#38575575 · 31 Oct 2013, 22:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | არა, არ არის, დარწმუნებული ვარ [ 246 ] [49.80%] |
ამას ვამბობდი ორი წლის წინაც და ეხლაც იგივეს ვიმეორებ.
მოვლენათა განვითარების მწყობრი და დალაგებული მიმდევრობა (მეტწილად ადვილად პროგნოზირებადი, რაც არაერთხელ დამტკიცებულა თუნდაც ფორუმზე გამოთქმულიდან უმეტესობის გამართლებით) მაძლევდა და მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა გარდუვალი აუცილებლობა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში პატარკაციშვილივით გადაყლაპავდა მძორბოტოქსა, თუმცა მთავარი გომბეშოს და სრულიად ნაცსაგომბეშოეთის სამწუხაროდ ბიძინაჩემი ყელში გაეჩხირა გაუმაძღარ ბელადს.
გარდა ამისა სუფთა პიროვნული პონტი იყო, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისთვის თუ ასე დადგებოდა საკითხი - ან მე ან დორბლიანი, დროის და ვითარებათა უკუღმართობის შედეგად უეცრად აღზევებული მხოხავი არარაობა, ზუსტად ასევე მოიქცეოდა ბიძოს შეძლების ნებისმიერი, ელემენტარული თავმოყვარეობის მქონე ადამიანი.
მის ადგილზე რომ ვიყო, წამითაც არ დავფიქრდებოდი, 1 მილიარდს კი არა, მთელ ჩემს ქონებას დავხარჯავდი, ვალებსაც დავიდებდი თუ დამჭირდებოდა, ოღონდ ვადაგასული ლეში საბოლოოდ გამეფარჩაკებინა, საბოლოო ჯამში კი გამესროკა.
სამოქალაქო სექტორში გადასვლაც ზუსტად ამ საქმეს ემსახურება, რადგან პრემიერის პოზიციიდან ზებრალეშის ბიძგისოსებში ჩაყუდებას შეიძლება არაადექვატური ყიყინი მოყოლოდა ნაცგომბეშოების საზღვარგარეთელი მფარველებისგან.
ჩვეულებრივი მოქალაქის მხრიდან კი უფრო ადვილია ძალის, პოლიტხრიკების და სახსრების მიმართვა ამ მიზნის განსახორციელებლად - დაწყებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება-განმტკიცებიდან მასმედიის და სხვა საშუალებებით (განსაკუთრებით ზებრას ლობისტების საწინააღმდეგო კამპანიის წარმოება იგულისხმება საზღვარსგარეთ არსებულ ქვეყნებში), დამთავრებული დიდი, გრანდიოზული აქციების გამართვით, მოთხოვნით უფრო იაქტიუროს პროკურატურამ მთავარი გომბეშოს და მისი დამნაშავე ხელქვეითების დაპატიმრების ანუ სამართლიანობის აღდგენის საქმეში.
ასე მგონია მე.
აქამდე არ შევმცდარვარ პროგნოზების უმეტესობაში (განსხვავებით გეოპოლიტიკის და სხვადასხვა დარგების ექსპერტებისგან) და არც ეხლა მგონია რომ შევცდები - მაქსიმუმ 5-6 თვეში გასკდება და დაიქუხებს რამოდენიმე გახმაურებული საქმე (როდესაც შემზადდება ამის ნიადაგი) და ჰალსტუხთმცოხნელ ნაძირალას სათანადო ადგილას გაამწესებენ, თეძოსქელ სვინგმერთან და სხვა 2-3 ბობოლა ნაცგომბეშოსთან ერთად.
This post has been edited by Tom Brady on 31 Oct 2013, 22:36
--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება მგელთა ხვედრია -------------------- ნიუ იორკში ბოსტონ სელტიქსმა დაძაბულ ბრძოლაში დააამარცხა ადგილობრივი ნიქსი და 2-3 გახადა სერიაში ანგარიში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც ნიქსი გავიდა (c) რუსთავი 2-ის ფრანგიშვილი, 2013 --------------------- დაილოცოს სეტანტა TV
|