის აზრით, ნებსით თუ უნებლიეთ, მეცენატის მიერ გაწეული ქველმოქმედებაც და მისი მიმღებნიც უკვე პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდნენ; გარდა ამისა, აშკარად დაირღვა მათი უფლება საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის თაობაზე.
"მემარჯვენეების" შეფასებით, ეს ადამიანები შანტაჟის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან მათთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ პოლიტიკური მხარდაჭერის ვალდებულებას უჩენენ.
გარდა გუშინ გამოქვეყნებული სიებისა, ფიქრია ჩიხრაძემ დამატებით მაგალითად ეკლესიების თემაც დაასახელა. მისი თქმით, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში არის საუბარი იმაზეც, რომ ტაძრების აღდგენა-მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ეკლესია ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი უნდა გახდეს.
"ვითარება აშკარად ემსგავსება "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულებას საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების მიმართ, როდესაც ისინი მხარდაჭერას სწორედ იმ ფაქტებიდან გამომდინარე ავალდებულებენ, რომ სახელმწიფო მათ ფულს იხდის", - მიიჩნევენ "მემარჯვენეები".
ქ-ნო ჩიხრია - დიდი მადლობა რომ თქვენი რეალური სახე გვაჩვენეთ!
თურმე ბიძინა რომ ფულს უხდის (თავის ფულს!) და საქველმოქმედო საქმიანობა ჟურნალისტებმა განასაჯაროვეს - დამალვის უფლება არ აქვს "ქართუ ჯგუფს" ეს იგივე ყოფილა, როგორც ხელისუფლება ავალდებულებს საჯარო მოხელეებს - ხმა მე მომეცი, სახელმწიფო ხომ გიხდის შენ ხელფასსო... ეს გარეწარი ბიძინა ეს, რომ არ ართმევდა ასანიძე ფულს თურმე სულ გულის ჯიბეში უტენიდა "ემანდ ბავშვებს კანფეტები უყიდე, შე ვირგლაო..."
ქ-ნო ჩიხრია, ბოდიში ფიხრია... - ასეთი სახელი გქვიათ და იმას რატომ ვერ ფიქრობთ რომ ბიძინას ფული ბიძინას საკუთრებაა და თუ უნდა მტკვარში გადაყრის, ხოლო სახელმწიფოს ფული ხალხის (შეგროვებული) საკუთრებაა და აღნიშნული ფულით (+ სხვა ადმინისტრაციული რესურსით) ხალხის მოქრთამვა საერთოდ სხვა პლანეტაზეა მსჯელობასთან? მეორეც, ეს კაცი მიშასაც ეხმარებოდა სანამ ეჭვი შეეპარებოდა მის "უმანკოებაში" და ალბათ საწყალი მიხეილიც ეხლა სულ იმაზე ფიქრობს - ბიძინა ამდენს დამეხმარა და ნეტა არჩევნებზე მისი მხარდაჭერა არ მომთხოვოს.. უარი რომ ვუთხრა ხომ შევრცხვი კაციო

უფრო მეტიც, ეგ გააზრებულად ეხმარებოდა მიშას, პუტინი რომ მომცემს სტარტის ნიშანს ეგრევე შერცხვება, გვერდით გაიწევა და უფრო ადვილად გავყიდი სამშობლოსოო... მაააააააააშ!
წადი რა ქალბატონო პოლიტიკოსო, ხაჭაპურები გამოაცხვე, სახლი გამოხვეტე და სერიალებს ჩაუჯექი - ნუ შეგვეცი რა ბლიად!!!!
And the winner is.....